იაპონური ჰოსპისი გაგაოცებთ უცნაური ქარის მილებით და სახურავით, რომელზეც სეირნობა შეიძლება

ნიჭიერმა იაპონელმა არქიტექტორმა, ჰიროში ნაკამურმა თავის გუნდთან ერთად მძიმე ავადმყოფი ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრის პროექტი დაასრულა. „ქარის მილების სახლი“ საოცარი სტრუქტურაა, რომელიც მშვიდ ენერგიას და განკურნების იმედს იძლევა. პროექტის ავტორმა შექმნა ისეთი ადგილი, სადაც ბავშვები შეძლებენ თანატოლების მსგავსად ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ ჩვეულებრივი სიხარულებით და შესაძლებლობებით (სამედიცინო დაწესებულებებისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ პაციენტები არიან).

ოკინავას პრეფექტურაში, ამავე სახელწოდების არქიპელაგის ერთ–ერთ კუნძულზე, რომელიც ყველაზე თბილი და ხელსაყრელი კლიმატით გამოირჩევა, პალიატიური დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დასრულდა, რომელიც მძიმე ავადმყოფი და უკურნებელი ბავშვებისთვის (მშობლების თანხლებით) არის განკუთვნილი. არქიტექტურულმა კომპანიამ Hiroshi Nakamura & NAP განსაკუთრებული შენობა შექმნა, რომ ამ რთულ პერიოდში ბავშვები და მშობლები მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო პირობებით უზრუნველყო. შეკვეთა არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაციიდან Dream for Children with შემოვიდა, რომელიც იაპონიაში მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს ეხმარება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ოჯახი მოვა მომზადებული, რომ ეს შეიძლება ერთად ბოლო მოგზაურობა იყოს, პალიატიური მზრუნველობის ორგანიზატორებს სურდათ ისეთი ადგილის შექმნა, სადაც ბავშვები ბავშვები იქნებოდნენ, ხოლო მშობლები – მშობლები და ეს ოჯახურ კავშირებს უფრო გააღრმავებდა. მათ სურთ, რომ პატარა პაციენტებმა, რომელთაც მხოლოდ საავადმყოფოს პალატები და მათი ოთახის კედლები აქვთ ნანახი, გარე სამყაროს სილამაზე გამოცადონ. ზოგისთვის ფიზიკური ტანჯვის შემსუბუქება, სხვებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენა – ეს მთავარი ამოცანებია, რომელთა მოგვარება არქიტექტურული მაგალითით ვცადეთ“ – ამბობენ კომპანიის Hiroshi Nakamura & NAP სპეციალისტები.

ოკეანის სანაპიროზე მდებარე ორსართულიანი, მრგვალი შენობა უცნაური ქარის მილებით და „მწვანე“ სახურავით, ბავშვებს საშუალებას აძლევს, რომ საწოლიდან ადგომის გარეშე ულამაზესი პეიზაჟებით დატკბენ. დიზაინერებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს, რომ პატარა პაციენტებს სუფთა ჰაერი ესუნთქათ, ტალღების ხმა და ჩიტების ჭიკჭიკი მოესმინათ, ბუნების სილამაზე დაენახათ იმის მიუხედავად, რომ დამოუკიდებლად სეირნობა არ შეუძლიათ.

ერგონომიკამ ახალგაზრდა პაციენტებისთვის საცხოვრებელი და საერთო ოთახების დაგეგმვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სიმაღლე, თვალის დონე და მწოლიარე პოზა ლამაზი ხედების დანახვას არ უნდა ზღუდავდეს. ყველაზე პატარებისთვის მოწყობილია ზონები დაბალი შესასვლელით, ჭერით, მოძრავი მინის კარით, სინათლის ლუქებით, რომელთა დახმარებით პეიზაჟების ტკბობა და მშვიდი ნიავის განცდა შესაძლებელია.

ბავშვებს რომ ქარის შეხება ეგრძნოთ, უცნაური მილები გააკეთეს, რომლებიც „მწვანე“ სახურავიდან 8 მ სიმაღლეზეა. „ბავშვებისთვის, რომლებიც თითქმის ყოველთვის ლოგინში წვანან, ქარს მოაქვს ბევრი ინფორმაცია: ოკეანის ნიავი, რომელსაც თან ფიჭვის არომატი, ჩიტების ჭიკჭიკი და მწერების ხმები, ადგილობრივი ყვავილების სურნელი, წვიმის სუნი მოაქვს“ – განმარტავენ ქარის მნიშვნელობას კომპანიის დიზაინერები.

ქარის მილების ზემოთ (აქედან მოდის სამედიცინო ცენტრის სახელი – Care house of the Wind Chimneys) გათვალისწინებულია შემინული ფანჯრები, რომლებიც სახლის განათებას ხელს უწყობენ. შიგნიდან არაფრით დაფარული არაა. მის ქვეშ წოლისას განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება.

საკვამურის მნიშვნელოვანი დიამეტრი (1,8 მ), რომელიც პირდაპირ პირველი სართულის ჭერიდან იწყება და მეორე დონეზე ადის, მთელი დღეს ოკეანის ნიავს ქროლავს, ხოლო ღამით შენობის ჩრდილოეთ მხარეს მდებარე ბაღიდან გრილი ჰაერი მოაქვს. ობიექტი, მილი და ფანჯარა სინათლის და გაბატონებული ჰაერის მოძრაობის მიხედვით არის შექმნილი, ამიტომ კონდიციონერის დამონტაჟების გარეშე ეფექტური ვენტილაციის სისტემა შექმნეს. ბუნებრივი განიავება და სუფთა ჰაერით გავსება რეგულირდება ფართო ფანჯრებით, რომლებიც ფასადის ქვედა ნაწილშია გათვალისწინებული.

„იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ქარის მიმართულების სიხშირის სტატისტიკა შევისწავლეთ, კვლევები ჩავატარეთ და შიდა აუზი ქარის მიმართულების გათვალისწინებით განვათავსეთ, რომელიც დღისით თითქოს ოკეანიდან და მდინარედან ამოდის, ხოლო ღამით, პირიქით, მთიდან ჩამოდის. წყალზე გადასვლისას ჰაერის ნაკადი გრილდება, ხოლო შენობის სიღრმეში მოხვედრისას ყოველი კუთხიდან თბილ ჰაერს აგდებს“ – განმარტავს ჰიროში ნაკამურა.

მათთვის, ვისთვისაც გადაადგილება ნებადართულია და შეუძლიათ (თუნდაც სპეციალური აღჭურვილობით), კიდევ ერთი შთამბეჭდავი გასართობი გაითვალისწინეს. შენობის მხრიდან, სადაც ბუნებრივი ბორცვი სახურავზე ჰარმონიულად გადადის, კიბე და პანდუსი მდებარეობს, რომელზეც შეგიძლიათ ახვიდეთ და სურნელოვანი ბაღის სილამაზით, ცისფერი ოკეანის, ქალაქის, შაქრის ლერწმის გაუთავებელი ველებით დატკბეთ. სასეირნო ბილიკების გარდა „პარკის“ ცენტრში მდებარეობს მრგვალი გრძელსკამი, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და ბუნების სილამაზით უფრო დიდხანს ისიამოვნოთ.

პალიატიური ცენტრის ძირითადი ზონები, მათ შორის 4 ოთახი, მისაღები–სასადილო და საერთო სააბაზანო ოთახი, შენობის გასწვრივ მდებარეობს. ცენტრში გათვალისწინებულია დარბაზი მრგვალი აუზით, რომლის ზემოთ ამავე დიამეტრის სინათლის ფანჯარა მდებარეობს, რომ სინათლის და ჩრდილების თამაშის ვიზუალური ეფექტი გაძლიერდეს. „ამას „გულში ანთებულ ალს“ ვუწოდებთ, რომელიც ამ რთულ პერიოდში მშობლების მხარდასაჭერად არის შექმნილი“ – განმარტავს დეველოპერების გუნდი.

Novate გირჩევთ, ბავშვების და მათი მშობლების საცხოვრებელი და დასასვენებელი ოთახების ინტერიერს ყურადღება მიაქციოთ. ნატურალური მასალებით და მიწისფერი ელფერებით მშვიდი და მოსადუნებელი ატმოსფერო შექმნეს. არანაირი ჭრელი ფერები, დიდი ავეჯი და გაფორმება. მათ ნაცვლად დაგხვდებათ შიშველი ესთეტიკა, თითქმის ასკეტური, სადაც მხოლოდ აუცილებელი ნივთებია, რომ დათრგუნვა და ყურადღების გაფანტვა არ გამოიწვიოს.

სამედიცინო ცენტრის გარშემო მწვანე ბაღი დღეში 24 საათი ხელმისაწვდომია. მოვლილი გაზონები ფეხშიშველი სიარულისთვის უსაფრთხოა. ყვავილების მათრობელა სურნელი, სუფთა ჰაერი და უსაზღვრო ცა ინტენსიური თერაპიის მსგავსად სულიერ განკურნებას და მოდუნებას ხელს უწყობს. თერაპიას, სამწუხაროდ, გვერდს ვერ ავუვლით, თუ შენობის სპეციფიკას და ავადმყოფი ბავშვების მძიმე მდგომარეობას გავითვალისწინებთ.

აღსანიშნავია, რომ პანორამულ ფანჯრებთან საერთო ზონები საშუალებას იძლევა, რომ დატკბეთ ბევრი ბუნებრივი სინათლით და ლამაზი ბაღით, რომელიც ფერადი ფოთლებით და მრავალფეროვანი აყვავებული მცენარეებით გვიზიდავს. სააბაზანო ოთახებსაც, სადაც დიდი აბაზანაა, რომ მთელმა ოჯახმა წყლის პროცედურებით ისიამოვნოს, ბაღში გასასვლელი აქვს. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ტიხარი გადაადგილოთ, რომ თბილი წყლიდან ანტიბაქტერიული დამამშვიდებელი ეფექტით (კონცენტრატი shell ginger ემატება) და პეიზაჟებიდან სიამოვნება მიიღოთ.

ოთხი კომპაქტური ნომერი ტრადიციული ტატამის ხალიჩებით უფრო მშვიდ და წყნარ გარემოს გვთავაზობს, რომ უზრუნველყოფს მშვიდი ატმოსფერო და თერაპიული დასვენება ბავშვებისთვის, რომლებიც ძალიან სუსტები არიან და სასიამოვნო და მხიარული ემოციებისგანაც სწრაფად იღლებიან.