10 ხარისხიანი ნივთი სახლში, რომლების მომსახურების ვადა ყველა ზღვარს სცდება

თუ პრაქტიკული ადამიანი ხართ და გსურთ, რომ სახლი გაავსოთ მხოლოდ ფუნქციური ნივთებით, რომლებიც წლები გაძლებს, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. Novate გთავაზობთ ინტერიერის ნივთებს, რომლებიც წლები აქტუალობას არ კარგავენ და ლამაზი გარეგნობით და პრაქტიკულობით გამოირჩევიან.

1. დივანი

დივანი ავეჯის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ოჯახის წევრები მთელ თავისუფალ დროს მასზე ატარებენ. ბავშვები საყვარელ მულტფილმებს უყურებენ, ქმარი ფინჯან ყავას სვამს და დილის სიახლეებს ეცნობა, ცოლი მეგობრებთან ერთად ერთობა და ბოლო ჭორებს არჩევს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავეჯს სერიოზული დატვირთვა აქვს და დაბალი ხარისხის დივანი დიდხანს ვერ გაძლებს.

ავეჯის შერჩევისას კონსტრუქციას ყურადღება უნდა მიაქციოთ. საიმედო უნდა იყოს, რომ მრავალი სტუმრის მიღებისას ან ბავშვების თამაშისას არ დაიშალოს. ქსოვილიც მნიშვნელოვანია, გამძლე ქსოვილი უნდა იყოს, რომელიც შეუფერებელ მომენტში არ გაიხევა, და წმენდას გადაურჩება, თუ დივანზე რამე დაგესხათ. ავეჯი მსუბუქი და ჰაეროვანი რომ გამოჩნდეს, შეარჩიეთ მოდელი თხელ ხის ფეხებზე. მსგავსი ნიმუშები მოცულობითი არაა და არ ტოვებს შეგრძნებას, რომ დივანი ნახევარ ოთახს იკავებს. ეს დიდი ზომის ავეჯის შემთხვევაში მნიშვნელოვანია.

რჩევა: დივანი დალიანდადებული საჯდომით და მოხრილი სამკლავურებით ლამაზად და ლაკონურად გამოიყურება. ავეჯის ფეხების და გადასაკრავის მასალის შეცვლის შესაძლებლობა უპირატესად ითვლება.

2. დიდი სარკე

ზოგჯერ ვფიქრობთ, ინტერიერში სარკეზე უარის თქმა და მხოლოდ შემოსასვლელში კარადაზე სარკიანი კარით და სააბაზანოში სარკით შემოფარგვლა შეიძლება. ეს მცდარი მოსაზრებაა. სარკე მნიშვნელოვანი ნივთია, რომლის დახმარებით შენობის პროპორციებს ვიზუალურად შეცვლით, სინათლით აავსებთ, სივრცეს ვიზუალურად გაზრდით. გირჩევთ, რომ ერთ–ერთ ოთახში ლამაზ ჩარჩოში ჩასმული სრული ზომის დიდი სარკე დაკიდოთ, რომელიც ავტომატურად ლამაზი აქცენტი გახდება.

ყურადღება მიაქციეთ, რომ სარკე ძალიან თხელი არ უნდა იყოს, რომ მომავალში საკუთარი წონით არ გაიღუნოს. ოპტიკური დამახინჯების მქონე მოდელებს თავი აარიდეთ, რადგან ასე სხეულს სწორად ვერ შეაფასებთ.

3. ხარისხიანი ტექსტილი

თუ მეგობარმა ან ნათესავმა გაჩუქათ საოცარი ტექსტილი, რომელიც ათი გარეცხვის შემდეგაც საოცრად ლამაზი და სასიამოვნო ხელშესახებია, სავარაუდოდ, მსგავსი პროდუქტების ყიდვის ჩვევისგან გათავისუფლდებით. სააბაზანოს და სამზარეულოს პირსახოცები, ფარდები, გადასაფარებლები, თეთრეული კარგი მასალისგან უნდა იყოს შეკერილი. ამ შემთხვევაში დიდხანს გაძლებს, გაგახარებთ და შთაგაგონებთ.

4. ბროლის ბრა ან ჭაღი

ბევრი თვლის, რომ ბროლი 90-იანი წლების გამოძახილია, მაგრამ წარმოუდგენლად ლამაზად და ძვირადღირებულად გამოიყურება, ინტერიერს მდიდრულს ხდის. თუ ემხრობით მოსაზრებას, რომ ბროლი თანამედროვე ბინის ინტერიერში მისაღებია, გამოდის, ამ მასალის ბრა ან ჭაღი თქვენს სახლს იდეალურად შეავსებს. გახსოვდეთ, რომ ჭაღი ოთახში სინათლის ერთადერთი წყარო არ უნდა იყოს. ხარისხიანი ნათურაც დიდ ოთახს სრულად ვერ გაანათებს. ტორშერის, კედლის და წერტილოვანი განათების უქონლობით ოთახს რამდენიმე ზონად ვერ დაყოფთ.

5. ხის სკამი

მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ნებისმიერ ინტერიერში ჯდება: კლასიკური, სკანდინავიური, ჯაპანდი, პროვანსი, არტდეკო და სხვა. ლოფტის სტილშიც, რომელსაც მკაცრი და უხეში ხაზები ახასიათებს, ასეთი სკამი საინტერესო დეტალები გახდება. ერთადერთი წესი, რომელიც უნდა დაიცვათ: კარგი ხის სკამი შეიძინეთ. ოპტიმალური ვარიანტი: ლარიქსი. ტენიანობა არ აშინებს, ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს. ასევე პოპულარულია წიფელი და არყი, რომლებიც გამძლეობით და სიმტკიცით გამოირჩევიან. იფანი უფრო არისტოკრატულ ვარიანტად ითვლება. ძალიან თბილი, ლამაზია და სხვა ავეჯს მარტივად ეთავსება. რაც შეეხება მუხას, მისი დამუშავება რთულია, მაგრამ ყველაზე საიმედოა, რომელიც საუკუნეები გაძლებს და ეს გადაჭარბება არაა.

6. ფაიფურის ჭურჭელი

ეძებთ ლამაზ ჭურჭელს? ფაიფურს ყურადღება მიაქციეთ. მასალა ლამაზი და ძალიან გამძლეა. თუ ფრთხილად მოეპყრობით და ბზარებს არ დაუშვებთ, თაობიდან თაობაზე გადაცემას შეძლებთ. კარგი მასალაა ინვესტიციისთვის.

7. ქვის სამუშაო ზედაპირი სამზარეულოში

ქვის სამუშაო ზედაპირი მდიდრულად გამოიყურება და სამზარეულოს მიმზიდველ გარეგნობას მატებს, თან მარტივი მოსავლელია. მარმარილოს მოდელი ყველაზე სასურველია, რადგან დარტყმას უძლებს, წყალგამძლეა, მაღალჰიგიენურია, ფერების, ტექსტურების და ელფერების დიდი არჩევანი აქვს. მარმარილო უნიკალურია – ბუნებაში გარეგნულად ორ იდენტურ ფილას ვერ იპოვით. ნაკლოვანებებიც აქვს, მაგრამ მოვლის წესების დაცვით 10-15 წელი პრობლემები არ შეგაწუხებთ.

8. გასაშლელი მაგიდა

პატარა ბინაში ხშირად ვირჩევთ კომპაქტურ ავეჯს, რომელიც მინიმუმ ადგილს იკავებს. ასე სამზარეულოში ჩნდება პატარა, ორკაციანი მაგიდა. ყოველდღიურად თავის მოვალეობებს ზუსტად ასრულებს და საზრუნავს არ გმატებთ. აი, როცა მეგობრები ან ნათესავები სტუმრად მოდიან, მათი განთავსების საკითხი ჩნდება. უხერხული სიტუაციის ასაცილებლად თავიდანვე გასაშლელი მაგიდა შეიძინეთ. ასეთ მაგიდაზე რომანტიკულ ვახშამსაც მოაწყობთ და მეგობრებთან ერთად წვეულებასაც გამართავთ.

9. ტუმბო შემოსასვლელში

მაშინაც კი, თუ თქვენს ბინას პატარა და ვიწრო შემოსასვლელი აქვს, ტუმბოსთვის ადგილი უნდა გამონახოთ. სხვა შემთხვევაში ჩანთას, გასაღებს, პროდუქტების პარკს, ქოლგას, ხელთათმანს და სხვა ნივთს ვერსად დადებთ. ასე ეს ნივთები სხვა ოთახში გაიფანტება და ქაოსს წარმოქმნის. თუ დერეფნის ფუნქციონალურობის გაზრდა გსურთ, ტუმბო ქვემოთ თაროებით შეარჩიეთ. ასე შეძლებთ შეაწყოთ ფეხსაცმლები, რომელთაც ხშირად იყენებთ.

10. კარადა მინის კარებით

სათავსო ჯერ არავის გაუუქმებია – ისინი სივრცის ორგანიზებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. კარადაში შეგიძლიათ შეინახოთ  დოკუმენტები, წამლები, წიგნები, ჟურნალები, ყუთები, სახელმძღვანელოები და ა.შ. თუ გაქვთ ნივთები, რომლითაც ამაყობთ და მათი გამოფენა გსურთ, მინის კარიან კარადას უპირატესობა მიანიჭეთ. ასე ლამაზი ჭურჭლის კოლექცია, საოჯახო ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები და საყვარელი დეკორი თვალს გაახარებს და თან მტვრისგან დაცული იქნება.