გამოცდილი ფანჯრის მემონტაჟე გირჩევთ, რომ ზამთარში მწერების ბადე არ მოხსნათ

ზაფხულში პლასტმასის ფანჯრებზე მწერების ბადე უბრალოდ აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ფანჯარაზე ბადის მონტაჟი ჩვეულებრივი საქმეა, თან ამ ამოცანას ნებისმიერი, თუნდაც არაპროფესიონალი გაუმკლავდება. ამავე ბადის მოხსნა რთული არაა. Novate გიამბობთ, აუცილებელია თუ არა ბადის მოხსნა ზამთარში, როგორც ჩვეულებრივ მიღებულია. გიზიარებთ ფანჯრების მემონტაჟის მოსაზრებებს. რის გაკეთებას არ გირჩევენ?

ბადის მონტაჟი ფანჯარაზე

„გასულ წელს აივანი შევმინე. შემთხვევით ვისარგებლე და ხელოსანს ვკითხე, რა ვუყო მწერების ბადეს ზამთარში და საჭიროა თუ არა მისი მოხსნა. ბადე ძლიერი ქარბუქის დროს შეიძლება დაზიანდეს, ჩამოვარდეს და გაფრინდეს. ალბათ, ყინვაც მასზე კარგ გავლენას არ ახდენს“ – წერს თამილა.

„სპეციალისტი ცოტა ხნით გაჩუმდა, შემდეგ მტკიცედ მიპასუხა, რომ სჯობს ბადეს არც შემოდგომაზე, არც ზაფხულში და არც ზამთარში ხელი არ ვახლო. როგორც დამონტაჟდა, ისე იყოს. არც ერთ ამინდში არაფერი მოუვა. მაშინ ასეთმა მიდგომამ გამაოცა, მაგრამ არ შევიმჩნიე.

შემდეგ ინფორმაციის მოძებნა დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ სპეციალისტი მართალი იყო. მწერების ბადეების მწარმოებლები ითვალისწინებენ, რომ ის ფანჯარასთან ერთად მინუს ტემპერატურაზეც გამოიყენება. როგორც მინიმუმ, ამ ბადეს ყინვა ვერაფერს დააკლებს.

მის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ აივანზე ძლიერ ქარბუქშიც ნაკლები თოვლი იდება. ფანჯრებს ხშირად ვაღებდი, რომ არ დაორთქლილიყო და ჭარბი ტენი აორთქლილიყო, როცა აქ თეთრეულს ვაშრობდი. ადრე თოვლის გაწმენდა მუდმივად მიწევდა, ახლა ეს წარსულში დარჩა.

როცა გარეთ წვიმს, ფანჯარაზე ბადე მეხმარება. ადრე წვიმიან ამინდში აივანი ყოველთვის სველი იყო, ზოგჯერ დატბორილი. ახლა წვიმის წვეთები ბადეზე აკაკუნებს და მაშინვე ქუჩაში წვეთავს.

მთავარია, რომ ბადე სწორად დაამონტაჟოთ, რომ უკეთ გაჩერდეს. ასე ძლიერი ქარი, ქარბუქი ბადეს ვერ მოარყევს და ფანჯარას ვერ მოაშორებს. მით უფრო გასაკვირია, რომ მეზობლებმა ფანჯრებზე ბადეები გვიან შემოდგომაზე მოხსნეს.

სიტყვაზე, გაზაფხულზე ბადეების მოხსნას და გარეცხვას ვაპირებ. ფანჯრების და ბადეების გაწმენდის შემდეგ ყველაფერს თავის ადგილზე დავაბრუნებ. ასევე იმ სპეციალისტის ნომრის გაგება მინდა, რომელმაც კარგი რჩევა მომცა. იქნებ შოკოლადი მაინც მივაწოდო“ – ფიქრობს თამილა.