დიზაინერმა მოდური კვარც–ვინილის იატაკის დაგება მირჩია. ორივე ლოყა დავუკოცნე, არადა ადრე პარკეტზე ვოცნებობდი

ყველა, ვინც რემონტს იწყებს, ფიქრობს, თუ რა დააგოს იატაკზე. ამ დროს საიმედოობა, გამძლეობა და მოხერხებულობა მნიშვნელოვანია. ზოგი კვარც–ვინილის დაფებს აქებს, სხვები ლამინატის უპირატესობაში დარწმუნებული არიან. ამ დროს მესამე მხარეს ძველი, კეთილი ლინოლეუმი აკმაყოფილებს. Novate ეცდება სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმაროთ და კვარც–ვინილის დაფების უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე გიამბობთ.

კვარც–ვინილის იატაკი

კვარც–ვინილი ლამინატის ანალოგია. ისიც ცალკეული დაფებისგან შედგება და შეიძლება ჩამკეტი სამაგრი ჰქონდეს. კვარცის ფხვნილის საფუძველზე მზადდება და რამდენიმე ფენიან „ნამცხვარს“ ჰგავს.

ქვედა ფენა პოლივინილ ქლორიდია, იატაკის ბაზაზე უკეთ დასამაგრებლად. ის სტაბილურობას და მოქნილობას უზრუნველყოფს. შემდეგ კვარცის და ვინილის ბაზა, რომელიც გამძლეობას და სიმტკიცეს უზრუნველყოფს. ზედა პოლიურეთანის ფენა მასალის ტექსტურას ქმნის და მექანიკური დაზიანებისგან იცავს.

კვარცი ძალიან მკვრივი და მყარი მასალაა. ამის ხარჯზე კვარც–ვინილის დაფები დარტყმის მიმართ მაღალი გამძლეობით (1500 კგ–მდე) გამოირჩევა. მისი საფარი გამოირჩევა შეუდარებელი წყალგამძლეობით, ცვეთამედეგობით, ულტრაიისფერი სხივების მიმართ გამძლეობით.

ლამინატის და კვარც–ვინილის დაფების შედარება

1. წყალგამძლეობა

აქ, კვარც–ვინილს აშკარა უპირატესობა აქვს. წყალთან და აგრესიულ ნივთიერებებთან კონტაქტი არ აშინებს. PVC დაფებს შეგიძლიათ წყალი დაასხათ და სურვილისამებრ გაწმინდოთ. ამის გამო სამზარეულოში, სააბაზანოში, საკუჭნაოსა და ავტოფარეხში ხშირად იყენებენ.

ლამინატი, პირიქით, მაღალ ტენიანობაზე სივდება. მისი წყალგამძლე ვარიანტებიც ცოტა სითხეს ვერ უძლებს. წყლის უხვი გაჟონვისას ვერ გადარჩება.

2. ეკოლოგიურობა

ორივე მასალა შეიცავს ქიმიურ დანამატებს და ემისიის ერთსა და იმავე კლასს (E1) მიეკუთვნებიან. თუ ცნობილი ბრენდის საქონელს შეიძენთ, მავნე ნივთიერებების გამოყოფა მინიმალური იქნება.

3. ცვეთამედეგობა

ლამინატიც და კვარც–ვინილიც დატვირთვას ერთნაირად კარგად უძლებს. მათზე ავეჯის და ცხოველის კლანჭების კვალი არ რჩება. PVC დაფები ბასრი დანით მარტივად იჭრება, ამასთან მასზე კვალი ნაკლებად შესამჩნევია, ვიდრე ლამინატზე ნამსხვრევი.

4. დაგების მიმართ მოთხოვნები

აღსანიშნავია, რომ ორი სახის PVC დაფები არსებობს: ჩასაკეტი და წებოვანი. აქედან მოდის მისი უპირატესობა. კვარც–ვინილი საფენის გარეშე იგება, რაც ხარჯებს ამცირებს. წებოვანი კვარც–ვინილი ჩასაკეტ დაფებზე 10-20%–ით იაფია. სარემონტოდ ვარგისობის მიხედვითაც შესამჩნევად იგებს.

5. მოვლა

ანტისტატიკური თვისებების გამო კვარც–ვინილი იგებს. დაფებზე მტვერი არ გროვდება. ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებებით კარგად იწმინდება. აი, ლამინატის კარგად გამშრალება მოგიწევთ, რომ წყალი პირაპირებში არ ჩავიდეს.

6. ფასი

ხარისხიანი, გამძლე, წყალგამძლე ლამინატის ფასი საშუალოზე მაღალია. აქ, კვარც–ვინილი იგებს. თუმცა ჩინური ლამინატი შეგიძლიათ იპოვოთ, რომელიც ფასით უფრო ხელმისაწვდომია.

დასკვნისთვის უნდა ვთქვათ, რომ ორივე მასალა კარგი გამძლეობით გამოირჩევა. კვარც–ვინილის დაფა მარტივი მოსავლელია და სითხე არ აშინებს. ლამინატის სასარგებლოდ ნებისმიერი ფასის ვარიანტი და მრავალფეროვანი დეკორი საუბრობს.

ლინოლეუმის და კვარც–ვინილის შედარება

1. ცვეთამედეგობა

კვარც–ვინილის დაფები უფრო მტკიცე და ცვეთის მიმართ გამძლეა. ლინოლეუმისგან განსხვავებით მძიმე ავეჯის ფეხები და წვრილი ქუსლები არ აშინებს.

2. თბილ იატაკთან თავსებადობა

აქ, უპირატესობა კვარც–ვინილის მხარესაა. მას კარგი თბოგამტარობა აქვს და თბილი იატაკისთვის იდეალურია. ლინოლეუმი თბოიზოლატორია. ეს გათბობის ეფექტურობას ამცირებს და თბილი იატაკის ელემენტის გადახურების რისკს ქმნის.

3. მარტივი მონტაჟი

კვარც–ვინილის საფარი პატარა დაფებისგან შედგება. ამ მიზეზით მისი გადატანა მოსახერხებელია. სპეციალური ტრანსპორტი არ სჭირდება. ლიფტით ან ვიწრო კიბით მარტივად აიტანთ.

დაფების დაწებება მარტივია. მოჭრა და ლოდინი საჭირო არაა, სანამ ლინოლეუმი დაიგება და გასწორდება. დაზიანებული ნაწილის შეკეთებაც მარტივია. ერთი დაფის შეცვლა ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე ლინოლეუმის ფურცლის.

4. ფასი

აქ, ლინოლეუმი 2-3-ჯერ უფრო მომგებიანია, თუმცა დეტალები არსებობს. კვარც–ვინილის გადაზიდვაზე ნაკლებს დახარჯავთ, თან გამოსაჭრელად მისი წაღება საჭირო არა. მისი გამოყენების ვადაც გაცილებით მაღალია. გამოდის, რომ მომსახურების ვადის თვალსაზრისით, კვარც–ვინილი უფრო იაფია.

ზემოთ თქმული შევაჯამოთ. ლინოლეუმი გამოგადგებათ, თუ საკითხის სწრაფად და იაფად დახურვა გსურთ. თუ დიდხანს გამძლე საფარის დაგება გსურთ, კვარც–ვინილი აირჩიეთ.