10 თამამი იდეა, როგორ გააფორმოთ აგარაკზე ღობე კრეატიულად

პირველი, რასაც აგარაკზე ყურადღებას ვაქცევთ, რა თქმა უნდა, ღობეა. ის შეიძლება იყოს მინის, ქვის, ხის, ლითონის და არა მხოლოდ, მფლობელის გემოვნებით მორთული. Novate გთავაზობთ საუკეთესო იდეებს, როგორ გააფორმოთ ღობე უნიკალურად.

1. ჯაჭვების ბადე ღობის გაფორმება

თუ ნაკვეთზე ჯაჭვების ბადე ღობე გაქვთ, ხელმისაწვდომი საშუალებებით გააფორმეთ. ყველაზე იაფი ვარიანტია პლასტმასის ჭიქები, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ ან წვეულებების შემდეგ შეაგროვოთ. ჭიქებით ნახატი ან ორიგინალური ფორმა შექმენით. კომპიუტერული პროგრამით წინასწარ მონახაზი გააკეთეთ ან ხელით ზოლები გაავლეთ და შემდეგ საჭირო ფერის ჭიქები უჯრებში ჩასვით.

თუ ჭიქები არ გაქვთ, პლასტმასის ბოთლებიც გამოგადგებათ. ბოთლები შეგიძლიათ სპრეი საღებავით შეღებოთ. უბრალო პარკებიც შეგიძლიათ ზოლებად დაჭრათ, ფერადი ნახატები გააკეთოთ და ბადეზე სკოჩით ან წებოთი დააფიქსიროთ, რომ ქარი ან წვიმა თავიდან აიცილოთ. კიდევ ერთი ვარიანტი: გარკვეული თანმიმდევრობით პარკების შემოხვევა, რომ ფერადი ნიმუში შექმნათ.

2. ცოცხალი ღობე

ცოცხალი ღობე ყველაზე პოპულარულია, რადგან დიდ ძალისხმევას ან ფინანსებს არ მოითხოვს. ღობე თავისით იზრდება. მხოლოდ ღეროების ფორმირება, ზედმეტების დროულად მოჭრა სჭირდება.

ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ წიწვოვანი ბუჩქები, რომელთა გაკრეჭაც შეიძლება. ასეთი ღობე მჭიდროა, ნაკვეთს უცხო თვალისგან იცავს და თანამედროვე სტილის აგარაკზე ორიგინალურად გამოიყურება. გირჩევთ შემდეგ მცენარეებს: ტუია, კვიპაროზი, ასკილი და სხვა.

კიდევ ერთი ვარიანტი: ღობის გაფორმება მცოცავი მცენარეებით. ღობეს საშუალო სიმაღლე უნდა ჰქონდეს, მაგალითად, ბადე ღობე ან ხის მესერი. ადგილმდებარეობაც უნდა გაითვალისწინოთ, რადგან ზოგიერთ მცოცავ მცენარეს პირდაპირი მზის სხივები არ უყვარს. კარგი ვარიანტია სურო და ლიანებიანი მცენარეები.

3. დეკორატიული ბადე

თუ ბადე ღობეს ირჩევთ, მაგრამ გაფორმებაზე დროის დახარჯვა არ გსურთ, ფერადი ვარიანტი შეიძინეთ. თუ ასეთი ვერ იპოვეთ, სპრეი საღებავით ნებისმიერ ფერში, სალათისფერიდან ღია წითლამდე, გადაღებეთ. ფერი ნაკვეთის სტილის, სახლის ფერის და მიმდებარე მცენარეების გათვალისწინებით შეარჩიეთ.

კიდევ ერთი ნათელი გადაწყვეტილება: ფერების კომბინირება შეღებვის დროს. მაგალითად, უჯრების ან ცალკე მდგომი ბადის შეღებვა სხვადასხვა ფერში დაგეხმარებათ, რომ თანამედროვე დიზაინი შექმნათ. თუ თავის მტვრევა არ გსურთ, მზა დეკორატიული ბადე გამოიყენეთ. მას მაქმანის მსგავსი უნიკალური ქსოვა აქვს.

4. ფოტო ღობე

ფოტოფირი დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერი ღობე გარდაქმნათ. საკმაოდ სქელი საფარია, რომელიც ბადეზე იკვრება. მოქნილობა, გამძლეობა ახასიათებს, მზეზე არ ხუნდება, წვიმა და ჭუჭყი არ აშინებს. ამასთან, ფირის ერთი მხარე თეთრია და შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით გააფორმოთ ან დამატებით დეკორატიულ ელემენტად გამოიყენოთ.

5. მინა

მინის ღობე ბოლო წლების ორიგინალური სიახლეა. ერთი შეხედვით, მყიფე ჩანს, რადგან გამოწრთობილი მინისგან ან პოლიკარბონატისგან მზადდება. უფრო ორიგინალური ეფექტისთვის მინაზე დეკორატიულ ან შემნიღბავ ფირს იყენებენ.

მინა კარგი გადაწყვეტილებაა შემოქმედებისა და თქვენი იდეების გასახორციელებლად, ნახატებისა და ფორმების წასასმელად. ნაკვეთზე სარკისებრი აკრილი საშუალებას გაძლევთ, რომ ვიზუალურად გააფართოვოთ. მისი დახმარებით ახლომდებარე მცენარეები დღის ნებისმიერ მონაკვეთში საჭირო რაოდენობის სინათლეს მიიღებენ.

6. ქვის წყობა

თუ ეკოლოგიურ სტილში გაფორმებული ნაკვეთი გაქვთ, მაგრამ ხის გამოყენება არ გსურთ, ქვის წყობას ყურადღება მიაქციეთ. მაღაზიაში შესაფერისი ფრაგმენტების შეძენა აუცილებელი არაა. ნატურალური ერთნაირი ნატეხები გამოიყენეთ. ასეთი ღობის მთავარი უპირატესობა ინდივიდუალიზმშია. ასეთი მასალის შემთხვევაში მისი გამეორება შეუძლებელია.

ქვის მთავარი უპირატესობა დეკორატიული ფუნქციაა. ხვრელებს შორის წვიმის წყლის დაგროვების ხარჯზე ხავსით სწრაფად იფარება, რაც წლის ნებისმიერ სეზონზე მოდურად და ელეგანტურად გამოიყურება.

7. კაშკაშა ფერები და ფორმები

აუცილებელი არაა, რომ აგურის, ლითონის ან პლასტმასის მასალით სტანდარტული ღობე გააკეთოთ, რომელიც პრაქტიკულად ყველა ეზოში გვხვდება. იმავე მასალებით ინდივიდუალური სტილი შეგიძლიათ შექმნათ. მაგალითად, უბრალო ხის ღობე აღმოსავლური სტილის ჰორიზონტალური ღერძებით შეგიძლიათ გააცოცხლოთ, რაც იაპონური ძველი სახლის ეზოს შესასვლელს ჰგავს. არა მხოლოდ სწორი, თლილი ჯოხები, არამედ დაუმუშავებელი მასალა შეგიძლიათ გამოიყენოთ.

კიდევ ერთი ვარიანტი: კაშკაშა უჩვეულო ფერების გამოყენება. როგორც წესი, ღობე ერთფეროვანი, ყავისფერი, თეთრი, სახლის ფერებშია. შეგიძლიათ უფრო კონტრასტული გახადოთ, მზის ან გაჯერებულ ფერში შეღებოთ, უფრო ცოცხალი და კაშკაშა გახადოთ. ამისთვის არა მხოლოდ საღებავი, არამედ ფირები, სტიკერები, ფერადი ლენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

8. ვიქტორიანული სტილი

მას ლითონის გამოყენება ახასიათებს, ამიტომ ნაჭედ ღობეს ყურადღება მიაქციეთ. ხელით ან ოსტატით შექმნილი ორიგინალური დეკორატიული ჩანართები, თხელი და მსუბუქი ღობე კერძო სახლისთვის კარგი არჩევანია. ღირსებებს შორის აღსანიშნავია გაფორმების, სხვადასხვა ლითონის არჩევის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჟანგის ან კეთილშობილური ჟანგაროს არსებობა მხოლოდ ხიბლს და ელეგანტურობას შემატებს.

9. მოჩუქურთმებული ხე

ნატურალური ხით (ფიჭვი, წიფელი, იფანი და სხვა) ღობის გაფორმება უბერებელი იდეაა. ღობე ან პირდაპირ კარიბჭე მოჩუქურთმებული ხით შეგიძლიათ გააფორმოთ. ასეთი მეთოდი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, რომელიც მასალას სიკაშკაშეს, ორიგინალობას და უნიკალურობას ანიჭებს.

ნებისმიერი ნიმუში შეგიძლიათ შექმნათ – ნადირობით დაწყებული და მცენარეული მოტივებით დამთავრებული, ამის შემდეგ ლაქით დაფარეთ და საჭირო ფერი მიეცით.

არა მხოლოდ ჭრა, არამედ ღობეში დეკორატული ფრაგმენტების ჩანართები შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ფერადი მინის ნატეხები, რომლებიც შეგიძლიათ ერთმანეთს შეაწებოთ ან დაფაში ჩასვათ. ასე ნაკვეთი მზესთან შეხებისას ცისარტყელას ფერებით აივსება.

10. წნული

ერთ–ერთი ბიუჯეტური და ცნობილი ღობის სახეობა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს. საკმაოდ იაფია: ხეების და ბუჩქების მოქნილი ტოტები გამოგადგებათ.

კარგი ვარიანტია ტირიფის ან თხილის ხის ტოტების წნული ღობე. სხვადასხვა ქსოვის მეთოდით ორიგინალური ნიმუშები შეგიძლიათ შექმნათ, მაგალითად, ჰორიზონტალური, ვერტიკალური, ჭადრაკული, რომბების და სხვა გეომეტრიული ფორმების გაკეთებით.