5 მყუდრო სკანდინავიური თავშესაფარი, სადაც ქაოსიდან გაქცევას შეძლებთ

ინტერნეტით, ქაოსით და ხმაურით დაღლილი ქალაქელები მოდურ სასტუმროსა და ხმაურიან წვეულებებზე იშვიათად ოცნებობენ. განმარტოებული დასვენების მოყვარულები ირჩევენ ველურ ადგილებს, სადაც რამდენიმე დღე დასვენებას, „გადატვირთვას“, ბუნების ენერგიით გავსებას შეძლებენ. თუ დაღლილი და ენერგია გამოცლილი ხართ, Novate გთავაზობთ სკანდინავიურ ქოხებს და ყინულის აპარტამენტებს.

1. არქტიკული სახლი ხეზე (როვანიემი, ფინეთი)

თუ ხელუხლებელ არქტიკულ ბუნებასა და უსასრულო თოვლზე ოცნებობთ, ფინეთის ერთ–ერთ ყველაზე საოცარ და ზღაპრულ ქალაქში, როვანიემში გამგზავრებას გირჩევთ. ქალაქი პოლარულ წრეზე მდებარეობს. გასაგები მიზეზებით ქალაქში სჯობს არ გაჩერდეთ, არამედ პირდაპირ სასტუმროში Arctic TreeHouse გაემგზავროთ, რომელიც მდებარეობს ტყიან ბორცვზე, უფრო ზუსტად მრავალსაუკუნოვან ხეებს შორის მიმოფანტულია. სასტუმრო გთავაზობთ ბოძებზე მდგომ შალეს დიდი ფანჯრით, რომელიც ჩრდილოეთ მხარეს გადის, რომ თითოეულმა „განდეგილმა“ საწოლიდან ადგომის გარეშე ჩრდილოეთის ციალით და ნახევრად ბნელი მზით ტკბობა შეძლოს და სხვა ვიზიტორის ცნობისმოყვარე თვალს არ შეეჩეხოს.

სასტუმრო ცივილიზაციისგან შორს მდებარეობს, მაგრამ კეთილმოწყობილი ნომრები და მომსახურება მსოფლიოს ბევრ ცნობილ კურორტს შეეჯიბრება. ნაზი, თბილი ნატურალური მასალები ღია ფერებთან კომბინაციაში შვიდივე ლუქსის შალეში მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. აქ დაგხვდებათ საძინებელი, მისაღები ზონა შეშის ბუხრით, პატარა სამზარეულო, საშხაპე და ნამდვილი საუნა. მათი დაკავშირება ადვილია, თუ მთელი ოჯახი ერთად ისვენებს.

ცნობისთვის: ArcticScene–ის ყველა მდიდრულ ლუქსის ნომრებს, ზემოთ აღნიშნულის გარდა, აქვს: ცალკე მისაღები, ორი საძინებელი. საუნა ნამდვილი გამაჯანსაღებელი ცენტრია განსაკუთრებული სპა ატმოსფეროთი, სადაც შეგიძლიათ მოიწვიოთ სპეციალისტები ან სხვების დაუხმარებლად მოდუნდეთ.

2. “ზღვის კაიუტა“ მანშაუზენი – ნორდსკოტი (შტეიგენი, ნორვეგია)

„ზღვის კაიუტა“ Manshausen (Manshausen Sea Cabins) მდებარეობს გრეტის სრუტეში, წყნარ კუნძულზე, პატარა სოფელ ნორდსკოტთან ახლოს. იდეალურია თავშესაფარია თავგადასავლების მაძიებლისთვის, ფილოსოფოსისთვის და მათთვის, ვისაც ცივილიზაციისგან მოშორებით გადატვირთვა სჭირდება.

თითოეული ნომერი გთავაზობთ მაქსიმალურ სიმშვიდეს, კომფორტს და გარემოს, რომელიც ყურადღებას არ გიფანტავთ, რომ ყურეს, საოცარ ჩრდილოეთის პეიზაჟს, წყლის და ცის მუდმივად ცვალებად პანორამას, სინათლის და ჩრდილების შთამბეჭდავ თამაშს 180 გრადუსიანი ხედით უყუროთ. ასე სტრესი და დაღლილობა გაქრება, მშვიდად დაისვენებთ და ბუნების სილამაზით სრულად დატკბებით.

ასეთ განმარტოებულ ადგილზე მოსახვედრად საუკეთესო მეთოდია ბოდოს აეროპორტში ჩაფრენა და აქედან ავტომობილით (3,5 საათი დაგჭირდებათ) გამგზავრება. სასტუმროში მოსახვედრად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად უფრო სასიამოვნო და სწრაფი მეთოდიც არსებობს – მოტორიანი ნავით მოგზაურობა, რომელიც მხოლოდ 1,5 საათი გრძელდება.

3. ყინულის სასტუმრო (Ice Hotel) იუკასიარვში (შვედეთი)

1989 წლიდან შვედეთის სოფლის იუკასიარვის მახლობლად, პოლარული წრიდან 200 კმ–ით დაშორებულ ულამაზეს ტყეში ყოველ წელს თოვლიდან და ყინულიდან საოცარ სასტუმროს Ice Hotel აშენებენ. გვიან გაზაფხულზე სასტუმროს ნომრები, ბარები და გალერეები დნობას იწყებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ათობით მოქანდაკის და არქიტექტორის მიერ შექმნილი სილამაზე ქრება.

სანამ მდინარე ტორნედან ამოღებული ყინული წყლად არ ქცეულა და კვლავ მდინარეში არ დაბრუნდა, უნიკალური არტ–ობიექტი ყველა მსურველს პატიჟებს, ვისაც სურს ნამდვილ ყინულის სასახლესა და თოვლის გამოქვაბულში 2-3 დღის გატარება, ბუნების სილამაზის და ჩრდილოეთის ციალის ყურება, რომელიც ზამთარში აქ ხშირი სტუმარია.

ყინულის ქალაქი წელიწადში მხოლოდ 5 თვე არის, მაგრამ სასტუმრო სტუმრებს შეუფერხებლად იღებს, რადგან აქვს კომფორტული თბილი შალე მყუდრო ატმოსფეროთი. ბოლო წლებია სასტუმრო დამსვენებლებს სთავაზობს 18 ლუქსის ნომერს, საგამოფენო სივრცეს (არა მხოლოდ ყინულის ქანდაკებებისთვის), ეგზოტიკურ კერძებს, რომლებიც მდიდრულ რესტორანში იყიდება, და ბევრ სასმელს „ყინულის“ ბარში.

4. სასტუმრო Lovtag TreeTop მისი სახლები ხეზე ორჰუსში (დანია)

Lovtag ჩრდილოეთ დანიაში, ოლბორგის აეროპორტიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს. აქ, პატარა ეკო სასტუმრო მდებარეობს, რომელსაც მხოლოდ 3 ნომერი აქვს. ექსკლუზიური სახლები ხეზე ბავშვობის ოცნებას აგიხდენთ. დამსვენებელი მრავალსაუკუნოვან ფიჭვების მწვერვალებს შორის ცხოვრებას შეძლებს და სიამოვნებას მიიღებს იმით, რომ არავინ უყურებს და უსმენს. სასტუმროს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ სახლი არა მხოლოდ ხეებს შორის დამალულია, არამედ თითოეულს ნამდვილი ხე „გარს ახვევია“. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენერგეტიკული გადატვირთვა მაღალ დონეზე მოხდება.

ბუნებაში და საკმაოდ მაღალ დონეზე მდებარე ნომრებში მყუდრო და სახლური, სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. ამას ხელს უწყობს დიდი „queen-size” საწოლი, მისაღები რბილი დივანით და დიდი ფანჯრით, საკუთარი სააბაზანო ოთახი, პატარა სამზარეულო, გემრიელი საუზმე საწოლში, ღია ტერასა დასასვენებელი ზონით და ბუნებასთან უსაზღვრო ჰარმონიის საოცარი შეგრძნება.

5. ეკო კურორტი Eliassen Rorbuer პატარა კუნძულზე (ჰამნეი, ნორვეგია)

რეინფორდთან მახლობლად მდებარე პატარა კუნძულზე არის მეთევზეების წყნარი სოფელი და სპეციალური ეკო კურორტი Eliassen Rorbuer. ჰამნეის ხელუხლებელი ბუნება, წყნარი წყალი, დათოვლილი მთის მწვერვალები და სუფთა ჰაერი – ეს ყველაფერი არაა, რასაც სასტუმრო გთავაზობთ.

35 ულამაზესი სახლი პანორამული ფანჯრით მისაღებ ოთახში, 1-2 საძინებლით და კომფორტული საწოლით, კეთილმოწყობილი სამზარეულოთი, პატიო სავარძლებით სუფთა ჰაერზე, რომელიც პირდაპირ წყლის პირას მდებარეობს (მხოლოდ Waterfront Deluxe–ის კოტეჯებში), ეს ყველაფერი დაუვიწყარი დასვენების და მაქსიმალური განმარტოების გარანტიას გაძლევთ. თუ დამსვენებლები ისურვებენ, ნომრებიდან შეუძლიათ არ გამოვიდნენ, უბრალოდ საკვები მოიმარაგონ და თავად მოამზადონ.