ფიჭური პოლიკარბონატის წინამორბედი, რომელიც ყველა მაჩვენებლით საუკეთესო მასალაა

იაფი, მსუბუქი, მოქნილი, განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და მზის სინათლეს ატარებს. ფიჭური პოლიკარბონატი ყველა ამ თვისების გამო 2000-იან წლებში სამშენებლო ჰიტი იყო. ნებისმიერ ეზოში ამ მასალით გაკეთებულ რაიმეს იპოვით. თუ სათბურს არა, ფარდულს, ღობეს ან საჩეხს მაინც. ცოტამ თუ იცის მისი უფრო საიმედო ნათესავის შესახებ. მონოლითური პოლიკარბონატის ფურცლებს საკუთარი უპირატესობა და ნაკლოვანება აქვს, რომელთა შესახებ Novate დეტალურად გიამბობთ.

მონოლითური პოლიკარბონატის ფურცლები

ცოტა რამ ისტორიის შესახებ

1953 წელს ამერიკულმა კომპანიამ General Electric დააპატენტა პოლიკარბონატი სავაჭრო ნიშნით „ლექსანი“. იგულისხმებოდა, რომ მინის თანამედროვე ალტერნატივა გახდებოდა, მაგრამ მაღალმა ფასმა მის გავრცელებას ხელი შეუშალა.

20 წელი გავიდა და გამჭვირვალე მასალა ახლიდან აღმოაჩინეს. ეს ებრაული კომპანიის Polygal ქიმიკოსებმა გააკეთეს. სათბურისთვის მყიფე მინის ალტერნატივის ძიებაში პოლიკარბონატზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ. რაღაც მომენტში მისი რამდენიმე ფენა უჯრედოვან სტრუქტურაში ტიხრებით შეაერთეს.

ჰაერით გავსებული ფიჭებით ექსპერიმენტული მასალა მსუბუქი გახდა, სითბოს და ხმის იზოლაცია გაიზარდა. ასე გაჩნდა ფიჭური პოლიკარბონატი. სიახლემ მონოლითურ ძმას პოპულარობით სწრაფად აჯობა. მთელი მსოფლიოს სამშენებლო ობიექტებზე მისი ტრიუმფალური მსვლელობა დღემდე არ წყდება.

ფიჭური პოლიკარბონატის ღირსებები

1. დაბალი ფასი ფიჭურ ფირფიტებს მყიდველების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

2. მასალების დიდი ნაწილი ჰაერია, ამიტომ ძალიან მცირე წონით გამოირჩევა. ფურცლის სიმსუბუქე მონტაჟს ამარტივებს და შენობის ღირებულებას ამცირებს. მაგალითად, სათბურის შემთხვევაში ძალიან ძლიერი კარკასი არ სჭირდება.

3. ჰაერით გავსებული უჯრები გარედან რთულად ხურდება ან გრილდება. აქედან გამომდინარე ფიჭური პოლიკარბონატის დაბალი თბოგამტარობა სითბოს შენარჩუნებას ხელს უწყობს.

მონოლითური პოლიკარბონატის უპირატესობა

1. მონოლითური პოლიკარბონატი ფიჭურზე უფრო გამძლეა და მინაზე 250-ჯერ გამძლე. 4 მმ სისქის ფურცლის ჩაქუჩით გატეხვა შეუძლებელია.

დარტყმით დატვირთვებს კარგად უმკლავდება და მუდმივ დატვირთვას უძლებს. იდეალურია ფარდულისთვის, სადაც ბევრი თოვლი მოდის. მისგან დამზადებული სათბური ძლიერ ქარიან ადგილებშიც დიდხანს გემსახურებათ.

2. ტიხრების არ ქონის გამო ფიჭურზე უფრო გამჭვირვალეა.

პოლიკარბონატის ფურცლებიდან თითქმის ისევე მკაფიოდ ჩანს, როგორც მინიდან.

3. გარემოს მიმართ მდგრადია. ალბათ, შეგინიშნავთ, როგორ იბზარება ფიჭური პოლიკარბონატი მზეზე გაცხელებისას. მონოლითური პოლიკარბონატი 40 გრადუს ყინვასა და 135 გრადუს სითბოში თვისებებს ინარჩუნებს. ხანმოკლე ვადით 160 გრადუსამდე გათბობას უძლებს.

რომელი ავირჩიოთ?

ცივ რეგიონებში ფიჭური პოლიკარბონატის გამოცვლა 5-6 წელიწადში ერთხელ მოგიწევთ. ქარში ჭრაჭუნობს, ფორმას იცვლის, სიცხისა და ყინვისგან იბზარება. ტორსში დათბუნვის გარეშე ჭუჭყი, მტვერი და სითხე მუდმივად გროვდება.

მონოლითური პოლიკარბონატი ძვირი და 5-ჯერ უფრო მძიმეა. ამასთან გაცილებით მძიმეა, უკეთ იღუნება და მზის სინათლეს ატარებს. 25 წელი გემსახურებათ.

როგორც ხედავთ, თითოეულ მასალას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. არჩევანი კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული. მთავარია გახსოვდეთ, რომ პოპულარულ ფიჭურ პოლიკარბონატს გამძლე, ლამაზი ალტერნატივა აქვს.