„ციური არქიტექტურის“ 8 მაგალითი ავსტრიული არქიტექტურული კომპანიისგან Coop Himmelb(l)au

ავსტრიული არქიტექტურული კომპანიის „Coop Himmelb(l)au“ დიზაინერებმა მაღალსართულიანი შენობების სტრუქტურის გაფორმება და „შემსუბუქება“ იმდენად შეძლეს, რომ ტრადიციული შენობებიდან საოცარ ეფექტურ ობიექტებად გადააქციეს. კრეატიულმა დიზაინერებმა დეკონსტრუქტივიზმის პრინციპების გამოყენებით რეკონსტრუირებული შენობების „გაცოცხლებაც“ შეძლეს. არაფერს ვამბობთ საკუთარ პროექტებზე, რომლებიც არა მხოლოდ არქიტექტურის დამფასებლებს აოცებთ.

არქიტექტურული კომპანიის „Coop Himmelb(l)au“ მოკლე ისტორია და მისი მიღწევები

ავსტრიული არქიტექტურული კომპანიის სახელი თავისთავად ყველაფერს ამბობს. გერმანულიდან Himmelblau ნიშნავს „ციურ ცისფერს“ ან „ცისფერ ცას“. არქიტექტურული კომპანიის მაგალითში ხშირად ნიშნავს „ციურ შენობას“ ან „ცათამბჯენების მშენებლობას“. ასეთი სახელის მქონე კომპანია 1968 წელს სამმა არქიტექტორმა დაარსა. ესენია ვულდ დ.პრიქსი, ჰელმუტ სვიჩინსკი და მიხაელ ჰოლცერი (ბოლო ორმა კომპანია მალე მიატოვა).

მთელი 20 წელი კომპანიის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, რადგან მათ პროექტებს სერიოზულად არ აღიქვამდნენ, ზედმეტად ავანგარდულად და გაუგებრად თვლიდნენ. სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა 1988 წელს, როცა კომპანიამ ნიო–იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დეკონსტრუქტივისტების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო.

გასაოცებელი წარმატების შემდეგ ამ კომპანიაზე არა თუ ალაპარაკდნენ, არამედ არქიტექტორების პატარა გუნდს მაცდურ შეკვეთებს აძლევდნენ, რომელთაც ვეღარ აუდიოდნენ. ძალიან მალე ვენაში მდებარე ერთადერთ ოფისში თავს ვიწროდ გრძნობდნენ, რამაც შტატის გაფართოება აიძულათ. დღეს დეკონსტრუქტივების კომპანიას მსოფლიოს დიდ ქალაქებში (ლიონი, ლოს–ანჯელესი, გვადალახარა, ბაქო) რამდენიმე ფილიალი აქვთ, სადაც დაახლოებით 150 არქიტექტორი მუშაობს.

ცნობისთვის: დიზაინერების გუნდმა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და სხვადასხვა წლებში მუშაობდნენ, არაერთი ჯილდო აიღო. მათგან ყველაზე პრესტიჟულია ფრანგული ხელოვნების და ლიტერატურის ორდენი, ასევე American Architecture Award–ის ჯილდო. მათ შემოქმედებას მშობლიურ ქალაქშიც აფასებენ. არქიტექტურის სფეროში მიღწევებისთვის ქალაქის რამდენიმე ჯილდო გადასცეს, მათ შორისაა ოქროს მედალი „ვენის წინაშე დამსახურების გამო“. კომპანიის „Coop Himmelb(l)au“ გუნდს ეროვნული და ევროპული მიღწევებისთვის მიღებული აქვს დიდი სახელმწიფო ჯილდოები, European Steel Design award–ის ჯილდო და ბევრი სხვა.

1. ხელოვნების მუზეუმი გრონინგენში (ნიდერლანდები)

გრონინგენის ხელოვნების მუზეუმი (The Groninger Museum) ცნობილია არა მხოლოდ შთამბეჭდავი ექსპოზიციებით, არამედ თავად შენობით, რომლის შექმნაში მონაწილეობდნენ ფილიპ სტარკი, ალესანდრო მენდინი და Coop Himmelb(l)au. თითოეულმა თითო პავილიონი დააპროექტა, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. დეკონსტრუქტივისტული ნაწილი განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რომელიც თავისი ფორმებით და ფერებით გვაოცებს. დასრულებულმა პროექტმა საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. 1994 წელს მუზეუმის გახსნა ხელოვნების სამყაროში დიდი მოვლენა გახდა.

2. იურიდიული კომპანიის შენობის სახურავის რეკონსტრუქცია ვენაში (ავსტრია)

ვენის ისტორიულ ნაწილში ძველი სასახლის რეკონსტრუქცია შეიძლება ჩაითვალოს პირველ პროექტად, რომელმაც არქიტექტურულ კომპანიას მცირე დიდება მოუტანა. ისტორიული შენობის სახურავში ექსცენტრიული მინის ზედნაშენი პროფესიული უნარების სერიოზული ტესტი იყო, რომელიც წარმატებით ჩააბარეს. კომპანია ამ პროექტს ათწლეულების და ბევრი შთამბეჭდავი პროექტის განხორციელების შემდეგაც მთავარ სავიზიტო ბარათად თვლის. იურიდიული კომპანიის თანამშრომლები, რომელთა ოფისი კარდინალურად შეიცვალა, ამაყობენ, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ღირშესანიშნაობის მქონე შენობაში მუშაობენ.

3. ხელოვნების მუზეუმის ახალი შენობა აკრონში (ოჰაიოს შტატი, აშშ)

ამერიკის პატარა ქალაქ აკრონში ხელოვნების მუზეუმი 1922 წელს პირველად გაიხსნა და 1899 წელს აშენებულ შენობაში მდებარეობდა. რეკონსტრუქციისთვის საუკეთესო პროექტზე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა, რომელიც ავსტრიულმა კომპანიამ მოიგო. პროექტის ავტორებმა კონტრასტული, საოცარი ვიზუალური დეტალების გამოყენებით ქალაქის ისტორიულ კვარტალში დეკონსტრუქტივისტული ელემენტების ჰარმონიულად ინტეგრირება შეძლეს. გასაკვირი არაა, რომ მთავარი სტრუქტურული ელემენტებია ლითონი და მინა, რომელიც დღის სინათლის შეუფერხებელ წვდომას უზრუნველყოფს და შიდა შენობის მაქსიმალურად განათებას ხელს უწყობს.

4. საგამოფენო ცენტრი „BMW World” მიუნხენში (გერმანია)

მრავალფუნქციური ცენტრი „BMW World” (იგივე BMW Welt, BMW–ს სამყარო) 2007 წელს ავსტრიელი არქიტექტორების პროექტის მიხედვით აშენდა. შენობის არარეალური ფორმები, საოცარი განათება და თავად ობიექტის მნიშვნელობა ამ ადგილს შოურუმად აქცევს, სადაც შეგიძლიათ BMW Group-ის სიახლეები ნახოთ, პრეზენტაციებს, კონფერენციებს და ფორუმებს დაესწროთ. მიუნხენის მაცხოვრებლებს და სტუმრებს შეუძლიათ საათობით შეისწავლონ კონუსის კარგად მოფიქრებული ფორმები, რომლებიც ერთმანეთშია ჩასმული, დააკვირდნენ, რა ხდება შიგნით, რადგან არქიტექტორებმა ამჯერადაც მასშტაბური შემინვა გამოიყენეს.

5. საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი დალიანში (ჩინეთი)

120 მ² ფართობის ფუტურისტული არქიტექტურული კომპლექსი ფოლადისა და მინისგან არის შექმნილი და დეკონსტრუქტივისტული სტილის ხატად ითვლება. სწრაფად მზარდი ქალაქის ახალ უბანში მასშტაბური შენობის Dalian International Conference Center (დალიანის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი) ასიმეტრიული მრუდე ფორმები, რომლებიც სანაპიროზე ზოლში „ლივლივებს“, მყისიერად ცნობადი გახდა. მრავალი ნაკეცი, სხვადასხვა ჭრილი, მრგვალი დეტალები, პერფორირებული ჩანართები წარმოუდგენელი ფორმის ფასადს ქმნის, რომელიც გემთმშენებლობაში გამოყენებული ტექნოლოგიების მიხედვით შექმნეს.

6. მრავალფუნქციური კომპლექსი „გაზმეტრი“ ვენაში (ავსტრია)

ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში აუცილებელი აღარაა კოქსის გაზის გამოყენება, რომლის გამოც აშენებდნენ საოცარ საინჟინრო შენობებს, სახელად გაზჰოლდერს ან გაზმეტრს. ამ არქიტექტურული ძეგლების გამოსაყენებლად 21-ე საუკუნეში 4 ცილინდრული ობიექტის დიდი რეკონსტრუქცია დაიწყეს. მათგან ერთ–ერთში აშენდა მრავალფუნქციური კომპლექსი „გაზმეტრი“, რომელსაც ხალხი „ფარს“ უწოდებს. ობიექტი არქიტექტურული კომპანიის Coop Himmelb(l)au სპეციალისტებმა დააპროექტეს. მათ დეკონსტრუქტივიზმის ტრადიციებს და საკუთარ პრინციპებს არ უღალატეს და შექმნეს მაღალსართული შენობა, რომელსაც ბასრი კუთხეები, მრავალი მოსახვევი, განმეორებადი ელემენტი, კასკადური სართული, რომლებიც ვერტიკალური ღერძისგან საკმაოდ შორსაა, და, რა თქმა უნდა, მასშტაბური შემინვა აქვს.

7. სპორტულ–საკონცერტო კომპლექსი “SKA Arena” სანქტ–პეტერბურგში (რუსეთი)

პროექტი ჯერ კიდევ მშენებლობის ეტაპზეა. ავსტრიელმა დეველოპერებმა ახალი არქიტექტურული ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის საფუძვლად აიღეს „ვლადიმერ ტატლინის კოშკი, ელ ლისიცკის პლაკატები, ოლიმპიური ჩემპიონის, ნიკოლაი პანინა–კოლომენკინის ფიგურული სრიალის ტრაექტორია და სპორტის დინამიკა“.

8. მუზეუმის და თეატრალური კომპლექსი კემეროვოში (რუსეთი)

ავსტრიული არქიტექტურული კომპანიის Coop Himmelb(l)au კიდევ ერთი პროექტი რუსეთში. მუზეუმის და თეატრალური კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი ობიექტის მშენებლობისთვის ისკიტიმის ნაპირზე 82 მ² გამოყოფილია. მალე ხელოვნურად შექმნილ სიმაღლეზე 4 მოცულობითი ობიექტისგან შემდგარი არქიტექტურული ანსამბლი გამოჩნდება: „ლევიტერებადი“ თეატრალური ღრუბელი (მარიინსკის თეატრის ფილიალი), ორი ბლოკი კრისტალის სახით, რომელშიც განთავსდება რუსეთის სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი ფონდსაცავით და ხელოვნების ცენტრით,  რომელსაც ექნება საკონცერტო დარბაზი, საგამოფენო გალერეა და სახელოსნო. ერთ ნაწილში მოთავსდება დიდი ფოიე და კაფე–რესტორნები. მთავარი სამშენებლო მასალებია ლითონი და მინა.