4 ლარიანი საშუალება გაყვითლებულ როზეტებს და ჩამრთველებს ძველებურ სითეთრეს დაუბრუნებს

სახლში ყველას აქვს პლასტმასის ნივთები, როგორიცაა როზეტი, პლასტმასის ფანჯრის რაფა, მაცივარი. ბევრი ნივთი დროთა განმავლობაში ყვითლდება. სიყვითლის მოსაშორებლად მრავალი მეთოდი არსებობს, მათ შორისაა მძიმე საყოფაცხოვრებო ქიმია. Novate გიზიარებთ გამოცდილ და ეფექტურ საშუალებას, რომელსაც სუნი არ აქვს.

დიმექსიდი – ეფექტური საშუალება

დიმექსიდი სახლის დასალაგებლად შესანიშნავი დამხმარეა. ერთი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ: მისი გამოყენებისას ხელთათმანი აუცილებლად უნდა ჩაიცვათ, რადგან კანს აშრობს.

თუ ნივთი გაყვითლდა ან გაუფერულდა, 1 ს/კ დიმექსიდი და 1 ს/კ წყალი აურიეთ. ჩამჯდარი სიყვითლის და ჭუჭყის შემთხვევაში გაუზავებელი საშუალება გამოიყენეთ. ბამბის დისკი სითხეში დაასველეთ და გასათეთრებელი ნივთის ზედაპირი გაწმინდეთ. საიდუმლო უცნობია, მაგრამ მუშაობს.

ამ მეთოდით გაყვითლებულ როზეტებს გაწმენდთ და ძველებურ სიქათქათეს და სისუფთავეს დაუბრუნებთ. პლასტმასის ფანჯრის რაფაზეც ეფექტურია – ჭუჭყს, სიყვითლეს აქრობს და თეთრ ფერს აბრუნებს. რა თქმა უნდა, ფანჯრის რაფა ბევრი რამით შეგიძლიათ გაწმინდოთ. კბილის პასტაც გამოგადგებათ. უბრალოდ ძველ კბილის ჯაგრისს კბილის პასტა წაუსვით, ფანჯრის რაფა გახეხეთ და შემდეგ კარგად გაწმინდეთ.

დიმექსიდი კარგად მუშაობს ჩამრთველებსა და როზეტებზე, რომელთა სითეთრე დროთა განმავლობაში ქრება. ამ მეთოდით ძველებურ სიქათქათეს დაუბრუნებთ. ძველი მიკროტალღური ღუმელიც შეგიძლიათ ამ მეთოდით გაწმინდოთ. ასეთი ტექნიკა ხშირად თეთრი პლასტმასისგან არის დამზადებული.

დიმექსიდი კომპიუტერის თაგვსაც კარგად წმენდს. მთავარია, დარწმუნდით, რომ სითხე მაუსში არ ჩავა და არ დააზიანებს.

სარეცხი მანქანის კარი, საკერავი მანქანა ამ სითხით გაწმინდეთ. სასწაული საშუალება ბევრი ნივთის გასაწმენდად გამოგადგებათ. რაც მთავარია, იაფია და სუნი არ აქვს.

ბევრი დიასახლისი პლასტმასის საწმენდად ქლორს იყენებს. შესაძლოა, გარკვეული დროით ეს მუშაობს, მაგრამ პლასტმასი მოგვიანებით უფრო მუქდება.

სააბაზანო ოთახში კარადა შეგიძლიათ დიმექსიდით ან წყალბადის ზეჟანგით გაწმინდოთ. წყალბადის ზეჟანგიც შესანიშნავი ხელსაწყოა, რომელიც ასაკობრივ ნივთებს სიქათქათეს უბრუნებს.

რომელ მეთოდს იყენებთ პლასტმასის გასათეთრებლად? იყენებთ საყოფაცხოვრებო ქიმიას თუ ხალხურ საშუალებას?