7 რამ, რაც სამზარეულოს სამუშაო ზედაპირის მსახურობის ვადას ამცირებს

სახლში სამზარეულოს სამუშაო ზედაპირი ყველაზე მეტად დატვირთულია. მასზე ყოველდღე ზეწოლას ახდენს მძიმე და ბასრი ნივთები, მაღალი ტენიანობა, ტემპერატურის ცვლილებები. გასაკვირი არაა, რომ დროთა განმავლობაში ფუნქციას და მიმზიდველობას კარგავს. ამ მომენტის მაქსიმალურად გადასადებად, Novate გიამბობთ, რომელი ნივთები აზიანებს სამუშაო ზედაპირს ყველაზე მეტად. მათი გავლენა შეამცირეთ.

1. აბრაზიული საშუალება

აბრაზიულ საშუალებებს სამზარეულოს დალაგებისას ხშირად ვიყენებთ, რადგან ლაქებს, ცხიმს და სხვა ჭუჭყს ეფექტურად ებრძვის. არ დაგავიწყდეთ, რომ საყოფაცხოვრებო ქიმია ზედაპირს დიდ ზიანს აყენებს. თუ გამოიყენებთ ამიაკის შემცვლელ მათეთრებელს, დიდი ალბათობით, სამუშაო ზედაპირს დამცავი საფარი მოშორდება და საღებავი გაუფერულდება. ქვის ნაწარმის შემთხვევაში უარესი სიტუაციაა – ნატურალური მასალა ბზინვარებას კარგავს.

ყურადღება გამოიჩინეთ, როცა ყველა შესაძლო „ცხიმის საწინააღმდეგო საშუალებით“ ქურას და ღუმელს რეცხავთ. მათ გამო სამუშაო ზედაპირზე უშნო მოთეთრო ლაქები რჩება. თუნდაც ბოთლი რამდენიმე წამით დადოთ, უშნო რგოლი მაინც გამოჩნდება. თუ სამუშაო ზედაპირის მოვლა გსურთ, უბრალო ჭურჭლის სარეცხი საშუალება და სველი ჩვარი გამოიყენეთ.

2. მჟავა

თითქმის ყველა მასალა მჟავის მიმართ მგრძნობიარეა. ყველაზე მეტად მარმარილო ზიანდება. სწორედ ამიტომ, ძმრის, პომიდვრის პასტის, ლიმონმჟავის გამოყენებისას ფრთხილად იყავით. ნებისმიერი ჩამოთვლილი პროდუქტი ზედაპირზე უშნო ლაქებს ტოვებს. ლაქები მაშინვე სველი ჩვრით მოაშორეთ. ლაქის გაშრობას არ დაელოდოთ. „ანთების კერებს“ სოდა მოაყარეთ, რომ მჟავა გაანეიტრალოთ.

უბრალო წყალიც არ უგულებელყოთ. ალბათ, ფიქრობთ, რომ გუბის დაუყონებლივ გაწმენდა საჭირო არაა, მაგრამ სამუშაო ზედაპირზე თხელი თეთრი რგოლის დანახვა აზრს შეგაცვლევინებს. ყველაზე აგრესიულია ონკანის ხისტი წყალი, ამიტომ დალაგების, მზადების და ჭურჭლის რეცხვის პროცესში ჩვარი ახლოს გქონდეთ.

3. ბასრი ნივთები

გახსოვთ, როგორ გვიშლიდნენ ბავშვობაში მაგიდაზე რაიმეს დაჭრას. მაშინ მიზეზს ვერ ვიგებდით, მაგრამ როცა საკუთარი სამზარეულოს დიასახლისები გავხდით, ცნობიერება მოვიდა. არც ერთი, თუნდაც ყველაზე ხარისხიანი სამუშაო ზედაპირი ვერ გაუძლებს, თუ ყოველდღე მასზე პურს დაჭრით და პროდუქტებს დააქუცმაცებთ. ამ მიზნით საჭრელი დაფები არსებობს. დანების ვერტიკალური სადგამი კიდევ ერთი საშიშროებაა. თუ დანებს შეუსაბამო ნახვრეტში ჩადებთ, ზედაპირზე ნაკაწრებს და ნატეხებს დატოვებს.

4. ტემპერატურის ცვლილებები

ბევრი დიასახლისი სამზარეულოს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკით ავსებს. მოწყობილობებს კი სამუშაო ზედაპირზე ინახავს, რომ ყოველთვის ხელთ ჰქონდეს. სანამ ასე გააკეთებთ, შეამოწმეთ, როგორ მუშაობს საყოფაცხოვრებო ტექნიკა (ტოსტერი, ჩაიდანი, სავაფლე და ა.შ.). თუ ტექნიკის ძირი ძლიერ ხურდება, სამუშაო ზედაპირზე არ შეინახოთ. ტემპერატურის მუდმივი ცვლილებები მიკრობზარების გაჩენას და გაუფერულებას ხელს უწყობს. უკიდურეს შემთხვევაში, ტექნიკა სადგამზე ან საჭრელ დაფაზე დადეთ, რომ უსიამოვნო შედეგები თავიდან აიცილოთ. იგივე ცხელ ჭურჭელს (ქვაბი, ტაფა, საცხობი ფორმა) ეხება. სადგამის გარეშე სამუშაო ზედაპირზე არავითარ შემთხვევაში არ დადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბზარებს და საღებავის გაუფერულებას თავიდან ვერ აიცილებთ.

ყურადღება მიაქციეთ: იზრუნეთ იმაზე, რომ მძიმე ნივთებმა სამუშაო ზედაპირი არ გაკაწროს. იგივე ქვის სანაყი მსუბუქი ჩანს, მაგრამ საკმაოდ მძიმეა. გირჩევთ, მძიმე ჭურჭლის ქვეშ დააფინოთ თექის საფენი, რომელსაც, როგორც წესი, ავეჯის ფეხს ვაწებებთ. ასე სამუშაო ზედაპირს დაიცავთ და ჭურჭლის გადაადგილება გაგიმარტივდებათ.

5. მზე

ბევრი დიასახლისი ოცნებობს, რომ ფანჯრიდან მეტი დღის სინათლე შემოვიდეს. მზე სითბოს და სიმყუდროვეს გვანიჭებს, დენის დაზოგვაში გვეხმარება, რადგან აუცილებელ განათებას უზრუნველყოფს. მინუსებიც აქვს. თუ სამზარეულოს ფანჯარა მზიან მხარეს მდებარეობს, მოემზადეთ, რომ ლამინირებულ სამუშაო ზედაპირზე საღებავი სწრაფად გახუნდება, ხოლო ქვის და ხის სამუშაო ზედაპირზე დამცავი ჰერმენტული ფენა გაქრება. სწორედ ამიტომ, ოთახის მზის სინათლე, განსაკუთრებით ზაფხულში, გონივრულად უნდა შემოუშვათ. ფანჯარაზე ფარდა და ჟალუზი დაკიდეთ, რომელთა დახმარებით სამუშაო ზედაპირს მავნე ზემოქმედებისგან დაიცავთ.

6. ტენიანობა

გამოყენებული მასალის მიუხედავად, სამუშაო ზედაპირზე დაღვრილი წყალი არ უნდა გააჩეროთ. სითხე მაშინვე მშრალი ჩვრით მოაშორეთ. ასე არა მხოლოდ ლაქების თავიდან ასაცილებლად უნდა მოიქცეთ. წყალი დეფორმაციას ხელს უწყობს. მდფ ფილები განსაკუთრებით მგრძნობიარეა – პვს ლენტით დაფარულ კუთხეებში შეიძლება პატარა ხვრელი დარჩეს, რომელშიც წყალმა შეიძლება შეაღწიოს. ასე მდფ ფილა სივდება და ნაკლებად ფუნქციური ხდება.

კიდევ რამდენიმე დეტალი. პირველ რიგში, სველი ჭურჭელი სამუშაო ზედაპირზე არ დადოთ. მეორეც, ნიჟარასა და სამუშაო ზედაპირს შორის პირაპირს ყურადღება მიაქციეთ: ნიჟარის დამონტაჟებისას სილიკონით დალუქეთ, რომ სითხე არ ჩავიდეს.

7. წნევა

ნებისმიერ სამუშაო ზედაპირს თავისი აქილევსის ქუსლი აქვს. ეს კუთხეებია. კიდეების დაშლა ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მსგავსი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, კუთხეებში წნევა უნდა შეამციროთ. ეცადეთ, რომ მათ არ დაეყრდნოთ და მით უფრო ბოთლის გახსნა არ სცადოთ.

როგორ გავზარდოთ სამუშაო ზედაპირის მომსახურების ვადა?

  • სამუშაო ზედაპირს ლაქები დროულად მოაშორეთ. ნაზი მეთოდები და საშუალებები გამოიყენეთ, რომელიც თავისი შემადგენლობით სამუშაო ზედაპირის მასალისთვის შესაფერისია.
  • მცირე ჭუჭყს უბრალო ღრუბელი, რბილი ჩვარი და სველი სალფეთქი შესანიშნავად უმკლავდება. უფრო სერიოზული ლაქის მოსაშორებლად არა აბრაზიული სარეცხი საშუალება წაუსვით, რამდენიმე წუთით გააჩერეთ და წყლით კარგად გაწმინდეთ.
  • ზეთის, ცხიმის და სხვა მსგავსი პროდუქტის მოსაშორებლად ორგანული გამხსნელები გამოიყენეთ.
  • ცხიმის და ცვილის შემცველი საშუალებებით სამუშაო ზედაპირი არ გააპრიალოთ. ისინი ხვრელებში ხვდებიან და ქმნიან ფირს, რომელიც ჭუჭყს იზიდავს.
  • სამუშაო ზედაპირის კუთხე სპეციალური ფირით დაფარეთ (მონტაჟის მეთოდის მიხედვით შეარჩიეთ). მანამდე ტორსი სილიკონით დაამუშავეთ.