15 მოულოდნელი და პრაქტიკული იდეა სამზარეულოს კარადაში ჭკვიანი ზონების მოსაწყობად

სამზარეულოში მაქსიმალური რაოდენობის სხვადასხვა ნივთის შენახვა გვიწევს. ესაა ჭურჭელი, საწმენდი საშუალებები, სხვადასხვა საცხობი და სამზარეულოს ხელსაწყო. ზოგჯერ მგელივით ყვირილი გვსურს, როცა ვხვდებით, რომ ყველა საჭირო და აუცილებელი ნივთის შესანახად ვიზუალური უწესრიგობის მოწყობა გვიწევს. მსგავსი შეშა რომ არ დაჩეხოთ, Novate გთავაზობთ ჭკვიანი შენახვის 15 იდეას. მათი დახმარებით სათავსოში გამოყოფთ ტონა სივრცეს, რომელიც გაქვთ, მაგრამ მის არსებობაზე არაფერი იცოდით.

1. ანტრესოლი მაცივრის ზემოთ

თუ მაცივარი კარადაში ჩაშენებული არაა, სავარაუდოდ, მის ზემოთ სივრცე ცარიელია. ეს პატარა სამზარეულოში ნამდვილი დანაშაულია! მაცივარსა და ჭერს შორის არსებულ სივრცეში გააკეთეთ სრულფასოვანი ანტრესოლი დახურული თაროებით ან ღია სექციებით ბოთლების ან სხვა ნივთების შესანახად. ნახეთ, ზემოთ მოცემულ ფოტოზე რამდენიმე ადგილია გამოყენებული, რომელიც სამზარეულოში ხშირად იკარგება!

2. დანები პირდაპირ სამუშაო ზედაპირში

გამოცდილი მზარეულები გირჩევენ: სანამ მომზადებას დაიწყებთ, არა მხოლოდ ინგრედიენტები, არამედ ყველა აუცილებელი ჭურჭელი გამოიღეთ. ამ ჭკვიანური რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაშიც შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ახლა სულ სხვა დანა გჭირდებათ, რომელიც უჯრაში დევს და რომლის ამოღება ჭუჭყიანი ხელებით არ გვსურს. თუ სამუშაო ზედაპირის მასალა საშუალებას გაძლევთ, ნახვრეტები გაუკეთეთ. ასეთ სათავსოს პატარა ბავშვები და ცნობისმოყვარე კატები ვერ მიწვდებიან, ხოლო დანები ყოველთვის ხელთ გექნებათ. თუ სამუშაო ზედაპირის დამუშავება შეუძლებელია, დანებისთვის სპეციალური ხის ჩასასმელი შეიძინეთ.

3. ბოლო კარადა

შემოსასვლელი და სამზარეულო ორი ოთახია, რომელთაც ყველაზე ხშირად დალაგება სჭირდებათ. თავს დავდებთ, რომ სამზარეულოში შვაბრისა და სხვა მსხვილი აქსესუარებისთვის ნიშა მოწყობილი არ გაქვთ. გვიანი არაა, რომ ეს ნაკლი გამოასწოროთ: პრობლემას ბოლო ვიწრო კარადა მოაგვარებს, რომელიც სამზარეულოს ხაზს ორგანულად დახურავს. შვაბრა ლამაზი ნივთი არაა, ამიტომ სააბაზანო ოთახში ყველას დასანახად არ შეინახოთ. ასეთი კარადა–საკუჭნაო იდეალური გადაწყვეტილებაა.

4. კუთხური თარო–კარუსელი

ჩვეული ავეჯის კუთხე ყველაზე მეტ ადგილს იპარავს. ჩვეულებრივ, აქ ინახება ტაფები, რომელთა გადაგდება გვენანება, ან იხვის მოსახარში ქვაბი, რომელსაც წელიწადში 2–3–ჯერ ვიყენებთ. ძვირფასი მეტრი ტყუილად რომ არ დაიკარგოს, კუთხურ კარადას მბრუნავი–მოძრავი კალათა ან თარო–კარუსელი შემატეთ. ორივე მზა სამზარეულოში შეგიძლიათ ჩააშენოთ. კომპონენტებს ბევრი მწარმოებელი აწარმოებს.

5. სანელებლების დაკიდული ქილები

სამუშაო ზედაპირზე ქილების დალაგება ვიზუალური უწესრიგობის და ხმაურის გარანტიაა: ქილები ნებისმიერ შემთხვევით მოძრაობაზე დავარდება, ხოლო ზედაპირის გასაწმენდად მთელი „ბატარეა“ უსაფრთხო მანძილზე უნდა გადაიტანოთ. სამზარეულოს კარადის ზედა ხაზზე სანელებლების დამაგრება უფრო ადვილია: სახურავები მიაწებეთ და აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო ქილა მოხსენით.

6. კავები ჭიქებისთვის

დახურული უჯრის ან ღია თაროს ქვედა ზედაპირზე შეგიძლიათ კავები დაამაგროთ და მათზე ყავის ფინჯნები, ჯაგრისები ან ნიჩბები შეინახოთ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბევრი კავი არ არსებობს. ასეთ კავებზე შეგიძლიათ დაკიდოთ ჩაის და ყავის პატარა საწური, საკრემე და ნებისმიერი რამ, რასაც სახელური აქვს და შეიძლება დაიკიდოს.

7. “ჯიბე“ სახურავებისთვის

დიდი დიამეტრის და მსხვილი ზომების გამო სახურავების და ქვაბების დაცალკევება ხშირად გვიწევს. ყველაფერი კარგია, მაგრამ ყველაზე შეუფერებელ მომენტში წყვილი ხშირად იკარგება. მსხვილი ნივთის ერთ ადგილას მოსათავსებლად, დიდი უჯრის შიგნით ვიწრო ჯიბე გააკეთეთ. ასე ჭურჭლის დიამეტრს ნათლად დაინახავთ.

8. თეფშების ორგანაიზერი ლარტყებით

ჭურჭლის ზომის ვერტიკალური ლარტყებით სამზარეულოს ჭურჭლის ორგანიზება ნომერ პირველი მარტივი გამოსავალია. ახლა აქ შეინახავთ არა მხოლოდ ქვაბებს, არამედ კერამიკას: თეფშები არ გატყდება, თუნდაც უჯრა მიაჯახუნოთ.

9. პერფორირებული პანელი ვერტიკალური სათავსოსთვის

დაფა ხვრელებით ისე, როგორც ავტოფარეხში, ან ლითონის ბადე საკმაოდ ღირსეული დეკორატიული ელემენტია, თუ სწორად გამოიყენებთ. დაფა სამზარეულოს ფერში გადაღებეთ და წინსაფარზე დაკიდეთ. ასეთ დაფაზე ნებისმიერი რამ შეგიძლიათ შეინახოთ: რამდენიმე ლითონის კავი შეიძინეთ და დაკიდეთ ტაფები, სამზარეულოს ხელთათმანი და ღრუბლები. ფანტაზია ჩართეთ.

10. შიდა ჭიქები სამზარეულოს აქსესუარებისთვის

ბევრი ჩამჩა, ქაფქირი და სათქვეფი ჰორიზონტალურ უჯრაში ყოველთვის ირევა. გამოსავალი – ვერტიკალური შენახვის სისტემა. ნებისმიერი ვიწრო სექცია, მაგალითად, ბოთლის დამჭერი გამოგადგებათ. ვიწრო უჯრა ვერტიკალურ სისტემად რომ აქციოთ, ნებისმიერ პანელზე ჭიქის ზომის წრეები გამოჭერით. ასე აქსესუარი ხელთ გექნებათ, ხოლო ჭიქები მარტივად შეგიძლიათ ამოიღოთ და გარეცხოთ.

11. თაროები სერვანტის კარზე

კარადის კარი ჭურჭელს არა მხოლოდ მტვრისგან იცავს, არამედ ნივთების შესანახად სასარგებლო ფართობია. შიდა თაროები სანელებლების ქილის სიღრმეზე დაამონტაჟეთ და აღარ იფიქრებთ, როგორ განათავსოთ სამზარეულოს ქილები.

12. სათავსო ნიჟარის ქვეშ

ვეცდებით, გამოვიცნოთ, რა გაქვთ ნიჟარის ქვეშ: მილი, სანაგვე ყუთი და საყოფაცხოვრებო ქიმიის საწყობი. სამზარეულოს ავეჯის სიღრმის გათვალისწინებით, ალბათ, აღარ გახსოვთ, რა იმალება შიგნით. ნიჟარაში თავით შესვლასა და დალაგებაზე არაფერს ვამბობთ. დაბალი გამოსაწევი უჯრა დაგეხმარებათ. კომპონენტების ფასი კაფეში ორი სადილობის ტოლფასია, დამატებით შრომის ხარჯები.

13. ყველა ჭიქა ხელთ

ჭიქებს და თეფშებს ხშირად კარადის ზედა ნაწილში ვინახავთ, ხოლო ქვაბებს – ქვემოთ. ეს წლების მიერ გამოცდილი მეთოდია, მაგრამ არა ერთადერთი. ნახეთ, რამდენი ჭიქა და ფინჯანი ეტევა სამუშაო ზედაპირის ქვეშ გამოსაწევ უჯრაში. ასე ყველა ნივთი თვალსაჩინოა. თითის წვერებზე აწევა არ მოგიწევთ, რომ საყვარელი ჭიქა კარადის სიღრმეში მოძებნოთ.

14. ცოკოლის უჯრა კარადაში

სამზარეულოს კარადის ქვედა ნაწილიც თქვენ სასარგებლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. დეკორატიული პანელი ამოიღეთ, მის ნაცვლად მოდულის სიგანის ვიწრო გამოსაწევი უჯრა შეუკვეთეთ და ისე მოაწყვეთ, როგორც გსურთ. 10-15 სმ სიმაღლის სივრცე ფართო ჭურჭლის შესანახად გამოგადგებათ. ასეთია სადღესასწაულო თეფშები, ლანგრები, მასიური თავსახურები და ა.შ. კიდევ ერთი ვარიანტი: გამოსაწევი მაგიდა ცხოველებისთვის. თუ ფეხებთან დაყრილი საკვების პრობლემამ დაგღალათ, შესაფერისი ვარიანტია. ასე ცხოველებს მკაცრად განრიგის მიხედვით გამოკვებავთ და გადაძღომის პრობლემას თავიდან აიცილებთ.

15. გამოსაწევი სამუშაო ზედაპირი

როცა სამუშაო ზედაპირი საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ჭურჭლით გავსებულია,  კერძის მოსამზადებლად ადგილი არ გვრჩება.  ეს პატარა სამზარეულოს მფლობელთათვის ნაცნობი სიტუაციაა. გამოსავალი: ავეჯს 1-2 ზედა უჯრაში გამოსაწევი პანელი დაუმატეთ. უმარტივესი სცენარი: უჯრა გადააბრუნეთ, დამატებითი პანელი დაამაგრეთ და ასე სტაციონარულ საჭრელ დაფას მიიღებთ.