12 ხრიკი, რომელთა დახმარებით სწრაფად გარეცხავთ და დააუთოებთ

ყველას არ უყვარს რეცხვა და დაუთოება. მით უფრო, ტექსტილის მოწესრიგების ამ მნიშვნელოვანი პროცესების დროს რაღაც ცდომილება შეიძლება მოხდეს. Novate გთავაზობთ სწრაფად დაუთოების და რეცხვის 12 მეთოდს. მათი დახმარებით აღარ შეგძულდებათ დაუთოების და რეცხვის პროცესები, რომლებიც თეთრეულის და ტანსაცმლის დიდხანს შესანარჩუნებლად აუცილებელია.

1. დიდი ზომის ტექსტილის დაუთოება „კვარტალებად“

ბევრ დიასახლისს ზეწარის, საბნის გადასაკრავის და სხვა დიდი ზომის ტექსტილის დაუთოება აღიზიანებს: ქსოვილის ნაწილი ხშირად იატაკზე ხვდება და ბეწვს, ბუსუსს, ნამცეცს იკრავს (ხომ არ გაწმენდთ იატაკს ყოველი დაუთოების წინ!), ახლახანს დაუთოებული ქსოვილის ნაწილი იატაკზე გარმონივით იკეცება და იკუჭება. მარტივი მეთოდი პროცესს გაამარტივებს – „კვარტალებად“ დაუთოება. თეთრეულად ორად გაკეცეთ, შემდეგ ისევ შუაზე გაკეცეთ. ასე იატაკზე არაფერი მოხვდება. ¼ ნაწილის დაუთოების შემდეგ მეორე მეოთხედი გადააბრუნეთ, შემდეგ გადანაკეცი შეცვალეთ, რომ დაუთოებული ნაწილი შიგნით მოხვდეს და დარჩენილი ორი მეოთხედი დააუთოვეთ.

2. ქვედაბოლოს, კაბა „ფუტლიარის“, შორტის და სხვა ნივთების დაუთოება “დაფა–კუნძურის” მეთოდით

უფრო მარტივი და სასიამოვნოა, თუ პროცესს საუთოო დაფაზე ასრულებთ. ამ შემთხვევაში, ნივთი დაფაზე არ დადოთ, არამედ „ჩამოაცვით“, რომ ფრაგმენტი მთელ სიგრძეზე დაფაზე აღმოჩნდეს. დაუთოებული ნაწილი გადაატრიალეთ და მორიგი ნაწილი მთელ სიგრძეზე დააუთოვეთ. ასე, კაბას/ქვედაბოლოს დაფაზე ატრიალებთ და ნივთი „ნაკეცების“ გარეშე იდეალურად დაუთოვდება. მაისურის, სვიტერის სახელოზე ნაკეცები–ისრები რომ არ გაჩნდეს, საუთაო დაფის მინი ვარიანტი გამოიყენეთ. დამატებითი ვიწრო და პატარა დაფა, რომელიც ხშირად მთავარ დაფასთან ერთად იყიდება და აუცილებლობის შემთხვევაში სპეციალური ღარი მაგრდება.

3. სარეცხი საშუალების სწორად არჩევა

რეცხვა ტვირთი რომ არ გახდეს და სიამოვნება მოგანიჭოთ, სარეცხი საშუალება სწორად შეარჩიეთ. ქურთუკები, განსაკუთრებთ თანამედროვე მასალისგან დამზადებული, ფხვნილის ყურადღებით შერჩევას მოითხოვს. თხევადმა სარეცხმა საშუალებამაც შეიძლება ზედაპირზე თეთრი ნადები დატოვოს, რომელიც გაშრობის შემდეგ სველი ღრუბლით დამატებით გაწმენდას მოითხოვს (ზოგჯერ რამდენჯერმე გახეხვას, რომ მთლიანად მოშორდეს). აი, თხევადი საშუალება წარწერით „მემბრანული ქსოვილების გასარეცხად“ იმედს არ გაგიცრუებთ: რეცხვის შემდეგ საყვარელ ქურთუკზე ნადები არ დარჩება. სპორტული ტანსაცმელი სჯობს ასეთი საშუალებით გარეცხოთ: ოფლის მარილიანი ზოლები, ასევე დეოდორანტის ან კრემის ლაქები უკვალოდ გაქრება.

4. სწრაფ რეჟიმზე გადართვა

რეცხვის რეჟიმი სწორად შეარჩიეთ. თანამედროვე სარეცხ მანქანას ბევრი სხვადასხვა ციკლი აქვს: ბეწვისთვის, თეთრი ტანსაცმლისთვის, ბამბისა და სინთეტიკისთვის. თითქმის ყველა ნივთი (ბეწვის გარდა) შეგიძლიათ სწრაფ რეჟიმზე გარეცხოთ. ბეწვთან ექსპერიმენტები არ ღირს. ყველა სარეცხ მანქანას აქვს საკუთარი რეჟიმები, მაგრამ არის სრული ციკლი და სწრაფი რეცხვა. გამოცდილებით შემოწმებულია, რომ სწრაფი რეჟიმი ისევე კარგად რეცხავს, როგორც ხანგრძლივი ციკლი. თეთრი პერანგი სწრაფ რეჟიმზე 30 წუთში ისე კარგად ირეცხება, როგორც ხანგრძლივი ორსაათანი რეცხვის შემდეგ. სწორედ ამიტომ, დენის და წყლის დახარჯვას აზრი არ აქვს. უბრალოდ სწრაფი რეჟიმი ჩართეთ. ტემპერატურა შეცვალეთ 40 ან 60 გრადუსზე, თეთრეულისთვის 90 გრადუსია საჭირო.

5. ცარცი ცხიმის ლაქების წინააღმდეგ

როგორც ცნობილია, ცხიმის მოშორება საკმაოდ რთულია. მარტივი ხრიკით პრობლემას მოაგვარებთ. ახალი ლაქა ცარცით გახეხეთ და 10 წუთით გააჩერეთ. სხვათა შორის, ცარცი პერანგის საყელოს კარგად ათეთრებს. საკმარისია, რომ რეცხვის წინ ქსოვილი ცარცით გახეხოთ. შემდეგ სარეცხ მანქანაში აუცილებელ რეჟიმზე გარეცხოთ.

6. ბიგუდი ბეწვის მოსაშორებლად

შინაური ცხოველების მფლობელებმა კარგად იციან, რამდენად რთულია ხაოიან ქსოვილზე ძაღლის ბეწვის მოშორება, განსაკუთრებით, თუ მოკლეა: ბოჭკოებში ნემსებივით იჭრება. ინტერნეტში ხშირად გვირჩევენ, რომ ბეწვის მოსაშორებლად სარეცხ მანქანაში სპეციალური „ხაფანგები“ ჩავდოთ. უფრო მოქმედი მეთოდიც არსებობს – მანქანაში უბრალო წებოვანი ბიგუდი ჩადეთ.

7. ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები რთული ლაქების მოსაშორებლად

თუ ტანსაცმელსა და თეთრეულზე მოუშორებელი ლაქები „თავს იწონებს“, ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები გამოიყენეთ. მომხმარებლები აღფრთოვანებულნი არიან და ამბობენ, რომ ნივთებს ძველებური სიქათქათე დაუბრუნდათ.

8. თეთრეულის „დასვენება“ დაუთოების ნაცვლად

მარტივი მეთოდი, როცა დაუთოება გეზარებათ, მაგრამ დაუთოებულ თეთრეულში დაწოლა გსურთ. სარეცხ მანქანაში გაშლილი, მაგრამ არა გუნდად შეკრული თეთრეული მოათავსეთ. გაწურვის დაბალი ბრუნვა ჩართეთ და რეცხვის დასრულებისთანავე თეთრეული გამოიღეთ. რას ნიშნავს თეთრეულის დასვენება დაუთოების ნაცვლად? ასე მოიქეცით: რეცხვის შემდეგ თეთრეული დაფერთხეთ, რამდენჯერმე გაკეცეთ, ხელით გაასწორეთ და სწორ ზედაპირზე 10 წუთით გააჩერეთ. ახლა გასაშრობად გაფინეთ. გამშრალი თეთრეული სწორი დარჩება. არა ისეთი სწორი, როგორც დაუთოების შემთხვევაში, მაგრამ მისაღებ დონეზე. ახლა თეთრეული მარტივად შეგიძლიათ დაკეცოთ და კარადაში შეინახოთ. თუ თეთრეულს პირდაპირ ახლა საწოლზე არ ფენთ, მშრალი თეთრეული ლეიბის ქვეშ მოათავსეთ. რამდენიმე დღეში სხეულის წონის ქვეშ თეთრეული გასწორდება. ასეთი დასვენება მტანჯველ დაუთოებას ჩაგინაცვლებთ.

9. საუთაო დაფის კუთხე – თქვენი დამხმარე

დიასახლისის კიდევ ერთი ტკივილი რეზინიანი ზეწარია. მისი დაუთოება და დაკეცვა რთულია, რადგან რაღაც უფორმო გუნდა გამოდის. აქაც შეგიძლიათ იეშმაკოთ. გაშრობისთანავე საწოლზე გადააკარით ისე, როგორც ჩვეულებრივ აკეთებთ ხოლმე. შემდეგ დააუთოვეთ. ცენტრიდან დაიწყეთ და წრიულად იმოძრავეთ. რეზინიან ზეწარს მარტივად დააუთოებთ, თუ ერთ კუთხეში ოთხად გაკეცავთ. ფენებში რეზინის ნაკეცები არ იქმნება, რადგან ამ კუთხეებს საუთაო დაფის კუთხეს აცვამთ და ნაკეცებს ხელით ასწორებთ. მოქმედება რამდენჯერმე გაიმეორეთ და გადაატრიალეთ.

10. გაშრობა საკიდზე

თუ ბინა პატარაა, გარეცხილი თეთრეული ყველგან კიდია: კარზე, სკამზე, დივანზე. თუ თეთრეულის შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, ჩვეულებრივი ტანსაცმლისთვის სასარგებლო ხრიკი გვაქვს. გარეცხილი ტანსაცმელი საკიდზე შეგიძლიათ გააშროთ. ასე ადგილს დაზოგავთ და თან დაუთოება არ დაგჭირდებათ. ტანსაცმელი ჩასაცმელად მზადაა! თეთრეულისთვის დიდი ზომის საკიდები არსებობს.

მნიშვნელოვანია! თუ ტანსაცმელს საკიდზე საძინებელ ოთახში აშრობთ, ეს ოთახში ჰაერს რამდენიმე დღით დაატენიანებს. ასე გააკეთეთ და ჰაერის დამატენიანებელზე ფულს დაზოგავთ.

11. მთელი გროვის დაუთოება

ბევრი ადამიანი დაუთოებაზე საერთოდ უარს ამბობს, მაგრამ ზოგი დიასახლისი უთოს ზოგჯერ მაინც იყენებს. გთავაზობთ ხრიკს, რომლითაც დაუთოებაზე ნაკლებ დროს დახარჯავთ. დიდი თეთრეულის, ზეწარის, ბალიშისპირის, პირსახოცის დაუთოებაზე დრო რომ არ დახარჯოთ, დაკეცეთ და მაგიდაზე ერთმანეთს დაადეთ. ახლა ზემოდან დაუთოება დაიწყეთ. თითოეული მორიგი ნივთის დაუთოება გაგიმარტივდებათ და დროს დაზოგავთ.

12. კაფსულის დოლურაზე მიკვრის პრობლემის მოგვარება მარტივია

ზოგჯერ სარეცხ კაფსულას წყალში გასახსნელად დრო არ აქვს და ტანსაცმელს ეკვრის. ამის თავიდან ასაცილებლად შეფუთვაზე ინსტრუქციას მიყევით და საშუალება დოლურის ძირში ჩადეთ, ანუ იქ, სადა წყალი გარანტირებულად და პირველ რიგში ხვდება. კაფსულები უფრო მომგებიანია და უკეთ რეცხავს, მაგრამ მთლიანად 60 გრადუსზე იხსნება, 30-40 გრადუსზე შეიძლება არ გაიხსნას. სწორედ ამიტომ, 60 გრადუსზე რეცხვის რეჟიმი ფუჭი რეცხვის პრობლემას მოაგვარებს. კაფსულა თეთრეულის ზემოთ არასდროს მოათავსოთ.