9 ნაკლი ბინის დაგეგმარებაში, რომელიც სამუშაოდ ყველაზე პრობლემურად ითვლება

ბინის არჩევა და შეძენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. არა მხოლოდ ბინის ფართობს და მოსახერხებელ ადგილმდებარეობას, არამედ მის დაგეგმარებას ყურადღება უნდა მიაქციოთ. Novate გიამბობთ, როგორ დაგეგმარებას თვლიან დიზაინერები ყველაზე წარუმატებლად და პრობლემურად. ჩაინიშნეთ და დაიმახსოვრეთ, თუ არ გსურთ, მომავალში ავეჯის განთავსებაზე დაიტანჯოთ.

1. მზიდი სვეტი, კოლონა და სხვა კონსტრუქცია

დიახ, ეს ელემენტები შეგიძლიათ სივრცის ზონირებისთვის გამოიყენოთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არსებული ფართობის ოპტიმიზაციის და გადაკეთების ამოცანას ართულებს. მზიდი კედლის მოხსნა კანონით აკრძალულია, ამიტომ ვერაფერს გააკეთებთ, თუნდაც ყველა ოთახს იკავებდეს.

გავრცელებული შემთხვევა – მზიდი სვეტი. ზოგჯერ დიზაინერებს მისი არსებობა ახარებთ. მაგალითად, თუ კედელთან ახლოს ფანჯრებს შორის მდებარეობს. ამ შემთხვევაში  სარკეებით, ბარის დახლით, ჩაშენებული სტელაჟით შეგიძლიათ გადაითამაშოთ. თუ სვეტი შუა ოთახში ან შემოსასვლელშია, ამოცანა რთულდება. ერთადერთი შესაძლო ვარიანტი: ისე გააფორმეთ, რომ ინტერიერის ხიბლი გახდეს და არა ნაკლი. სვეტი კონტრასტული ფერით ან განათებით გამოყავით. თუ შემოსასვლელი კარის მოპირდაპირედ მდებარეობს და თავისუფლად გადაადგილებაში ხელს გიშლით, სივრცეში „გაშლა“ სცადეთ. როგორც ვარიანტი, გამოიყენეთ ჩაშენებული კარადის ნიშად ან კიბის მოაჯირად, რომელიც ანტრესოლთან მიგიყვანთ (თუ ასეთი გაქვთ).

2. საძინებელი შემოსასვლელთან ახლოს

როცა საძინებელი ოთახი შემოსასვლელთან ახლოს მდებარეობს, “გასასვლელი ეზოს” ატმოსფერო იქმნება. სადარბაზოდან შემოსული მუდმივი ხმაურის გამო დასვენება და გამოძინება შეუძლებელია. უფრო კომფორტულია, როცა საძინებელი დერეფნიდან სამზარეულოთი და მისაღები ოთახებით გამოყოფილია ან გრძელი დერეფნის ბოლოში მდებარეობს. თუ განლაგებაში არ გაგიმართლათ, ხმის იზოლაციის გაუმჯობესებაზე იზრუნეთ. კარზე უარი არ თქვათ, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ სივრცეს აპატარავებს.

3. რთული გეომეტრია

დიზაინერები ერთხმად ამტკიცებენ, რომ გეომეტრიულად რთულ სივრცეში მუშაობა ხანგრძლივი და მტანჯველი პროცედურაა. ასეთ ოთახებში ბევრი „მკვდარი ზონაა“, რომლის გამოყენება შეუძლებელია. გამოდის, რომ ადამიანი ერთი ფართობის ბინას ყიდულობს, მაგრამ გაცილებით ნაკლებ კვადრატულ მეტრს იყენებს. არასწორი ფორმის ბინისთვის ავეჯის შეკვეთით დამზადება მოგიწევთ, რომ არსებულ სივრცეს მოერგოს. ეს დამატებითი ხარჯებია. მომრგვალებულ კედლებთან მუშაობა განსაკუთრებით რთულია, რადგან სტანდარტულ ნივთებს კედელთან ვერ მოათავსებთ. მოგიწევთ, რომ ავეჯი და დეკორი ოთახის ცენტრში განალაგოთ.

4. არასტანდარტული დერეფანი

არა მხოლოდ ძალიან გრძელი და ვიწრო დერეფანი, არამედ დიდი ჰოლიც არასტანდარტულად ითვლება. პირველ შემთხვევაში, უფუნქციო სივრცეს ვიღებთ, რომელშიც კარადას ვერ განათავსებთ. ასეთი დაგეგმარების კიდევ ერთი მინუსი – „სველი ზონის“ გაფართოების შეუძლებლობა. თუ სველი წერტილი პატარაა, დერეფნით მის გაფართოებას ვერ შეძლებთ, რომ ტექნიკა და სათავსოები დაამონტაჟოთ.

დიდი დერეფნის ზომა ზოგჯერ საძინებლის ზომას ემთხვევა. ჩნდება კითხვა, რატომ გააკეთა მშენებელმა ასე, თუ დერეფნის ხარჯზე რომელიმე საცხოვრებელი ოთახის გაფართოება შეიძლებოდა. სამწუხაროდ, პასუხს ვერ მიიღებთ, ამიტომ იმაზე მოგიწევთ მუშაობა, რაც გაქვთ. ოპტიმალური ვარიანტი: დიდი დერეფანი ყველა არსებული ნივთის შესანახად გამოიყენეთ. ამ შემთხვევაში დამატებითი გარდერობის ოთახი არ დაგჭირდებათ. მეორე ვარიანტი: სააბაზანო ოთახი გააფართოვეთ, რომ უფრო ფუნქციური გახდეს.

5. შემოსასვლელი კარის შიგნით გაღება

სახანძრო უსაფრთხოების წესების მიხედვით, კარი გარედან უნდა იღებოდეს, რომ ბინიდან თავისუფლად გახვიდეთ. ვიწრო საერთო დერეფნის გამო ყველაფერი ზუსტად პირიქით ხდება. ერთი შეხედვით, უვნებელი გადაწყვეტილებაა, მაგრამ როგორც კი, დერეფნის გაფორმებას დაიწყებთ, აზრს შეიცვლით. კარი, რომელიც შიგნით იღება, დერეფნის სასარგებლო ფართობს იკავებს და განლაგების ვარიანტებს ამცირებს.

6. ვიწრო ოთახი

ხშირად დერეფანი ყველაზე ვიწრო ოთახია. ამ შემთხვევაში, კედლიდან შემოსასვლელ კარამდე საკმარისი დაშორება არაა, რომ კარადა ჩასვათ. ზოგჯერ კარი კუთხეში დგას და სიტუაციას უფრო ართულებს. ერთადერთი ვარიანტი მის გვერდით მდებარე ოთახის ხარჯზე ვიწრო ნიშის გაკეთება და ფუნქციური სათავსოს მოწყობაა.

მეორე პოპულარული ოთახი მოუხერხებელი განლაგებით: საძინებელი. ასეთ ოთახში საწოლს ორი ტუმბოთი ვერ მოათავსებთ, ასევე ლოგინს ორივე მხრიდან ვერ მიუდგებით. ზოგჯერ ისე ხდება, რომ საწოლში მოხვედრა მხოლოდ ერთი ბოლოდან შეიძლება.

კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტი: გრძელი სტუდიოს ტიპის ბინა ერთი ფანჯრით. მფლობელი ხშირად ბევრი ყრუ ტიხრის გამოყენებას ცდილობს, რომ სივრცე ფუნქციურ ზონებად დაყოფს, თუმცა ეს დიდი შეცდომაა. ასეთი ოთახი სჯობს ავეჯით, მოპირკეთებით, ფერით, განათებით, შირმით და სინათლის გამტარი ტიხრით გამოყოთ. ასე ბუნებრივ განათებას შეინარჩუნებთ. მსხვილი დეკორი და დიდი მცენარე ვიზუალური ზონირებისთვის კარგი ვარიანტია.

7. ბევრი აივანი

ბევრი ადამიანი იტყვის, რომ ეს უფრო უპირატესობაა, ვიდრე მინუსი, რადგან შეგიძლიათ მოაწყოთ პატარა კაბინეტი, სათამაშო კუთხე, გარდერობი, დასასვენებელი ზონა. ერთი დეტალი გაითვალისწინეთ – აივნის ოთახთან მიერთების უკანონობა. მაგალითად, თუ პატარა სამზარეულოს მფლობელი გადაწყვეტს, რომ აივანზე ფანჯარასთან ახლოს პატარა დივანი ან მრგვალი მაგიდა დადოს და ასე ლოჯია ოთახთან მიაერთოს, სამწუხაროდ, არ გამოუვა. აივანი ან სრულფასოვან ოთახად უნდა გადააკეთოთ (მცირე ზომების შემთხვევაში არ გამოგივათ) ან საკუჭნაოდ გამოიყენოთ. თუ ბინას მხოლოდ ერთი აივანი აქვს, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, მაგრამ 2–3 აივნის შემთხვევაში სჯობს დაფიქრდეთ.

8. ნაკლები ფანჯარა

სტუდიოს ტიპის ბინებში, სადაც მხოლოდ ერთი დიდი ფანჯარაა, გავრცელებული პრობლემაა. გამოდის, რომ ოთახის ორ ზონად დაყოფა შეუძლებელია, რადგან ერთი ოთახს ბუნებრივი განათება ავტომატურად მოაკლდება. აი, ბევრ ფანჯრიან ბინაში შეგიძლიათ ისეირნოთ. მათი დახმარებით ერთი „დაუგეგმავი“ ოთახი შეგიძლიათ გააკეთოთ. თუ გადაკეთება არ იგეგმება, დივანი ან საწოლი ერთ ფანჯარასთან დადეთ, ხოლო მის მოპირდაპირედ ტელევიზორი.

9. პატარა ფართობი

ზოგიერთ ბინას პატარას ვერ ვუწოდებთ. გვხდება 16-დან 25 მ²–მდე ბინები, სადაც მოსაბრუნებელი არსადაა. როგორც წესი, ასეთ ბინას სტუდენტი ან ახალგაზრდა წყვილი ირჩევს, რომელსაც შეზღუდული ბიუჯეტი აქვს.

ამ შემთხვევაში გირჩევთ, რომ პროფესიონალ დიზაინერს მიმართოთ. დიზაინერი ყველა დეტალს გაითვალისწინებს და არსებულ სივრცეს მაქსიმალურად გამოიყენებს. ექსპერტებს შეუძლიათ 20 მ² ბინაშიც კომფორტი და სიმყუდროვე შექმნან – ეს მათი საქმეა. თუ დამოუკიდებლად დაგეგმვას აპირებთ, ჩაშენებული კარადა, ავეჯი–ტრანსფორმერი შეუკვეთეთ. სამზარეულო დასასვენებელ ზონასთან გააერთიანეთ და მაქსიმალურად შეამცირეთ. საძინებლისთვის პოდიუმი გამოგადგებათ. პოდიუმი შეგიძლიათ სათავსოდ გამოიყენოთ.