ზამთარი სახლის შესარჩევად საუკეთესო დროა. რატომ უნდა შეარჩიოთ უძრავი ქონება თებერვალში

ქალაქგარეთ უძრავი ქონების გაყიდვის სეზონი ტრადიციულად გაზაფხულზე იწყება და ახალ წლამდე გრძელდება. შემდეგ ყველაფერი წყნარდება, ცივ ზამთარში გამყიდველები „იძინებენ“ და მოთხოვნა იკლებს, მყიდველებიც სადღაც ქრებიან. თუ სახლის ყიდვას აპირებთ, ამის გაკეთებას თებერვლის შუა რიცხვებში გირჩევთ. Novate რამდენიმე მიზეზს გიზიარებთ, რატომ უნდა შეარჩიოთ უძრავი ქონება ზამთარში.

1–ელი მიზეზი: მთელი „ნაგავი“ გაზაფხულსა და ზაფხულს ელოდება

ზამთარში სახლების გაყიდვების შესახებ განცხადებები ყოველთვის ნაკლებია. რატომ? რადგან ცივ სეზონზე, ძირითადად, იყიდება სახლები, რომლებშიც გამყიდველები დარწმუნებულნი არიან. თბილი, მშრალი და ხარისხიანი სახლები, რომელშიც შემდეგ სასტიკი მუხთლობა თავს არ იჩენს.

მთელი „ნაგავი“ სითბოს დადგომას ელოდება, რომ კედლებს ობი მოაშოროს, გაყინული ადგილები დამალოს, ნაპრალები ამოავსოს, რომ ქარმა არ დაუბეროს, ახალი შპალერი გააკრას, გადაღებოს, წათითხნოს და ბზინვარება შემატოს. მოკლედ, თვალებში მტვერი შეგაყაროთ და გაბერილი ფასის შესაძლებლობა ჰქონდეს.

ზამთარში ასეთი ნომერი არ გაუვათ! სახლში შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ, როგორ მუშაობს გათბობა (რამდენად არის ჩართული და როგორი ტემპერატურაა სახლში), შეამოწმოთ იატაკი ცივი ხომ არაა, კედლებზე კონდენსატი ხომ არ გროვდება, რა ხდება სარდაფსა და სხვენში. იპოვოთ, საიდან ქრის ქარი, უბერავს ორპირი!

სახლის ფასადზე გაყინული ადგილები თერმოგრაფული აპარატის გარეშე შეგიძლიათ შეამოწმოთ. შენობიდან თბილი ჰაერის გამოდინებისას ყინვა იზრდება. შეამოწმოთ, ფანჯრებზე კონდენსატი ხომ არაა. დარწმუნდეთ, რომ სანტექნიკა და საკანალიზაციო მილები უპრობლემოდ მუშაობს.

ცივ სეზონზე სახლთან მისასვლელი გზები და სადარბაზოები შელამაზების გარეშე გამოჩნდება. როგორ წმენდენ ადგილს სოფელში თოვლისგან და წმენდენ თუ არა საერთოდ, შესაძლებელია თუ არა თავისუფლად გადაადგილება? მოკლედ, ყინვა სახლის სუსტ ადგილებს გაჩვენებთ, რომლის შემჩნევაც ზაფხულში რთულია.

შემდეგ დრო გაწელეთ და გაზაფხულს დაელოდეთ

თუ სახლი შიგნიდან ნამდვილად მოგწონთ, გარედან უნდა შეამოწმოთ. თუ თოვლიანი ზამთარი არაა, პრობლემა არაა. თუ ეზოში ნამქერია, დრო გაწელეთ და თოვლის გადნობას დაელოდეთ. როგორ გავწელოთ დრო? მაგალითად, მცირე ავანსი მიეცით (ავანსის დაბრუნება შეგიძლიათ) და 1,5-2 თვით ხელშეკრულება გააფორმეთ. აჩქარება საჭირო არაა.

თოვლის გადნობის შემდეგ საძირკველი, კედლები, სახურავი და სხვა სტრუქტურული ელემენტები ყურადღებით შეისწავლეთ. სარდაფი, მიწისქვეშა წლების და დატბორვის საკითხი საფუძვლიანად გამოიკვლიეთ. თუ გაზაფხულზე სიურპრიზები არ გამოძვრა, სახლი შეგიძლიათ იყიდოთ.

რა თქმა უნდა, ყველა მფლობელს მცირე ავანსის მიღება არ აკმაყოფილებს. თუ რეალური კლიენტი გამოჩნდება, ფულს დაგიბრუნებთ და დაგემშვიდობებათ. ეს ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ ყველაფერი ხდება.

მე–2 მიზეზი: შეგიძლიათ ივაჭროთ

თებერვალსა და მარტში უძრავ ქონებაზე დაბალი მოთხოვნის გამო მფლობელს სერიოზულ დათმობაზე წასვლა მოუწევს, კერძოდ ფასის დაწევა. აქ, სუფთა ფსიქოლოგია მოქმედებს. თუ ახლა არ გაყიდის, გაზაფხულსა და ზაფხულში კონკურენცია გაიზრდება და გაყიდვა გაუჭირდება.

თუ საქმეში უძრავი ქონების აგენტია ჩართული, გარიგებიდან პროცენტის სწრაფად მისაღებად მფლობელს ყურებს გამოუჭედავს, რომ ეს შანსია და უნდა გაყიდოს, სანამ კლიენტი წასულა. მოკლედ, ხარისხიანი სახლის მოძებნა თებერვლიდან დაიწყეთ.