7 საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელშიც ინსტრუქციის ჩადება დაავიწყდათ

ჩვენთვის ჩვეულ ყოველდღიურ ნივთებს ხანდახან ფარული შესაძლებლობები აქვთ, რომელთა შესახებ წარმოდგენა არ გვაქვს. Novate გიამბობთ რამდენიმე ხრიკს, რომელთა დახმარებით ნივთებს უფრო ეფექტურად გამოიყენებთ.

1. ბლენდერი

ამ მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკას იცნობს ყველა დიასახლისი, რომელიც სამზარეულოში დიდ დროს ატარებს ან კვებას ყურადღებას აქცევს და ყოველდღე სმუზებს ამზადებს. ბლენდერი საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ კერძში/სასმელში სხვადასხვა ტექსტურის ინგრედიენტების გასაერთიანებლად ბლენდერის ჭიქაში ჯერ თხევადი, შემდეგ მყარი კომპონენტები უნდა ჩაყაროთ. ბლენდერის ჩართვისას მყარი ნაწილები დანაზე უფრო სწრაფად მოხვდება და მასა უფრო ერთგვაროვანი გამოვა.

2. შესაფუთი ქაღალდი

თუ ლამაზად შეფუთულ საჩუქრებს ხშირად გჩუქნიან და შემდეგ ლამაზი ქაღალდის გადაგდება გენანებათ, დაფიქრდით, როგორ შეიძლება მისი არაპირდაპირად გამოყენება. თუ ზედმეტად აკურატული ხართ, განმეორებით საჩუქრის შესაფუთად გამოიყენეთ. უმეტეს შემთხვევაში, საჩუქრის გახსნის შემდეგ ქაღალდი ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება.

გირჩევთ საოჯახო საქმეებში გამოიყენოთ. რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ. ქაღალდი გამოგადგებათ ტანსაცმელზე, რომელიც ადვილად ნაოჭდება. ტანსაცმელი დაკეცეთ, ქაღალდში შეფუთეთ და ჩანთაში ან ჩემოდანში შეინახეთ. ასე გარანტიას მიიღებთ, რომ დანიშნულების ადგილზე მისვლისას ტანსაცმელი იდეალურ მდგომარეობაში იქნება.

ქაღალდი გამოგადგებათ, თუ ელექტროსაშრობი არ გაქვთ. ადრე ფეხსაცმლის საშრობად ქაღალდებს იყენებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც საფოსტო ყუთებში დასტებად აღარ ყრიან, ცოტა პრობლემა გაჩნდა. სწორედ ამიტომ, შესაფუთი ქაღალდი შესაფერისია, განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში ბევრი ასეთი მასალა გაქვთ და არ იცით, რა უყოთ. როცა ზაფხულისთვის ფეხსაცმლების შენახვა მოგიწევთ, შესაფუთი ქაღალდები შეგიძლიათ ქარხნული „გასაჭიმის“ ნაცვლად გამოიყენოთ.

კიდევ ერთი ხრიკი: შესაფუთ ქაღალდში ბოსტნეული და ხილი შეინახეთ. რა თქმა უნდა, იდეალურ სამყაროში დიასახლისი ყოველდღე ახალ პროდუქტს ყიდულობს, მაგრამ რეალური სამყაროში ასე არაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეაგარაკე მეგობრები და ნათესავები ვაშლს, მსხალს და ძირნაყოფს ყუთებით გზავნიან. თუ სარდაფი ან სხვა გრილი ადგილი არ გაქვთ, სადაც პროდუქტებს შეინახავთ, თითოეული ნაყოფი ქაღალდში გაახვიეთ, რომ შენახვის ვადა გაზარდოთ.

3. თმის სამაგრი –  უხილავი

უმრავლესობა ჩვენგანი უხილავ სამაგრს ტალღოვანი მხარით ზემოთ იმაგრებს. უცნობია, საიდან გაჩნდა სტერეოტიპი, თუმცა ასე თმის სამაგრის გამოყენება არაფრის მომცემია. საქმე იმაშია, რომ ტალღიანი მხარე აქსესუარს თმაზე აკავებს. სხვა შემთხვევაში სამაგრს აზრი არ აქვს, უბრალოდ თმას ვერ დააფიქსირებს.

თმის სამაგრი ბოლოში საცმის გარეშე არ გამოიყენოთ. თუ მოშორდა, დროა ახალი იყიდოთ, რომ კანი არ დაიზიანოთ და თმა არ მოგწყდეთ, როცა უხილავს გაიკეთებთ/მოიხსნით. არ დაგავიწყდეთ: როცა თმის სამაგრის ბოლოები ძლიერ იწელება (როგორც წესი, ამას კბილებით ვაკეთებთ, სანამ თმაზე დავიმაგრებთ), თმის დაფიქსირებას წყვეტს.

4. პროდუქტების შესაფუთი პარკი

შესაფუთი პარკიდან საჭირო ნაწილის მოჭრა რთული ამოცანაა. თხელი მასალა შეიძლება გაწყდეს, თუ გამოყენებისას მცირე შეცდომას დაუშვებთ. სამწუხაროდ, ბინაში ვერ დააყენებთ ისეთ სპეციალურ მოწყობილობას, როგორც სავაჭრო ცენტრებს აქვთ, რომელიც საჭირო მასალის გაშლას და მოჭრას ამარტივებს. ძალიან დიდია და უშნოდ გამოიყურება.

კარგია, რომ მწარმოებლებმა ზემოთხსენებული პრობლემა გაითვალისწინეს და იდეალური გამოსავალი იპოვეს. ამის შესახებ ბევრს წარმოდგენა არ აქვს. მუყაოს ყუთს, რომელშიც პარკი შეფუთულია, თავსახურთან სპეციალური დაკბილული კიდეები აქვს. მისი დახმარებით პარკს ადვილად გაშლით და საჭირო ნაწილს ზუსტად მოჭრით.

მისი შენახვის ადგილიც შეგიძლიათ შეცვალოთ. როგორც წესი, უჯრაში ვინახავთ, რომ ახლოს გვქონდეს. თუ მაცივრის კარზე, სოუსების გვერდით მოათავსებთ, რულონის დაშლა და მოჭრა გაგიმარტივდებათ – სითბო ზედმეტად წებოვანს და ნაკლებად დამყოლს ხდის, ხოლო მაცივრის კარზე არსებული ტემპერატურა ბალანსს ინარჩუნებს.

5. მულტისახარში

ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული მოწყობილობა დიასახლისებს შორის, მაგრამ მისი სწორად გამოყენება ბევრმა არ იცის. რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტლაი არსებობს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:

  • გამაცხელებელი ელემენტები მულტისახარშის ძირში მდებარეობს, ამიტომ ქვემოთ მოათავსეთ პროდუქტები, რომელთაც დიდხანს მომზადება სჭირდებათ.
  • მულტისახარშის გადატვირთვა არ შეიძლება. თასში სითხის მაქსიმალური დონის ნიშანს დააკვირდით. წნევის ქვეშ კერძის მომზადებისას ზუსტად 2/3 ნაწილი გაავსეთ, ხოლო მარცვლეულის ან პარკოსანის შემთხვევაში – ½ ნაწილი, რადგან ხარშვისას სივდება.
  • თავსახური არ ახადოთ, სანამ პროგრამის დასრულების სიგნალს არ გაიგონებთ. თუ ტემპერატურის რეჟიმს დაარღვევთ, მზადების დრო გაიზრდება. არსებობს რისკი, რომ პროდუქტი არათანაბრად შეიწვას.

6. თმის ბალზამი

წარსულს ჩაბარდა დრო, როცა თმის მოსავლელად მხოლოდ შამპუნს ვიყენებდით. ახლა სპეციალური საშუალებები მრავლდება, რადგან თმას სჭირდება არა მხოლოდ წმენდა, არამედ კვება, დატენიანება, მზის სხივებისგან დაცვა და ა.შ.

შამპუნის შემდეგ ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა ბალზამი. კარგად რომ იმუშაოს და თმას სარგებელი მოუტანოს, გამოყენებისას შეცდომებს თავი აარიდეთ. პირველ რიგში, ბალზამი თმის ძირებში არ წაისვათ. ასე მეორე დღეს თმა სუფთა არ გამოჩნდება. ყველაზე დაზიანებული და გამომშრალი ნაწილებიდან, თმის ბოლოებიდან დაიწყეთ. თანდათან ზემოთ გადადით, დარჩენილი საშუალება თმაზე გადაანაწილეთ. მეორეც, ბალზამი–სავლებისა და ბალზამი–კონდიციონერის გარჩევა ისწავლეთ. პირველი ჯანმრთელ თმაზე გამოიყენება, თმას სიგლუვეს და ბზინვარებას ანიჭებს. მეორე დაზიანებულ თმას აღადგენს. მესამეც, თქვენი თმის შესაფერისი ბალზამი შეიძინეთ, რადგან სხვა შემთხვევაში უსარგებლო იქნება. თხელ, მტვრევად, ფორებიან თმას დატენიანება და კვება სჭირდება ხოლო ცხიმიან თმას საშუალება შთამნთქმელი ეფექტით. მეოთხეც, ბალზამი დაბანისთანავე არ უნდა წაისვათ. თმა პირსახოცით გაიმშრალეთ, შემდეგ გამოიყენეთ. სველ თმაზე არ მოქმედებს, მხოლოდ ნამიანზე.

7. ჭურჭლის სარეცხი საშუალება

წარმოდგენაც არ მინდა, როგორ ახერხებდნენ ამ საოცარი საშუალების გარეშე ცხოვრებას ჩვენი ბებიები. ის ხომ ცხიმს წამებში აშორებს. ცხადი ეფექტურობის მიუხედავად მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით უნდა გამოიყენოთ – ფინჯნების, თეფშების, ქვაბების და ტაფების გასარეცხად. ამ საშუალებით ფანჯრის, სარკის ან მანქანის გაწმენდა არ ღირს, რადგან ზოლებს ტოვებს, რომლის მოშორება რთულია.