რჩევა, რა უნდა გააკეთოთ თვითხრახნით მანამ, სანამ სამაგრის გასაუმჯობესებლად გამოიყენებთ

რა თქმა უნდა, თვითხრახნი შეგიძლიათ უბრალოდ აიღოთ და შესაფერისი ხელსაწყოთი პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენოთ. მცოდნე ხელოსანმა კარგად იცის, რომ სამუშაო პროცესის წინ ცხოვრების გასამარტივებლად რაღაც უნდა გაკეთდეს. სამაგრის გასაუმჯობესებლად და აგრესიული გარემოსგან დასაცავად დამატებითი ზომები უნდა მიიღოთ. Novate გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ თვითხრახნის გამოყენებამდე.

პრინციპულად რთული გასაკეთებელი არაფერია. მოსამზადებელი პროცესი თვითხრახნის რაიმე დამცავი ნარევით დაფარვას გულისხმობს. ამავდროულად, ნებისმიერი ნარევი არ გამოგადგებათ. ზოგიერთი „ხალხური“ რჩევების საწინააღმდეგოდ ამ მიზნით საკვები ზეთის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. კარგი არაფრით დასრულდება, განსაკუთრებით ხის მასალაზე მუშაობის შემთხვევაში.

ხრახნებისთვის ორი საუკეთესო საპოხი საშუალება არსებობს. პირველი – ლითიუმის საპოხი (ლითოლი). ელასტიური საპოხი, რომელიც ლითიუმის საპნის გამოყენებით ნავთობის ზეთის გასქელებით მიიღება. ამ ორი კომპონენტის ემულსია სტაბილურ წებოვან გელს ქმნის. საპოხს მაღალი თბომდგრადობა და სიბლანტე აქვს, ჟანგს არ იწვევს და კარგ მიმაგრებას უზრუნველყოფს. მეორე – გრაფიტის საპოხი. ესეც ნახშირწყალბადის გადამუშავების გვერდითი პროდუქტია. გრაფიტის სასარგებლო თვისება – მას უმატებენ მრავალ დანამატს, როგორიცაა სპილენძი და მოლიბდენის დისულფატი. ლითოლის მსგავსად გრაფიტის საპოხი ხრახნს ჟანგისგან იცავს და კარგად დაფიქსირებას უზრუნველყოფს.

ლითოლის ან გრაფიტის საპოხის გამოყენება უკეთ დამაგრებას უზრუნველყოფს და თვითხრახნებს ჟანგისგან იცავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ხრახნების დამუშავება შეერთებულ კონსტრუქციას ნებისმიერი ჭრაჭუნისგან დაიცავს. ასეთი მიდგომა იატაკის დაფების დამონტაჟებისას განსაკუთრებით აქტუალურია. ასეთი ოპერაცია რეკომენდებულია, მაგრამ არა სავალდებულო. თუ საპოხი ხელთ არ გაქვთ, მის გარეშეც შეგიძლიათ იოლად გახვიდეთ, თუმცა საბოლოოდ მსგავს შედეგს ვერ მიიღებთ.