რჩევები, როგორ შეაერთოთ სპილენძის და ალუმინის სადენები ნეგატიური შედეგების გარეშე

ალუმინის და სპილენძის სადენების შეერთება ტრადიციული დაგრეხვის მეთოდით კატეგორიულად აკრძალულია. მსგავსი ტექნოლოგიური გადაწყვეტილება გახურებას და შედეგად კონტაქტის დაზიანებას იწვევს. უარეს შემთხვევაში ხანძარი გაჩნდება. Novate გიამბობთ, როგორ უნდა მოიქცეთ.

როგორც უკვე გიამბეთ, სადენების დაგრეხვა კატეგორიულად აკრძალულია. სპილენძის და ალუმინის სადენების ასეთი კავშირი NEC–ის წესების პირდაპირი დარღვევაა. ორი მასალა განსხვავებულად ხურდება, რაც ტემპერატურის რყევებს იწვევს, რომელიც თავის მხრივ დაჟანგვის, სადენებს შორის კონტაქტის დაზიანების და ცეცხლის გაჩენის მიზეზი ხდება.

ამ ორი სადენის დასაკავშირებლად 3 მთავარი და ყველაზე ხელმისაწვდომი მეთოდი არსებობს. პირველი ორი მეთოდი ერთმანეთის მსგავსია, თუმცა სხვადასხვა საშუალების გამოყენებას გულისხმობს. პირველ რიგში, ესაა სპეციალური საკლემე ხუნდი ხრახნებით ან საკლემე ხუნდი ზამბარიანი დამჭერებით. მთავარია, რომ სადენები სწორ მხარეს დაუკავშიროთ. მეორე ვარიანტია „ნეიტრალური“ მასალისგან დამზადებული სპეციალური ჰილზა.

სპილენძის და ალუმინის სადენების შესაერთებლად მესამე მეთოდი ყველაზე ეგზოტიკური, ამავდროულად უფრო ხელმისაწვდომია. საუბარია ჭანჭიკის, ქანჩის და რამდენიმე საყელურის გამოყენებით ხრახნიანი კავშირის შექმნაზე. მეთოდი არსი იმაშია, რომ სადენები „ნეიტრალურ“ ჭანჭიკზე შეაერთონ და სადენებს შორის „ნეიტრალური“ საყელური მოათავსონ. აწყობის შემდეგ მთელი სტრუქტურა ქანჩით მაგრდება.