ვარკვევთ, რატომ მიიღო პოპულარულმა საპოხმა „WD“ ინდექსი 40 და არა 50, 60 ან 120

საპოხი WD-40–ის შესახებ არა ერთი ლეგენდა და ზღაპარი დადის. თითქოს თევზის ანკესზე წამოგებას აუმჯობესებს და ხელს რუჯისგან იცავს და თითქმის მკვდარს მეორე სიცოცხლეს ანიჭებს. დღეს ყველა შესაძლო მითებზე არ ვისაუბრებთ, არამედ ამ საოცარი შემადგენლობის სახელში გარკვევას ვეცდებით. Novate გიამბობთ, რატომ მიანიჭეს საპოხს 40 ინდექსი და რას ნიშნავს ასოები WD.

თავიდან საპოხი WD-40 ამერიკელებმა თავდაცვის სექტორის (სარაკეტო ძალების) საჭიროებებისთვის შექმნეს. აეროზოლის ნარევი 1953 წელს ქიმიკოსმა ნორმან ლარსენმა შექმნა „Rocket Chemical Company”-თვის, რომელიც საზღვარგარეთით სამხედრო–სამრეწველო კომპლექსში შედიოდა. პირველად ნარევი „ატლასის“ ოჯახის კომერციული და სამხედრო გადამზიდავი რაკეტების დასაცავად გამოიყენეს. სამოქალაქო ბაზრობაზე მხოლოდ 5 წლის შემდეგ, 1958 წელს გამოჩნდა.

აბრევიატურა WD იშიფრება, როგორც „Water Displacement” ან „წყლის გაძევება“. ყველაფერი იმიტომ, რომ სპრეის პირველი და მთავარი დანიშნულება ლითონის კოროზიისგან დაცვაა. რაც შეეხება ინდექსს 40, ამის შესახებ საბოლოო სანდო ინფორმაცია არ არსებობს. თავად ნორმან ლარსენი ყოველთვის ირწმუნებოდა, რომ რიცხვი 40 მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ აეროზოლის საბოლოო ვარიანტი შეიქმნა საპოხის მე-40 ფორმულის ბაზაზე, აეროზოლის შექმნის მე-40 მცდელობაზე. თუ ასეა, მაშინ იშვიათად წარმატებული აღმოჩნდა.

ცალკე აღსანიშნია საპოხის WD-40 შემადგენლობა. დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ნორმან ლარსენის შემოქმედება საიდუმლო იყო. ასე არაა. მით უფრო, დღეს აეროზოლის ნარევის მინიმუმ 3 ფორმულა არსებობს: ავსტრალიური, ევროპული და ამერიკული. ამერიკულ ნარევში იპოვით 10% ინერტულ ინგრედიენტს, 15% მინერალურ ზეთს, 25% ნახშირორჟანგს და 50% უაით–სპირიტის გამხსნელს. WD-40–ში თევზის ცხიმის შემცველობა ლეგენდაა. ნარევი ხანძარსაშიშია, წყლით ეფექტურად ვერ ჩააქრობთ, ასევე კანზე ხანგრძლივი ზემოქმედებისას ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.