მეზობელს დავაკვირდი, როგორ წმენდდა ხალიჩებს და გავიმეორე. ასეთი სუფთა ხალიჩა დიდი ხანია არ მინახავს

დღეს Novate გიზიარებთ სასარგებლო რჩევას, როგორ გაწმინდოთ ხალიჩა და დივნის გადასაკრავი. მეთოდი მარტივია, ხოლო ინგრედიენტები ხელმისაწვდომი, რომლებიც თითქმის ყველას სახლში აქვს.

პირველ რიგში, ხალიჩა მტვერსასრუტით გაწმინდეთ, რომ მტვერი, თმა ან შინაური ცხოველის ბეწვი მოაშოროთ.

საწმენდი ნარევის შემადგენლობაში შედის 1 ლ ცხელი წყალი, უიაფესი სარეცხი ფხვნილი და ნიშადურის სპირტი. ასევე დაგჭირდებათ ჯაგრისი, ჩვარი და ტაშტი.

ტაშტში ცხელი წყალი ჩაასხით, 1 ს/კ სარეცხი ფხვნილი დაუმატეთ და აურიეთ, რომ ფხვნილი კარგად გაიხსნას. აქვე 1 ს/კ ნიშადურის სპირტი ჩაასხით. კიდევ ერთხელ აურიეთ.

რჩევა: თუ ხალიჩა დიდია, წყლის და ყველა ინგრედიენტის რაოდენობა გააორმაგეთ.

ამ ნარევში ჯაგრისი დაასველეთ და ხალიჩის დამუშავება დაიწყეთ. წრიულად იმოძრავეთ. თუ ძლიერ ჭუჭყიანი არა, ერთხელ გახეხვა საკმარისია. თუ სერიოზულად ბინძურია, ხელმეორედ გახეხეთ.

დამუშავების შემდეგ ხალიჩა 15 წუთით გააჩერეთ, რომ საშუალებამ იმოქმედოს. ახლა სუფთა წყლით და სუფთა ჩვრით კიდევ ერთხელ წრიულად გაწმინეთ.

ხალიჩა გააშრეთ. საბოლოოდ, საოცარ შედეგს მიიღებთ.

მეთოდი განსაკუთრებით გამოადგება მათ, ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს, რადგან ხალიჩების წმენდა ხშირად უწევთ. სპეციალური საწმენდი სითხის შეძენა ოჯახის ბიუჯეტს ძლიერ აზარალებს. ასე კი, პრობლემას მარტივად და იაფად მოაგვარებთ.