წვეთი ქიმიის გარეშე! ეფექტური სპრეის მარტივი რეცეპტები ტკიპის, ბუზის, კოღოს, ჭიანჭველას, კრაზანას და ფუტკრის წინააღმდეგ

ამინდის დათბობასა და მცენარეების გამწვანებასთან ერთად სხვადასხვა მკბენარი და სისხლისმწოველი მწერი აქტიურდება. ისინი დასვენების, თევზაობის ან ბაღში ყოფნისას გვაწუხებენ. მათთან შეხვედრა უსიამოვნოა და შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ქავილი ან საავადმყოფოში მოხვედრა, თუ საუბარია ტკიპებზე, ფუტკრებსა და კრაზანებზე. ყველა ეს სახიფათო „ბუჭყა“ რაღაცით უნდა დააფრთხოთ. მაღაზიის საშუალებაზე ფული რომ არ დახარჯოთ, რომელიც ყოველთვის ეფექტური არაა, Novate ნატურალური სპრეის რეცეპტებს გთავაზობთ. მათი დახმარებით მწერებს მოახლოების სურვილს დაუკარგავთ.

ტკიპების წინააღმდეგ

ყველაზე სახიფათო მწერი! სპრეის რეცეპტი: 100 გ წყალში 5 წვეთი ბეგქონდარას ან სალბის ეთერზეთი, 10 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი და 20 წვეთი ლემონგრადის ეთერზეთი გააზავეთ. კარგად აურიეთ, ბოთლში ან პულვერიზატორში ჩაასხით. სპრეით ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სხეულის შიშველი ნაწილები და თმა დაიმუშავეთ. ნარევი 2-3 საათით ეფექტურია.

ბუზების წინააღმდეგ

მომაბეზრებელი მფრინავი მწერების მოშორებაში დაგეხმარებათ შემდეგი ნარევი: 100 გრამ წყალს დაუმატეთ 5 წვეთი ლავანდის ეთერზეთი, 10 წვეთი პიტნის ეთერზეთი, 20 წვეთი ლემონგრასის ეთერზეთი. პულვერიზატორში ან ჰერმენტულ ბოთლში ჩაასხით. სხეულის შიშველ ნაწილებზე, თმაზე წაისვით. ნარევის მოქმედება – 3 საათამდე.

ჭიანჭველების წინააღმდეგ

მწერების საწინააღმდეგო საშუალების შემადგენლობა და პროპორცია: 100 გ წყალი, 30 წვეთი პიტნის ეთერზეთი, 30 წვეთი მიხაკის ეთერზეთი. ფეხსაცმელზე, ხელის და ფეხის შიშველ ნაწილებზე წაისვით. ნარევით დაამუშავეთ გადასაფარებელი, რომელსაც ქუჩაში აფენთ, და ბაღის ავეჯი. 2-4 საათით მოქმედებს.

კოღოების წინააღმდეგ

ეს სისხლისმწოველი მწერი ვერ იტანს სპრეის, რომელიც 100 გ წყლის, 5 წვეთი ლიმონის ეთერზეთის, 10 წვეთი ევკალიპტის ეთერზეთის და 20 წვეთი ციტრონელას ეთერზეთისგან შედგება. სპრეით სხეულის შიშველი ნაწილები, თმა დაიმუშავეთ. 2 საათით ეფექტურია.

ფუტკრის/კრაზანას წინააღმდეგ

მწერების სამყაროში ამ „მძიმეწონიანებს“ გარანტირებულად აფრთხობს შემდეგი კომპონენტების ნარევი: 100 გ წყალი, 5 წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი, 10 წვეთი ლავანდის ეთერზეთი, 20 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი. ტანსაცმელსა და სხეულის შიშველ ნაწილებზე წაისვით. 3 საათით მოქმედებს.