7 გადაწყვეტილება სამზარეულოს გაფორმებაში, რომელიც წლები აქტუალობას არ დაკარგავს

სამზარეულოს რემონტი ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მფლობელები ცდილობენ მის გაფორმებაში გამოიყენონ ისეთი მეთოდები, რომლებიც წლები მოდაში დარჩება. Novate დეტალურ გიამბობთ აქტუალურ გადაწყვეტილებებზე, რომ ტრენდული და უძველებელი ინტერიერი შექმნათ.

1. ფილები წინსაფარზე

დღეს წინსაფარი სამზარეულოს ის ელემენტია, სადაც ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ. შპალერი მინის მიღმა, ქვის პანელი, ნატურალური და დეკორატიული აგური, ბათქაში, მდფ, მოზაიკა – ეს შესაძლო მასალების სრული სია არაა. და მაინც, ტრადიციული კერამიკის ფილა ძირითად გადაწყვეტილებად რჩება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პრაქტიკულია, მარტივად მოსავლელია, ცვეთამედეგია, წყალი, ცხიმი და ტემპერატურის ცვლილებები არ აშინებს. ფერების, პრინტის, ფორმის და ზომის მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ თქვენი ინტერიერისთვის იდეალური ვარიანტი შეარჩიოთ.

დიახ, იგივე საღებავი წინსაფრის ზონაში მიმზიდველად და ორიგინალურად გამოიყურება, მაგრამ გამძლეობით ფილას ვერ შეედრება. სხვათა შორის, ფილების წინსაფარი შეგიძლიათ ახლით ჩაანაცვლოთ ან განაახლოთ, თუ მოგბეზრდათ. მაგალითად, გადაღებეთ, ღარების ფერი შეცვალეთ და ა.შ.

2. ლაკონური ფასადი

თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე რეალობას და ადამიანის მოთხოვნილებას მოიშოროს ყველაფერი ზედმეტი, ირგვლივ წესრიგი დაამყაროს და გონივრულად მოიხმაროს, გასაგებია, რატომ არის მინიმალიზმი უახლოესი წლების ყველაზე მდგრადი ტრენდი. ეს სამზარეულოსაც ეხება. 10-15 წლის წინ პოპულარული იჩხიბი ფასადები სხვადასხვა ხვეულებით, მონოგრამებით, ფრეზებით, ახლა მოძველებული და ნაკლებად მიმზიდველია. აი, ლაკონური ფასადი ყოველთვის აქტუალურია. მას სხვა დეტალები შეგიძლიათ დაუმატოთ და შეუხამოთ. ფასადის ფონზე უფრო გამოკვეთილია ღია ტექსტილი და აქცენტური დეკორი, რომელზეც სამზარეულოს საერთო აღქმაა დამოკიდებული. გარდა ამისა, მარტივი ავეჯი ზედმეტი დეტალების გარეშე სივრცეს არ ტვირთავს, რაც პატარა სამზარეულოში აქტუალურია. მარტივი ფორმის ავეჯი, რომელიც ნატურალურ ფერშია გაფორმებული, ძვირად, კეთილშობილურად და ელეგანტურად გამოიყურება, თუნდაც მასზე ცოტა ფული დახარჯოთ.

3. თეთრი ჭურჭელი

ჭურჭლის არჩევა მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ღია თაროებზე ინახავთ. თუ უნივერსალურ გადაწყვეტილებას ეძებთ, რომელიც ყოველდღიურ და სადღესასწაულო სუფრებზე ორგანულად გამოიყურება, თეთრ ჭიქებს და თეფშებს ყურადღება მიაქციეთ. ის ყოველთვის მოდაშია და ნებისმიერი სერვისის გაფორმება შეუძლია. მსგავსი ჭურჭელი სამზარეულოს ლაკონურს და მოწესრიგებულს ხდის. ერთფერიანი ჭურჭელი დეკორის და ზოლების გარეშე უფრო მომგებიანი და უნივერსალურია.

4. კლასიკური ტექსტილი

სამზარეულოს ფარდა ყოველთვის საკამათო საკითხია. დიზაინერები თანხმდებიან, რომ ინტერიერში ფარდა აუცილებელია, რადგან სიმყუდროვეს ქმნის და დეტალებს აერთიანებს. აი, ტექსტილის სტილის განსაზღვრა დღემდე ვერ შეძლეს. ზოგი თვლის, რომ კლასიკური, იატაკამდე დაშვებული, ვარიანტი სწორი გადაწყვეტილებაა. სხვა ამბობს, რომ ეს არაპრაქტიკული მეთოდია, რადგან ქსოვილი სუნებს იწოვს, წყლის წვეთებისა და ცხიმისგან იტანჯება.

თუ მეორე მოსაზრებას ემხრობით, რომაულ ფარდას ყურადღება მიაქციეთ. ესაა სწორი ტილო ამწევი მექანიზმით, რომელიც ქსოვილს ჰორიზონტალური ზოლებით ზემოთ წევს. რულონის ფარდა უფრო ჟალუზს ჰგავს, ვიდრე კლასიკურ ფარდას, ეს სამზარეულოს ინტერიერში მისი დიდი პლიუსია.

ოთახი ჰარმონიულად რომ გამოიყურებოდეს, ფარდას სხვა ელემენტებით „მხარი დაუჭირეთ“. გამოიყენეთ იმავე ფერის ხალიჩა სასადილოში, პირსახოცი, სუფრის გადასაფარებელი, ხელთათმანი. მშვიდ ბაზურ ფერებს უპირატესობა მიანიჭეთ და ჭრელ ზოლებს მოერიდეთ. ქსოვილი ხარისხიანი უნდა იყოს, რომ პირველივე გარეცხვაზე მიმზიდველობა არ დაკარგოს. მსგავსი ქსოვილი ყოველთვის აქტუალურია. თუ გსურთ ინტერიერს ხიბლი შემატოთ ან განაახლოთ, რამდენიმე ღია დეტალი პირსახოცის, სალფეთქის ან სკამის ბალიშის სახით შემატეთ.

5. ხის სამუშაო ზედაპირი

ხე იდეალურია ვარიანტია, თუ ეძებთ უნივერსალურ მოსაპირკეთებელ მასალას, რომელიც ოთახს სიმყუდროვეს და სტილს შემატებს, თან სხვადასხვა მიმართულების ინტერიერში შესაფერისია. მსგავსი სამუშაო ზედაპირი პალიტრას უფრო თბილს გახდის, ოთახს ბუნებრიობას და ბუნებასთან ერთიანობას შემატებს. ხეს დრო და ტრენდები არ ეხება, რასაც ბოლო ათწლეულის ყველა ინტერიერში მისი არსებობა ადასტურებს. მხოლოდ აქტუალური სახეობები იცვლება, თავად მასალა ყოველთვის მოდაშია.

ყურადღება მიაქციეთ: სამუშაო ზედაპირისთვის მაქსიმალურად გამძლე ხე შეარჩიეთ, რადგან მუდმივ მექანიკურ ზემოქმედებას, ტენიანობას, მაღალ ტემპერატურას (თუ შემთხვევით ცხელ ტაფას დადებთ) უნდა გაუძლოს. იდეალურია მასიური მუხა, იფანი, კაკალი – დაზიანებების მიმართ ყველაზე მდგრადია.

6. ღია სათავსო

ბევრი შეგვეკამათება, მაგრამ ვემხრობით დიზაინერებს, რომლებიც თვლიან, რომ ღია თაროები ისეთივე მთავარი გადაწყვეტილებაა, როგორც დახურული უჯრები. ღია თარო მსუბუქი, ჰაეროვანია და სამზარეულოს ნებისმიერ ნაწილში მშვენივრად გამოიყურება. გეთანხმებით, თაროებს მუდმივად მოვლა სჭირდება, რომ კარგი შთაბეჭდილება შექმნას და ქაოსი არ გამოიწვიოს. მტვრის მოსაშორებლად დღეში დახარჯული 5 წუთი ღირს იმ სილამაზისა და სტილისთვის, რასაც ღია სათავსო ქმნის.

ღია თაროებსა და ჭურჭელზე ცხიმის ლაქები რომ არ გაჩნდეს, გაზქურისგან მოშორებით მოათავსეთ. მის შემცველობას ყურადღება მიაქციეთ. შეუფერებელი ჭურჭელი ვიზუალურ ხმაურს იწვევს. მთავარი ამოცანაა, რომ ფინჯნები, თეფშები და კონტეინერები ერთ სტილში შეარჩიოთ, რომ ერთმანეთს იდეალურად შეეხამოს. თუ სამზარეულოში ბევრი ადგილი გაქვთ, თაროებს ცოცხალი ან ხელოვნური ყვავილების ქოთნები, პოსტერები და სხვა დეკორატიული ელემენტები შემატეთ.

7. ერთიანი სივრცე

ადრე სამზარეულო–მისაღები რაღაც უჩვეულოდ ითვლებოდა. ხალხს არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა საცხოვრებელ ზონაში საჭმლის მომზადება. ნერვიულობდნენ, რომ სუნი მთელ ბინაში გავრცელდებოდა და რბილი ავეჯი უცხო სუნებით გაიჟღინთებოდა. ახლა ამით ვერავის გააკვირვებთ და უკვე კლასიკად იქცა. მისი მთავარი იდეაა ერთიანობა. ნაკლები კედელი, ტიხარი და მეტი ჰაერი, სივრცე. ძლიერი გამწოვი და კარგი ვენტილაცია სუნების პრობლემას აგვარებს. თუ სამზარეულოში კონფიდენციალობა გჭირდებათ, მსუბუქი ტიხარი გამოიყენეთ, რომელიც სინათლეს ატარებს. მაგალითად, ლარტყიანი სტრუქტურა, მობილური შირმა და ა.შ.

კერძების მოსამზადებელი ზონა შეუმჩნეველი გახადეთ, რომ ყურადღება გამახვილდეს დასასვენებელ ზონაზე, კერძოდ დივანის ჯგუფზე. აქ, გონივრულია ლაკონური ფასადი და ნეიტრალური ფერები, რომელთა შესახებ ზემოთ ვისაუბრეთ. მისაღები ოთახის და სამზარეულოს დაყოფის სტანდარტული მეთოდია სასადილოს ჯგუფი, რომელიც ნარნარად გადასვლას ქმნის. თქვენს სურვილზე, ცხოვრების წესსა და ჩვევებზეა დამოკიდებული რას გამოიყენებთ, სრულფასოვან მაგიდას თუ ბარის დახლას.