გაყვითლებული ღარები და ობი: როგორ მოვიშოროთ სოკო მარტივად სააბაზანო ოთახში

მაღალი ტენიანობა და არასწორი მოვლა მთავარი მიზეზებია, რის გამოც სააბაზანო ოთახში ობი ჩნდება და ფილებს შორის პირაპირი ყვითლდება. მნიშვნელოვანია, ეფექტური საწმენდი საშუალება შეარჩიოთ, რომ სოკოს გაჩენა არ დაუშვათ. თუ პრობლემას უკვე შეეჯახეთ, Novate გასწავლით, როგორ გაათეთროთ გაყვითლებული ღარები ფილებს შორის და მოიშოროთ ობი.

პირაპირის ადგილის გაწმენდაში საკმაოდ ბიუჯეტური საშუალებები დაგეხმარებათ, რომელთა მომზადებას ნებისმიერი შეძლებს. ობის აღმოჩენისას მაღაზიაში გაქცევა და ძლიერმოქმედი ძვირიანი ქიმიის შეძენა არ იჩქაროთ. არსებობს რამდენიმე მარტივი რეცეპტი, რომელიც განსაკუთრებულ ხარჯს არ მოითხოვს.

როგორ გავათეთროთ ფილებს შორის ღარები და გავაქროთ ობი

მეთოდი 1

ჩვეულებრივი მათეთრებელი უსიამოვნო გაყვითლებული ღარების მოშორებაში დაგეხმარებათ. 1 ლ წყალი და 5 ს/კ მათეთრებელი გელი აურიეთ. მზა ხსნარი პულვერიზატორში გადაიტანეთ. მიღებული ნარევი გაყვითლებულ ღარებს წაუსვით. ობიანი ადგილები არ დაგრჩეთ. ახლა ძალიან ჭუჭყიანი ადგილები ძველი კბილის ჯაგრისით გახეხეთ. 10-15 წუთით მოიცადეთ, შემდეგ ხსნარი სველი ჩვრით მოაშორეთ.

მეთოდი 2

ნიშადურის სპირტით სოკოს მოიშორებთ და ფილებს ძველებურ ბზინვარებას დაუბრუნებთ. ნარევის მომზადება მარტივია. 1 ს/კ ნიშადურის სპირტი 2 ლ სუფთა წყალში გააზავეთ. მზა სითხე პულვერიზატორში ჩაასხით. ხსნარი ფილებს შეაფრქვიეთ, ღარებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. 15-20 წუთში სველი ღრუბლით კაფელი გაწმინდეთ და წასმული ნარევი კარგად მოაშორეთ.

მეთოდი 3

ერთ–ერთი უმარტივესი მეთოდი, რომლის დახმარებით სააბაზანო ოთახში ობს მოიშორებთ. ესაა წყალბადის ზეჟანგი. 1:2 თანაფარდობით საშუალება წყალს აურიეთ. მზა ნარევით ღარები და ობიანი ადგილები საგულდაგულოდ დაამუშავეთ. 15 წუთი მოიცადეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამორეცხეთ.

მეთოდი 4

მრავალკომპონენტიანი საშუალება, რომელიც სააბაზანო ოთახში ფილებს შორის ღარებს ქათქათა ფერს დაუბრუნებს. მის მოსამზადებლად ნახევარი ჭიქა სოდა, 70 მლ ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ კბილის პასტა და 1 ს/კ მდოგვი აურიეთ. ყველა ინგრედიენტი აურიეთ. 1 ლ სუფთა წყალი დაუმატეთ. მიღებული ნარევი ჭუჭყიან ადგილებს ღრუბლით წაუსვით. 30 წუთით გააჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამორეცხეთ.

მეთოდი 5

ფილებს შორის ღარების მათეთრებელი კიდევ ერთი საშუალება, რომელიც მარტივად მზადდება. დაგჭირდებათ პროდუქტები, რომელთაც სამზარეულოში იპოვით. 150 გ სოდა და 25 გ ლიმონმჟავა აურიეთ. 50 მლ 9%–იანი სუფრის ძმარი დაუმატეთ და აურიეთ. ნარევი 1,5 ლ სუფთა წყალში გააზავეთ. მზა ხსნარში კბილის ჯაგრისი დაასველეთ და გაყვითლებული ღარები დაამუშავეთ. 20 წუთში თბილი წყლით ჩამორეცხეთ.

შეგახსენებთ, სანამ ამ საწმენდ საშუალებებს ობის მოსაშორებლად გამოიყენებთ, რეზინის ხელთათმანი გაიკეთეთ. უსაფრთხოების ზომები არ დაგავიწყდეთ. გაგვიზიარეთ ეფექტური მეთოდები, რომელთაც სოკოს მოსაშორებლად და ფილებს შორის გაყვითლებული ღარების გასათეთრებლად იყენებთ.