5 ხელმისაწვდომი ვარიანტი ჭურჭლის სარეცხი საშუალების ჩასანაცვლებად

ჩემი დაქალი ნამდვილი ეკოაქტივისტია. ყველა აქციაში მონაწილეობს და ნებისმიერი ქიმიური საშუალების წინააღმდეგ გამოდის. სახლში მაღაზიის არც ერთი საწმენდი და სარეცხი საშუალება არ აქვს. ძვირიანი ეკოლოგიური საშუალების შეძენა არ შეუძლია, ამიტომ მრავალი ხალხური რეცეპტი იცის. როცა ჩემს ჩანთაში სარეცხი ბოთლი დაინახა, მთელი ლექცია წამიკითხა, როგორ ჩამენაცვლებინა სარეცხი საშუალება.

არსენალში მთელი 5 ვარიანტი ჰქონდა. თითოეული საშუალო ოჯახისთვის ხელმისაწვდომია. მაღაზიაში წასვლაც არ მომიწია, რადგან ყველა ინგრედიენტი სამზარეულოში ვიპოვე. Novate გიამბობთ, რომელი საშუალება და როგორ გამოიყენოთ ჭურჭლის გასარეცხად, თუ მოულოდნელად მაღაზიაში ნაყიდი სარეცხი საშუალება დაგიმთავრდათ.

ნატურალური საშუალებები ჭურჭლის სარეცხი საშუალების ნაცვლად

სოდა

სოდა კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა. ჭურჭელზე მავნე ბაქტერიების გამო ნერვიულობა არ მოგიწევთ. ფხვნილი ცხიმს და ნამწვს უმკლავდება. მისი აბრაზიული თვისება მიმწვარ საკვებს აშორებს და ზედაპირს არ აზიანებს. სოდა გაშავებულ დანა–ჩანგალს ბზინვარებას დაუბრუნებს. ფხნილისგან ფაფა გააკეთეთ და კოვზები და სხვა ჭურჭელი კარგად გაწმინდეთ.

ლიმონმჟავა

ლიმონის დახმარებით ჩაიდანს ან ქვაბს ნაქაფს მოაშორებთ. 2–3 ჩ/კ მჟავა საკმარისია, რომ კირის ნადები მთლიანად მოიშოროთ. კრისტალები წყალში გახსენით და ჩაიდანი ამ სითხით აადუღეთ. ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაშორებლად პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

სარეცხი საპონი

ნატურალური საპნით ტანსაცმელი ან ჭურჭელი შეგიძლიათ გარეცხოთ. მართალია, თეფშებს უბრალოდ არ გავსაპნავთ. ბევრი ქაფის მისაღებად საპნიანი ხსნარი უნდა მოამზადოთ. ისევე კარგად მუშაობს, როგორც ჩვეულებრივი ქიმია.

ძმარი

კიდევ ერთი უნივერსალური საშუალება, რომელსაც „ყველა შემთხვევისთვის“ ვუწოდებ. ძმარი გასარეცხად და სახლის დასალაგებლად იდეალური საშუალებაა. მჟავე ცხიმიან ჭურჭელსაც უმკლავდება. ძმარი ტაფას ნამწვს მოაშორებს, თუ სოდას აურევთ.

მდოგვის ფხვნილი

ამ შემთხვევაში რაიმეს დამატება არ გჭირდებათ. მდოგვის ფხვნილი ჭუჭყიან ჭურჭელს წაუსვით, ღრუბლით გახეხეთ და გამდინარე წყალი გაავლეთ. თავის დროზე ბებია ასე რეცხავდა და ყველა თეფში იდეალურად სუფთა იყო.

ყველა ამ საშუალების თვისება შეგიძლიათ ეთერზეთებით გააძლიეროთ. ევკალიპტის და ჩაის ხის ზეთებს მაღალი სადეზინფექციო თვისებები აქვს. თუ ქიმიური სარეცხი საშუალების ჩანაცვლებას ნატურალური ანალოგებით აპირებთ, იგივე ღრუბელთან შეგიძლიათ გააკეთოთ. მის ნაცვლად რამდენჯერმე დაკეცილი მარლა გამოიყენეთ. ქსოვილი მარტივად ირეცხება და ხელმეორედ შეგიძლიათ გამოიყენოთ.