ძველი ხის ავეჯი ღვთაებრივ ფორმაში მოვიყვანე, ყველა ნაკაწრი მოვაშორე

ძველი ხის ავეჯი თანამედროვე ინტერიერის საგანი სულ უფრო ხშირად ხდება. ადრე ხალხი ბუნების მიერ მოცემულ რესურსებს უფრო აფასებდა, ავეჯზე ნაკაწრის აღმოჩენისას არემონტებდა და არ აგდებდა. გაცვეთილი სკამი და ძველი ხის მოჩუქურთმებული მაგიდა წარსულის მოგონებაა, რომელიც ინტერიერში რეტრო ელემენტი ხდება. ახალი ავეჯის შესაძენად ბევრი ფულის დახარჯვას ყოველთვის მოასწრებთ, მაგრამ იქნება ძველზე ხარისხიანი? Novate გთავაზობთ მეთოდებს, როგორ განაახლოთ ძველი ავეჯი.

ძველი ხის ავეჯი

ავეჯი, რომელმაც აქტუალობა დაკარგა, პირვანდელ ფუნქციას ჯერ კიდევ ასრულებს, მხოლოდ ცოტა დრო უნდა დაუთმოთ. თანამედროვე ინტერიერის დიზაინერები ძველ სკამს, კომოდს და მაგიდას სპეციალურად ეძებენ, შემდეგ აკეთილშობილებენ და უნიკალურ საგნებს ქმნიან. აუცილებელი არაა დიზაინერი იყოთ, რომ ძველ ავეჯს მეორე სიცოცხლე შთაბეროთ.

ადრე სტელაჟი, კომოდი და მაგიდა ლაქით იღებებოდა და იმის მიუხედავად, რომ დღემდე საკმაოდ გამძლეა, თანამედროვე ინტერიერში მათი ჩართვა რთულია. რა შეგიძლიათ გააკეთოთ? ზოგჯერ საკმარისია, რომ ძველი საფარი მოაშოროთ. ბევრი მეთოდი არსებობს, რომელთა დახმარებით ამას გემოვნებით გააკეთებთ.

საკალასე

თუ ავეჯი საკმაოდ გამძლე, მაგრამ გაცრეცილია ან ზოგიერთ ადგილას პრიალა ლაქი აცლილია, უბრალოდ ძველი საფარი მოაშორეთ და საკალესე საღებავით დაფარეთ. ძველი ლაქის მოსაშორებლად ფენით გააცხელეთ და ლაქის ნარჩენები შპატელით აფხიკეთ, ზუმფარის ქაღალდით ზედაპირი გაასწორეთ. ახლა მტვრის ნარჩენები სველი ჩვრით მოაშორეთ და ხეს გაშრობა აცადეთ.

საკალასე საღებავი ხეს მწერებისგან დაიცავს და მის სილამაზეს ხაზს გაუსვამს. ავეჯს რამდენიმე ფენა გადაუსვით. ჩვეულებრივი საღებავის მსგავსად საკალასე საღებავს სხვადასხვა ფერი აქვს, ასე რომ შესაფერის ფერს მარტივად იპოვით. სურვილისამებრ, ავეჯი გლუვი ან პრიალა ლაქით დაფარეთ.

საღებავი

გაცრეცილი ხის ავეჯი ხის რძიანი საღებავით შეგიძლიათ განაახლოთ. საღებავში შედის რძე, რომელიც ხის ზედაპირზე ზრუნავს. ავეჯი ასეთი საღებავით რომ შეღებოთ, საღებავის ძველი ფენა ზუმფარის ქაღალდით ან საპრიალებელი მანქანით მოაშორეთ, პრაიმერი, ხოლო პრაიმერის გაშრობის შემდეგ საღებავი წაუსვით.

ვინტაჟური ავეჯის მოყვარულებს იდეა შაბლონებით მოეწონებათ. სკამი, მაგიდა, სამზარეულოს გარნიტურა სპეციალური დიდი შაბლონით და ქილის საღებავით შეგიძლიათ განაახლოთ. შაბლონად უბრალო ტიულიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ტიული ავეჯს სკოჩით დაამაგრეთ და საღებავი გააფრქვიეთ. ტიული ფრთხილად მოაშორეთ და საღებავს გაშრობა აცადეთ.

ახალი გადასაკრავი

ავეჯის გადაკვრა საინტერესო პროცესია. მაგალითად, ტაბურეტს ან სკამს ახალ გადასაკრავს სახლში მარტივად გადააკრავთ. დაგჭირდებათ, გადასაკრავი ქსოვილი, ავეჯის იარაღი, პოროლონი, თუ გადასაკრავი დაჯდა, სახრახნისი ან ხრახნდამჭერი. დეტალები მოხსენით. საჯდომი შემოხაზეთ და პოროლონი დაამაგრეთ. ზემოდან ქსოვილი გადაჭიმეთ. თანდათან დაჭიმეთ და ახალი გადასაკრავი ავეჯის იარაღით დააფიქსირეთ. შემდეგ დეტალები თავის ადგილზე დააბრუნეთ.

ახალი მინა

კარადის კარში ან სამზარეულოს გარნიტურაში ძველი მინის ახლით ჩანაცვლება საკმარისია, რომ ავეჯმა ახალი იერი მიიღოს. ახლა შეგიძლიათ დაბურული, ზოლებიანი ან გლუვი მინა შეიძინოთ. თუ ავეჯს გადაღებავთ, ახლის ყიდვა არ მოგიწევთ.

ორიგინალური ფურნიტურა

ახალ კარგ ავეჯსაც პრიმიტიული ფურნიტურა შეიძლება ჰქონდეს. ინტერიერის ხიბლი შეიძლება ნებისმიერი დეტალი გახდეს. უბრალო ქარხნული კომოდი შეგიძლიათ უნიკალური გახადოთ, თუ ახალ სახელურებს გაუკეთებთ ან არსებულ ფურნიტურას სხვა ფერში გადაღებავთ.

რედაქციის რჩევა

ნივთების გადაკეთებისას საკუთარ უსაფრთხოებაზე აუცილებლად იზრუნეთ: დამცავი ხელთათმანი და რესპირატორი ყოველთვის გამოიყენეთ, თუ ავეჯს ლაქს აშორებთ ან საღებავს უსვამთ. ასეთი შემოქმედება კარგად განიავებულ ადგილას ჩაატარეთ.

ხის ავეჯზე ღრმა ნაკაწრები შეგიძლიათ პოლიროლით ან ნიგვზით მოიშოროთ. თუ ხის ავეჯზე ლაქი დასკდა, ზედაპირის განახლებას შეძლებთ შემდეგი ხსნარით: 90 მლ ზეითუნის ზეთი, 5 მლ ლიმონის წვენი და 30 მლ ძმარი. ინგრედიენტები აურიეთ და ნარევი პულვერიზატორით წაუსვით. ხის ზედაპირი ჩვრით გაწმინდეთ. ხე თბილი ნატურალური მასალაა, რომელიც სათანადო მოვლით ათწლეულები გემსახურებათ. როგორ ზრუნავთ ხის ავეჯზე?