ფეხსაცმლის ვერტიკალური რეცხვა: როგორ გავრეცხოთ ბოტასები სარეცხ მანქანაში

ბევრისთვის ფეხსაცმლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ასეთ მეთოდს ყოველთვის ვუფრთხოდი და არა უმიზეზოდ. ჩემი დაქალიც ამ მეთოდს იყენებდა. პირველი რამდენიმე მცდელობა წარმატებით დასრულდა, მაგრამ 5-6 რეცხვის შემდეგ ბოტასებს ძირი გაძვრა. კარგია, რომ ფასდაკლებით შეიძინა, მაგრამ ფეხსაცმელი ხარისხიანი იყო და მისი ტარება კიდევ შეიძლებოდა.

რა არის გასაკვირი? ოდესმე დაკვირვებიხართ, რა ემართება თქვენს ნივთებს რეცხვის დროს? სარეცხ მანქანაში მოხვედრის შემდეგ უზარმაზარ დატვირთვას უძლებს. ამას დაუმატეთ წყლის, მაღალი ტემპერატურის და მუდმივი ვიბრაციის ზემოქმედება. ლოგიკურია, რომ ფეხსაცმელი სწრაფად გაცვდება. უფრო ნაზი მეთოდი, ვერტიკალური რეცხვა არსებობს, რომლის შესახებ Novate გიამბობთ.

ფეხსაცმლის ნაზი რეცხვა თასმებით სარეცხ მანქანაში

პირველ რიგში, ფეხსაცმელი გასარეცხად მოამზადეთ. ზედაპირს და ძირს მტვერი და ჭუჭყი მოაშორეთ, ღაბაშები ამოიღეთ. ახლა თასმები პირველი ორი ნახვრეტიდან მოხსენით.

ბოტასები მანქანის დოლურაზე ქუსლებით დადეთ. თასმებით დაიჭირეთ და კარი დახურეთ ისე, რომ თასმის ბოლოები გარეთ დარჩეს. ასე ფეხსაცმელს მთელი რეცხვის პროცესში ერთ პოზაში დააფიქსირებთ.

სწრაფი რეჟიმი ჩართეთ და გავლება დაუმატეთ. კონდიციონერი აუცილებლად გამოიყენეთ. ასე ფეხსაცმელს განაახლებთ და მასალას დაარბილებთ.

ამის შემდეგ ბოტასები გასაშრობად გარეთ ან კარგად განიავებულ ადგილას გაიტანეთ.

ვერტიკალური რეცხვის უპირატესობები

ყველაფერი ცხადია. როცა ფეხსაცმელი ერთ პოზაშია და დოლურაში არ დაფრინავს, პრაქტიკულად არ დეფორმირდება. დამატებით, ლითონის და ფეხსაცმლის ძირის დოლურაზე დარტყმის საშინელ ხმაურს მოიშორებთ.

სხვათა შორის, ბოტასებთან ერთად სხვა ნივთებიც შეგიძლიათ გარეცხოთ: ხალიჩა, ოთახის ჩუსტი და სხვა. ოღონდ არა თეთრეული!

ფეხსაცმლის ზოგიერთ მოდელს თასმები არ აქვს. ამ შემთხვევაში თოკზე დაამაგრეთ. შემდეგ პროცედურა იგივეა.

ფეხსაცმელი ზედმეტი საზრუნავის გარეშე შეგიძლიათ გაწმინდოთ, თან გარეგნობა შეუნარჩუნოთ. ვერტიკალური რეცხვა თითქმის ყველა მასალაზე გამოგადგებათ, მაგრამ სჯობს ყოველი ახალი წყვილის მოვლის წესები დეტალურად შეისწავლოთ!