აგარაკზე ვიპოვე ძველი ჩაიდანი, რომელიც 10 წელია არ გაურეცხავთ. მოვაწესრიგე და ახლა ახალივითაა

Novate გიზიარებთ ეფექტურ საშუალებას, რომელიც ჩაიდანს მარტივად და სწრაფად გარეცხავს. მრავალწლიან ჭუჭყსაც ეფექტურად უმკლავდება. მაგალითად, ძველ ჩაიდანს, რომელიც აგარაკზე წლები ინახებოდა და არ ირეცხებოდა, ეფექტურად გაწმენდს. საკმაოდ კარგი საშუალებაა და გიამბობთ, როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ.

დაგჭირდებათ საკანცელარიო წებო. ყველაზე იაფი წებო იყიდეთ, რადგან ფასი მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს. ასევე სოდა გამოიყენეთ.

ლითონის ვედროში 4 ლ წყალი ჩაასხით. წყალს წებო დაუმატეთ. 50 გრამიანი ტუბი მთლიანად ჩაასხით.

აქვე დაუმატეთ 8 ს/კ სოდა. კარგად აურიეთ, ჩაიდანი ნარევში ჩადეთ და გაზქურაზე დადეთ. ჩაიდნის თავსახურიც ნარევში მოათავსეთ.

ნარევის ადუღებას დაელოდეთ. დუღილიდან 10 წუთის შემდეგ დააკვირდით. თუ ჭუჭყი ძლიერი, უფრო დიდხანს ხარშეთ.

ამის შემდეგ ჩაიდანი ვედროდან ამოიღეთ და ღრუბლით გახეხეთ. ჭუჭყი სწრაფად მოშორდება, ძალის გამოყენებაც არ მოგიწევთ.

ამ მეთოდით შეგიძლიათ გარეცხოთ ჭურჭელი, რომელიც წლებია აგარაკზე უსაქმოდ დევს.