8 იდეა მთელი მსოფლიოდან პატარა მისაღები ოთახის გასაფორმებლად

მისაღები ოთახი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახია ბინაში. მაშინაც კი, თუ სტუმრებს იშვიათად იღებთ, გსურთ, ოთახი კომფორტული და მყუდრო იყოს, რომ თავისუფალი დრო სასიამოვნოდ გაატაროთ: წიგნის წაკითხვა, სერიალის ყურება, ხელსაქმის კეთება. Novate გთავაზობთ რამდენიმე იდეას მთელი მსოფლიოდან, როგორ გააფორმოთ მისაღები ოთახი.

1. აშშ: გამჭვირვალე ავეჯი

პატარა მისაღები ოთახი განაჩენი არაა. თუ სწორად გააფორმებთ, კვადრატული მეტრების ნაკლებობა თვალში მოსახვედრი არ იქნება, მეორეც, ყველა საჭირო ნივთს უპრობლემოდ მოათავსებთ. დაიმახსოვრეთ, რომ პატარა ოთახში მასიური და დიდი ავეჯის ადგილი არაა. ის მთელ თავისუფალ სივრცეს დაიკავებს, ოთახს ჰაერს წაართმევს, თქვენ – სამოძრაო ადგილს. სწორედ ამიტომ, მსუბუქი და უწონო ავეჯი საუკეთესო გამოსავალია. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ მასალებს, როგორიცაა მინა და პლასტმასი – ისინი სივრცეს არ გადატვირთავენ. საინტერესოა, რომ თუ ასეთ მაგიდას და სკამს მისაღები ოთახისთვის აირჩევთ, ოთახი ინტერიერის მრავალფეროვნებით არ გადაიტვირთება. გამჭვირვალე ავეჯი მთელ ყურადღებას მიიპყრობს და დანარჩენი ნივთები მეორეხარისხოვანი გახდება.

2. საფრანგეთი: სავარძელი დივნის ნაცვლად

თუ სტუმრებს იშვიათად იღებთ და თავისუფალ დროს მეორე ნახევართან ან მარტო ატარებთ, დაფიქრდით, რა საჭიროა, რომ ოთახის ნახევარი მასიურ დივანს ეკავოს? შესაძლოა, თქვენთვის შესაფერისი იყოს მყუდრო დასასვენებელი ზონა, რომელიც ორი სავარძლისა და ჟურნალის მაგიდისგან შედგება. მსგავსი ჯგუფი ნაკლებ ძვირფას ფართობს დაიკავებს და თან უფრო მყუდროდ და ინტიმურად გამოიყურება. წარმოიდგინეთ: ოთახის კუთხეში ფერადი სავარძელი რბილი გადასაკრავით დევს, მის გვერდით მარცხნივ – მაღალი, ვიწრო სტელაჟი წიგნებით, მარჯვნივ – ყავის მაგიდა მოჩუქურთმებულ ფეხზე ლანგარით, რომელზეც ფინჯანი არომატული ყავა და შოკოლადის კანფეტებით სავსე თეფში დევს. ასეთ ზონაში საღამოს დასვენება ნამდვილად მოგინდებათ დივნისგან განსხვავებით, რომელიც, სავარაუდოდ, თქვენს ბინაში მხოლოდ იმიტომ გამოჩნდა, რომ ასეა მისაღები.

3. ფინეთი: აქცენტი ფერზე

თუ ადრე მინიმალისტური და სკანდინავიური ინტერიერები პოპულარული იყო, რომლებიც ასკეტიზმით, თეთრი გამით გამოირჩეოდა, ახლა მოდაშია კაშკაშა ფერები, რომლებიც ინდივიდუალურობას ხაზს უსვამს. მისაღებ ოთახში ყვითელი, მწვანე, ცისფერი და წითელი ფერის გამოყენებამ არ შეგაშინოთ – აირჩიეთ ფერი, რომელიც მოგწონთ და აჩვენეთ, რისკენ ისწრაფვით, რა გიყვართ და რაზე ოცნებობთ.

თუ შიშობთ, რომ ფანტაზიის აფეთქებამ თქვენი მისაღები ოთახი უგემოვნო არ გახადოს, ფონად ღია ფერი, მაგალითად, თეთრი, ნაცრისფერი ან კრემისფერი დატოვეთ, ხოლო შემდეგ წერტილოვნად კაშკაშა ფერები შემატეთ. მაგალითად, ფარდა, ხალიჩა, დივნის ბალიშები, ლარნაკები თაროზე, სალფეთქი მაგიდაზე (თუ სასადილო ზონა მისაღებ ოთახთან დაკავშირებულია) და დივნის გადასაკრავი. კარგი გამოსავალია ტექსტურირებული შპალერი, ნაქსოვი პლედი, ორიგინალური პოსტერი კედელზე. რამდენიმე შტრიხი და მისაღები ოთახი თქვენს ხასიათს შეიძენს. ისეთი უგემოვნო აღარ გახდება, როგორც ასობით მაგალითი ინტერნეტში, რაღაც განსაკუთრებული, პირადული გამოვა.

4. კანადა: სარკით გადიდება

სინათლე, სიმსუბუქე, ჰაერი, სივრცე – აი, რა გვსურს მისაღებ ოთახში. როგორ მივაღწიოთ ამას, თუ ოთახი დიდი ზომებით არ გამოირჩევა? აქ, უნდა მოაწყოთ დასასვენებელი ზონა დივნით და ტელევიზორის ადგილი, სათავსო კარადის ან სტელაჟის სახით, ჟურნალის მაგიდა, რომ საყვარელი სერიალის ყურებისას ჩაი კომფორტულად დალიოთ. ეს მთელი სია არაა.

ვიზუალური ტექნიკა ოთახის გაფართოებაში დაგეხმარებათ. მათგან სარკე ყველაზე პოპულარულია. ნიშაში მოათავსეთ და ნახავთ, როგორ ქმნის ილუზიას ანარეკლი, რომ სარკის პანელის მიღმა ოთახი არ მთავრდება, არამედ გრძელდება.

კედელზე ბევრი სარკე რომ არ დაკიდოთ და ტყუილი ხელოვნურად არ გამოიყურებოდეს, გვერდით ნებისმიერი მსხვილი ინტერიერის საგანი დადეთ. მაგალითად, სერვანტი, სტელაჟი და დიდი ნახატი მასიურ ჩარჩოში. ასე მისაღები ოთახი უფრო ჰარმონიული გამოვა.

5. ესპანეთი: ოპტიკური ილუზია

ეს იდეა წინა ხრიკის ერთგვარი გაგრძელებაა, რადგან სარკე სწორი განლაგებით ოპტიკურ ილუზიას ქმნის. დაგჭირდებათ ფოტოშპალერი პერსპექტივით. უპირატესობა მიანიჭეთ არქიტექტურულ ფორმებს და შორს მიმავალ გზებს – მთავარია, რომ ნახატი სივრცეს უსასრულოდ წელავდეს. მსგავსი აქცენტური კედელი ისედაც ლამაზია, მაგრამ ლედ განათებით ეფექტი იზრდება.

შენიშვნა: ასეთი ხრიკი გამოიყენეთ მაშინ, როცა ოთახი მარკუთხედის ფორმისაა და ვიზუალურად კვადრატთან მიმსგავსება გსურთ. თუ მსგავს ოპტიკურ ილუზიას ვიწრო კედელზე გამოიყენებთ, მისაღები ოთახი ვიზუალურად მატარებლის ვაგონს დაემსგავსება. მნიშვნელოვანია, თვალყური ადევნოთ, რომელ მხარეს გსურთ სივრცის გაზრდა.

6. ჩინეთი: მინიმალიზმი

ჩინეთს ყველა მიმართულებით მინიმალიზმი ახასიათებს. ეს ეხება ტანსაცმელს, ბინის გაფორმებას, ცხოვრების სტილს. ალბათ, ამიტომ მათი სახლი ყოველთვის დიდი ჩანს, თუნდაც ფართობი სასურველიდან შორს იყოს. საიდუმლო ხრიკი: არა მხოლოდ ავეჯის რეალური წონის გათვალისწინება, არამედ ვიზუალური, რომელიც ფორმაზე, ზომაზე, ფერზე, არსებულ დეკორზეა დამოკიდებული. ამ მინიმალისტური მეთოდის წყალობით ინტერიერი უფრო ფართო ჩანს, ვიდრე მსგავსი ბინა სხვა სტილში გაფორმებული.

ღია ფერის კედლები და ჭერი, მარტივი ლაკონური ავეჯი მოჩუქურთმებული ფეხების გარეშე და არანაირი ზედმეტი დეკორი – აი, სცენარი, რომელიც პატარა მისაღები ოთახისთვის იდეალურია. სათავსო არა დიდ კარადაში, არამედ ტელევიზორის ქვეშ ტუმბოშია მოწყობილი. თუ დამატებით დასაჯდომი ადგილის მოწყობა გსურთ, ტუმბო და დაბალი ფანჯრის რაფა დააკავშირეთ.

7. დანია: დივანი ზურგით კარისკენ

პატარა მისაღებ ოთახში ავეჯის განლაგების პრობლემა ხშირად ჩნდება: ერთი მხრივ კარია, მეორე მხრივ ფანჯარა, გვერდით ნიშა ან სვეტი და უკვე სრულფასოვანი ავეჯისთვის ადგილი არაა. ინტერიერში ერთი ცალკეული ელემენტის მორგება გვიწევს, რის გამოც ჰარმონიულ სურათს ვერ ვიღებთ.

თუ მისაღებ ოთახს მოუხერხებელი განლაგება აქვს, დანიის ინტერიერის მაგალითით შთაგონება მიიღეთ. ბინის მფლობელმა ავეჯი არასტანდარტულად მოათავსა. ასე დივანი ზურგით შემოსასვლელი კარისკენ აღმოჩნდა. ასეთ გადაწყვეტილებას რიგი უპირატესობა აქვს: საუბრისას თქვენ და თქვენი სტუმრები კონფიდენციალურ გარემოს მიიღებთ, რადგან დანარჩენი სივრცისგან ვიზუალურად გამოყოფილია. მართალია, ეს ხრიკი შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ დივანი სამოძრაო ადგილს ტოვებს.

8. ჰოლანდია: მობილური ავეჯი

მიჩვეული ხართ, რომ მისაღები ოთახი წვეულებების, კარაოკეს, ასევე სამაგიდო და აქტიური თამაშებისთვის პოპულარული ადგილია? მაშინ მობილური ავეჯის შეძენაზე დაფიქრდით, რომელსაც ერთი ადგილიდან მეორეზე ან საერთოდ სხვა ოთახში თავისუფლად გადაიტანთ, რომ სივრცე გაათავისუფლოთ. უმარტივესი გადაწყვეტილება: ჟურნალის მაგიდა ბორბლებზე და მსუბუქი სავარძელი, რომელიც დივანს და დასასვენებელ ზონას ავსებს. როცა ვახშამს ან ჩაის დაასრულებთ, შეგიძლიათ ოთახის ცენტრი მარტივად გაათავისუფლოთ და საცეკვაო ადგილი მიიღოთ ან აქტიური კონკურსები მოაწყოთ.