მდიდრული ეკოკურორტი ქვიშაქვის კლდეებსა და მომთაბარე ტომების უძველეს ბილიკებს შორის

საუდის არაბეთის ერთ–ერთი თვალწარმტაცი ადგილის შუაგულში ხუთვარსკვლავიანი ეკოკურორტი Habitas AlUla გამოჩნდა. ახალი ტურისტული ობიექტი მდებარეობს იმ ადგილას, სადაც ჩვ.წ.–ით 1 საუკუნეში ძველმა ტომებმა თავშესაფარი იპოვეს და სადაც სავაჭრო გზა გადიოდა. ახლა თანამედროვე მოგზაურებს აშარის ველის უდაბნოს კანიონებში ელით კომფორტული ნომრები აუზზე ხედით, დახვედრის განსაკუთრებული ცერემონია და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

Habitas AlUla შთამბეჭდავი ეკოკურორტია, რომელიც საუდის არაბეთში, აშარის ველის უდაბნოს კანიონების უძველეს ოაზისში აშენდა. ხუთვარსკვლავიანი კურორტი მდებარეობს მომხიბლავი უცნაური ფორმის ქვიშაქვის კლდეებსა და ძველ ნაბატეველთა დასახლებას შორის, სადაც ჯერ კიდევ ჩვ.წ.–ით 1 საუკუნეში სავაჭრო გზა გადიოდა. ახალი ტურისტული კომპლექსი 96 მდიდრული ნომრისგან შედგება. მასთან ახლოსაა ქვეყნის ცნობილი ღირშესანიშნაობები, მათ შორისაა ალულის ძველი ქალაქი, სარკიანი საკონცერტო დარბაზი Maraya Concert Hall და მირაჟის თეატრი.

Novate–ს ინფორმაციით, როგორც წესი, ტურისტები ჯგუფურად ჩამოდიან ფრენების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, რომლის მიღება ახალ გახსნილ ალულის აეროპორტს შეუძლია. სწორედ ამიტომ, ჩამოსვლის და გამგზავრების თარიღი წინასწარ უნდა დაგეგმოთ. დამსვენებლებს ურჩევენ, რომ უდაბურ ადგილას დასარჩენი საჭირო ნივთები მოიმარაგონ (წამლები, პირადი ჰიგიენის განსაკუთრებული საშუალება ან კვების პროდუქტები სამკურნალო დიეტისთვის), რადგან დასახლებული პუნქტიდან მოშორებით ვერ იყიდით. ამით უჩვეულო დასვენების მოყვარულთა სირთულეები მთავრდება.

Habitas AlUla–ს სტუმრებს ელით „მარსული“ პეიზაჟის საოცარი ხედები და ხელუხლებელი ბუნების იდუმალი ხმები. მოგზაურებს ეკოკურორტის ტერიტორიაზე ფეხის დადგმისთანავე სიურპრიზი დახვდებათ. ორგანიზატორებმა დახვედრის განსაკუთრებული ცერემონია მოაწყვეს. ყველა სტუმარს ჩუქნიან სამაჯურს ხის კომპასით და ბრენდის საფირმო ნიშნით, შემდეგ 2 წუთიანი დუმილის აღთქმა მოჰყვება. ამ მომენტში სტუმრებს სთხოვენ, რომ სტილისა და ეროვნული კოლორიტის განსაკუთრებულ სამყაროში სულიერი მოგზაურობისთვის ფიქრებით განეწყონ. ასეთ ამაღლებულ ნოტაზე ყველას ურიგებენ არომატულ ქვას (საკმეველს), რომელიც ალულის ძველი ქალაქის წმინდა ადგილიდან მოტანილია და საკმევლის ჭურჭელში ჩაყრას სთავაზობენ. ასეთ საკმეველს ამ რეგიონში სახლების და ნებისმიერი სხვა დაწესებულების არომატიზაციისთვის იყენებენ.

ყურადსაღები ფაქტი: Habitas AlUla–ში დასვენების ორგანიზებისას საჭირო ატმოსფეროს შექმნას დიდი ყურადღება ექცევა, ამიტომ ნომრის ონლაინ დაჯავშნის შემდეგ სტუმარს სპეციალურად შერჩეული მუსიკის სიას უგზავნიან, რომ ჯერ კიდევ მოგზაურობამდე საჭირო ტალღაზე განეწყოს და მუსიკის მშვიდი ხმებით შთაგონება იპოვოს.

დახვედრის ცერემონიის შემდეგ სტუმრები შედიან ფოიეში, რომელიც უფრო გამაგრებულ კარავს ჰგავს. ფოიე სავსეა ტრადიციული არაბული მოტივებით: ხალიჩები Sadu, ეფექტური ჟურნალის მაგიდები Assouline AlUla და რბილი, დიდი სავარძლები და დივნები. აქ შეგიძლიათ არაბული ყავა დალიოთ და აღმოსავლური ტკბილეული მიირთვათ, სანამ კვალიფიცირებული პერსონალი რეგისტრაციაში დაგეხმარებათ, ტერიტორიაზე ყოფნის წესებს გაგაცნობთ და კურორტის ძირითად ობიექტებზე მოკლედ გიამბობთ.

პირველ რიგში, სტუმრებს უხსნიან, როგორ იპოვონ სპა და რომელი პროცედურებია ხელმისაწვდომი. აქტიური დასვენების მოყვარულებს იოგის დარბაზი და სპორტულ–გამაჯანსაღებელი ცენტრი დააინტერესებთ, გურმანებს – რამდენიმე რესტორანი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს არჩევით. მთავარი ობიექტი, რომელიც უდაბნოს დიდებულ ბუნებაში წარმოუდგენლად მიმზიდველ ძალას ფლობს, არის აუზი ლაუნჯ ზონით, რომლის გარშემო თავად ბუნების, ცნობილი მოქანდაკეების და მხატვრების შთამბეჭდავი არტინსტალაციებია გაშლილი.

აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი საჯარო ადგილი არაა, სადაც სტუმრები შეკრებას შეძლებენ. საკარანტინო შეზღუდვების პერიოდში დისტანციის წესები განსაკუთრებით დაცულია, რომ ყველა სტუმარმა მშვიდად დასვენება შეძლოს. ამას ერთმანეთისგან დაშორებული ნომრები ხელს უწყობს, ეკოკურორტს პანდემიის ყველაზე არახელსაყრელ პერიოდშიც დახურვა არ მოუწევს.

ნომრების გაფორმებაში პრიორიტეტი ეროვნულ კოლორიტს, მდიდრულ გაფორმებას (თანამედროვე გაგებით) და ეკოლოგიურ მასალებს ენიჭება. ყველა აპარტამენტი ტრადიციულ ახლო აღმოსავლურ სტილშია მოწყობილი, რომელშიც წითელი, თეთრი და ყავისფერი თბილი ელფერები ჭარბობს. ყველა დეტალი ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი მასალისგან არის დამზადებული. ასე მასშტაბური სასტუმრო კომპლექსი მიმდებარე გარემოს ორგანულად მოერგო.

ეკოკურორტი ცივილიზაციისგან შორსაა, მაგრამ ეს დასვენებაზე არ აისახება. სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ჰიდრომასაჟის აბაზანებში თბილი წყლით ან ტროპიკული საშხაპით, მიკროკლიმატით ოპტიმალური კომფორტული ტემპერატურით და მოფიქრებული განათებით. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ შეზღუდვები მაინც არის. ეს მოგზაურთა საკეთილდღეოდ, რომელთაც ტელევიზორებისა და გაჯეტებისგან მოშორებით, ლამაზ ბუნებაში, მის ხმებსა და განუმეორებელ არომატებს შორის უნიკალური დასვენების შესაძლებლობა აქვთ.

ეკოკურორტის მთელი ინფრასტრუქტურა ისეა შექმნილი, რომ დამსვენებელმა ქალაქის ხმაურისგან, მათ შორის ერთმანეთისგან მოშორებით დაისვენონ. ამას ხელს უწყობს თითოეულ ნომერში პანორამული ფანჯარა და ფარული ტერასა ფანრებით, ლამაზი ხალიჩებით, რბილი დივნებით და პუფებით. მეტი შთაბეჭდილების მისაღებად ყველა მსურველს შეუძლია შეზლონგზე კომფორტულად მოეწყოს, რომელიც აუზის, რესტორნების და ბარების გვერდით მდებარეობს, მაგრამ უცნაური ფორმის კლდეებით გარემოცულია.

ტერიტორიაზე რამდენიმე რესტორანია და ყველა ჯანსაღ კვებაზეა ორიენტირებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტუმრებს მხოლოდ მცენარეებით გამოკვებავენ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი კლასის მზარეულები გთავაზობენ ბევრ გემრიელ და სასარგებლო კერძებს, რომლებიც ახლოს მდებარე სპეციალურ ფერმებში მოყვანილი პროდუქტებისგან მზადდება.

ჯეკ ელ–ჰაჯის, შეფმზარეულის თქმით, რომელიც არა მხოლოდ მენიუს შედგენაზე, არამედ პროდუქტების მიწოდებაზეც პასუხისმგებელია, უმეტესი კერძების მოსამზადებლად ალულის პროდუქტები გამოიყენება. მათ აწვდიან მხოლოდ ის ფერმები, რომელთაც სოფლის მეურნეობაში მდგრადი მეთოდები დანერგეს. იმის მიუხედავად, რომ აქცენტი ჯანსაღ კვებაზე კეთდება, რესტორნები გთავაზობენ კერძის და სასმელის შემოქმედებით არჩევანს, რომელიც ახლო აღმოსავლურ და დასავლურ სამზარეულოს აერთიანებს.

პროექტის შედგენისას და მშენებლობისას ეკოლოგიური უსაფრთხოება წინა პლანზე იყო. უზარმაზარი სასტუმრო კომპლექსის აშენებისას  გარემოში ჩარევა და ლანდშაფტის დარღვევა მინიმალური იყო. სწორედ ამიტომ, არც ერთი ობიექტი ადგილზე არ ააშენეს და საძირკვლის ასაშენებლად ორმოები არ გათხარეს (უბრალოდ არაა, ყველა ობიექტი ბოძებზეა დამონტაჟებული).

სამშენებლო კომპანია, რომელმაც პროექტი შექმნა და ააშენა, მოდულურ ტექნოლოგიას იყენებს, რაც საშუალებას აძლევს, რომ ყველა კომპონენტი და მზა სტრუქტურა ქარხანაში დაამზადოს. კომპანიამ ბუნების დაცვისა და მდგრადი ტექნოლოგიებისთვის Habitas AlUla–ს პროექტისა და რეალიზაციისთვის Architectural Digest–ის ჯილდო მიიღო კატეგორიაში „საუკეთესო პროექტი სასტუმროს სფეროში 2021 წელს“.

დიზაინერებმა ტერიტორიაზე ყველა სახის კვლევების ჩატარებით და ტრადიციული კოლორიტების გამოყენებით შექმნეს ავთენტური ობიექტი, რომელიც მიმდებარე ლანდშაფტს ჰარმონიულად ერწყმის. „თითოეული რეზიდენცია ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ვცადეთ ესთეტიკის შექმნა, რომელიც მიმდებარე პეიზაჟს ჰარმონიულად შეეთავსებოდა. ეკოკურორტი ისე გავაშენეთ, რომ ბუნებას ზიანი არ მივაყენეთ, თითოეული ბუჩქი შევინარჩუნეთ“ – განმარტავს ასეთ გადაწყვეტილებას ოლივერ რიპლი, Habitas–ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი.

შენიშვნა: Habitas AlUla–ის 96 ნომერი შეესაბამება 3 კლასს: Premium Celestial Villas, Alcove Villas და Canyon Villas. ყველაზე ბიუჯეტური ნომერი (ცალკე რეზიდენცია და სამჯერადი კვება დამატებით) ღამე 719 დოლარიდან იწყება, ყველა გადასახადის და მასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით. სასტუმროში რეგისტრაცია 14:00 საათზე იწყება და ოთახი 12:00 საათამდე უნდა დატოვოთ.