6 ინოვაცია თვითმფრინავში, რომლებიც მომავლის სამოქალაქო ავიაციას ქმნიან

ავიაცია არა მხოლოდ ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო მეთოდია, არამედ ყველაზე პროგრესულიც. სხვაგან ვერსად იპოვით იმდენ ტექნიკურ ინოვაციას, რამდენიც ამ სახის ტრანსპორტში ინერგება. გასაკვირი არაა, რომ მსგავსი ტენდენცია იზრდება და უკვე დღეს ავიაკომპანიები გვთავაზობენ სხვადასხვა კონცეფციას, რომელიც სამოქალაქო ავიაციის მოდერნიზებაზე მიმართულია.

1. დასაძინებელი ზონა თვითმფრინავში

კომპანია Adient გვთავაზობს ბიზნეს კლასსა და ეკონომს შორის სივრცის ოპტიმიზაციის კონცეფციას, რაც მის საძინებელ ზონად გარდაქმნას გულისხმობს. ტექნიკურად გრძელი სავარძელია, რომელიც კედელს ემაგრება, და მისი დაკეცვა შეიძლება. ამრიგად, იქმნება დიდი ზონა, სადაც ბავშვიანი ოჯახი მწოლიარე მდგომარეობაში ადვილად დაეტევა.

2. მობილური სალონი თვითმფრინავში

დუბაის კომპანიის Dubai Aviation Engineering Projects სპეციალისტებმა თვითმფრინავში მობილური სალონის იდეა შეიმუშავეს. კონცეფციის არსი იმაშია, რომ მისი აწყობა და დაშლა პირდაპირ ბორტზე სწრაფად შეიძლება. ეს თითქმის ნებისმიერ ინტერიერს და შენობის დანიშნულებას ეხება. მაგალითად, რესტორანი ან სრულფასოვანი სპა შეიძლება იყოს.

3. სავარძლები მოპირდაპირედ

უჩვეულო კონცეფცია იდეალურია მეგობრებისთვის, რომლებიც თვითმფრინავით მიფრინავენ და ჰაერში საუბრის გაგრძელება სურთ, ან ორშვილიანი ოჯახისთვის. იდეის ავტორია ჰამბურგული კომპანია Heinkel. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თვითმფრინავში ოთხი სავარძელი ისე დაიდგას, რომ მათი მობრუნება თავისუფლად შეიძლებოდეს. გამოდის, ოთხი მგზავრი ერთმანეთის მოპირდაპირედ დაჯდომას შეძლებს.

4. წყლის ეკონომია თვითმფრინავში

დეველოპერები ზრუნავენ ეკოლოგიაზეც, რაც ბოლო წლებში ყველა სფეროში ერთგვარი ტრენდი გახდა. კომპანიის Diehl Aviation works სპეციალისტები გვთავაზობენ უნიტაზის ჩასარეცხად სუფთა წყლის ნაცვლად გამოვიყენოთ წყალი, რომელიც ხელის დაბანისას გროვდება. დეველოპერების თქმით, ასეთი ინოვაციით 1 თვითმფრინავი Boeing 787 შეძლებს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი წელიწადში დაახლოებით 550 ტონით შეამციროს.

5. ონლაინ აპლიკაცია

დღეს უმეტესობა ჩვენგანი საავიაციო აპლიკაციებს მხოლოდ ბილეთების დასაჯავშნად იყენებს. აი, Stelia  შორს წავიდა: მათ შექმნეს ონლაინ რესურსი, რომელიც მომავალი მგზავრის ძილს თვალყურს ადევნებს და აუცილებლობის შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ფრენისთვის მოსამზადებლად რჩევებს და რეისის შესახებ ინფორმაციას მისცემს. აპლიკაცია ონლაინ გართობასაც გვთავაზობს.

6. საბავშვო ადგილი თვითმფრინავში

ბავშვების უსაფრთხოება ავიაკომპანიებისთვის ცალკე საზრუნავია. პატარა მგზავრების მაქსიმალურად კომფორტული მგზარობისთვის შეიმუშავეს გასაბერი დამაგრძელებელი, რომელიც სავარძლის ზემოთ თავსდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინოვაცია უკვე არსებობს და ზოგიერთი ავიაკომპანია იყენებს, მაგრამ ფართო მოხმარების სტატუსი ჯერ არ მიუღია.