5 ხრიკი სახლის დასალაგებლად, რომ ძვირფასი წუთები და საათები დაზოგოთ

ბევრისთვის სახლის დალაგება ნამდვილი კოშმარია. იმის გაცნობიერება, რომ დასვენების დღეს 4 საათის დათმობა მოგიწევთ, შფოთვას იწვევს. Novate მდგომარეობის შესამსუბუქებლად 5 ხრიკს გიზიარებთ. მათი დახმარებით სახლის გენერალური დალაგების პროცესი მარტივად და სწრაფად ჩაივლის.

1. ჭურჭლის სარეცხი საშუალების შესაძლებლობის გაფართოება

თუ შაბათობით სახლის დალაგების სტანდარტული პროცესს წარმოიდგენთ, მაშინ ყველა ოთახიდან მტვრის მოშორებას და წყლის ტაშტით სირბილს თავიდან ვერ აიცილებთ. თუ თბილ წყალს რამდენიმე ულუფა (4-5 დაჭერა) ჭურჭლის სარეცხ საშუალებას დაუმატებთ, ზედაპირებს გაცილებით ეფექტურად გაწმენდთ (მუქი ნალექი ტაშტის ძირში ამას ადასტურებს). ჭურჭლის სარეცხი საშუალება უსაფრთხოა როგორც ავეჯისთვის, ასევე შინაური ცხოველებისთვის, ამიტომ ძვირიანი (და არა ყოველთვის ქიმიურად ნეიტრალური) იატაკის საწმენდი საშუალების ნაცვლად თამამად გამოიყენეთ. პლასტმასის ფანჯრების ჩამსმელებიც რეკომენდაციას იძლევიან, რომ ამ ზედაპირის საწმენდად გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება, როგორც პვს–სთვის 100%–ით ნეიტრალური.

2. ეთერზეთით გაჟღენთილი ღრუბელი მტვერსასრუტისთვის

ჰაერის დამატენიანებელი ალერგიული ხალხისთვის უსაფრთხო არაა, ხოლო დალაგების პროცესში ტორტზე ალუბლის სახით დამატებით უცხო სუნის მოშორებაც გვსურს. აქტუალურია დიასახლისებისთვის, რომლებიც რაღაცას ხშირად ხარშავენ და წვავენ: გამწოვის მიუხედავად საკვების სუნი ყველა ოთახში ვრცელდება. ეფექტური მეთოდი: მტვერსასრუტი ჩართეთ, ეთერზეთით გაჟღენთილი ბამბის დისკი მასში ჩადეთ. მტვერსასრუტში ჰაერი მოძრაობს, ამიტომ ეთერზეთის მოლეკულები ბამბას თანდათან მოშორდება და ოთახში გავრცელდება. ამ მიზნით გირჩევთ გამოიყენოთ ციტრუსის (ლიმონი, მანდარინი, გრეიფრუტი, ფორთოხალი) ეთერზეთი. თერმული დამუშავების შემდეგ ცხიმიანი ხორცის ან თევზის უსიამოვნო და რთულად მოსაშორებელ სუნსაც აქრობს. ჰაერსაც წმენდს.

3. ჩოგბურთის ბურთი იატაკს რეზინის ლაქებს მოაცილებს

სახლში, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, რეზინის ნაკაწრები ხშირად ჩნდება. ჩვეულებრივ, ფეხსაცმლისგან ან სათამაშოებიდან რჩება და რთულად მოსაშორებელია. შვაბრით წმენდაც უშედეგოა. სამაგიეროდ ჩოგბურთის ბურთი დაგეხმარებათ. ეს ერთ–ერთი უმარტივესი მეთოდია მსგავსი ლაქების მოსაშორებლად: უბრალოდ საფარი ბურთით გააპრიალეთ. დაწოლის გასაძლიერებლად და იატაკზე დახრის თავიდან ასაცილებლად, ბურთი ჯვარედინად ჩაჭერით და ცოცხს ან შვაბრს ზემოდან ჩამოაცვით.

დამატებით! თუ ბურთი ვერ დაგეხმარათ, რეზინის ლაქები ლასტიკით მოაშორეთ. სხეულის მოძრაობა მოგიწევთ, მაგრამ ეფექტურ შედეგს მიიღებთ. ამ მიზნით ტყავის ფეხსაცმელიც გამოგადგებათ.

4. თეთრეულის საშრობი ფურცლები საცხობ ფორმას ჩამჯდარ ცხიმსაც აშორებს

ალბათ, საცხობისა და ტაფის ცხიმისგან წმენდა სიამოვნებას არავის ანიჭებს. სამუშაოს მოცულობით ისედაც გვაშინებს, ხოლო როცა საქმე მიმწვარ საკვებსაც ეხება, დაწყება საერთოდ არ გვსურს. ჭურჭლის დამუშავების თავიდან ასაცილებლად ერთი ხრიკი არსებობს: საცხობი ფორმის ძირში 1–2 ფენა თეთრეულის საშრობი ფურცელი დადეთ, წყალი დაამატეთ და ღამით ან რამდენიმე საათით გააჩერეთ. საშუალების ზემოქმედების შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ. ჭუჭყი დარბილებულია და თავისით მოშორდება. ზედმეტი ძალისხმევის გაღება არ მოგიწევთ.

5. ღრუბელი მაცივარში დაგიცავთ მავნე კონდენსატისგან, რომელიც ზედაპირებს და პროდუქტებს აზიანებს

ხშირად ხილის და ბოსტნეულის განყოფილებაში ტენი გროვდება, რომელიც პროდუქტების გაფუჭებას იწვევს. უყურადღებობის შემთხვევაში ნაყოფი შეიძლება დალპეს და ობით დაიფაროს, რის გამოც მთელი უჯრის გაწმენდა მოგიწევთ. უცნაურია, მაგრამ ჩვეულებრივი ღრუბელი დაგეხმარებათ, რომ პროდუქტები დიდხანს შეინახოთ და მაცივრის დაუგეგმავად გაწმენდა არ მოგიწიოთ. უბრალოდ ბოსტნეულის და ხილის უჯრაში ჩადეთ, რომ ზედმეტი სითხე შეიწოვოს და გავრცელებას ხელი შეუშალოს.