6 შემთხვევა, როცა WD-40 უფრო ზიანს მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს 

აეროზოლური საპოხი WD-40 ჯერ კიდევ 1953 წელს ამერიკელმა ქიმიკოსმა ნორმან ლარსენმა გამოიგონა. იმ დღიდან საშუალება ძალიან პოპულარულია, თან არა მხოლოდ მძღოლებს შორის. რთული სათქმელია, რისთვის აღარ იყენებენ WD-40 საპოხს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვ.წ–მდე 1 საუკუნეში წმინდა მიწაზე რომ ჰქონოდათ, თავად იესოც მხედველობის სამკურნალოდ (ასე არ გააკეთოთ!) და ადამიანების გასაცოცხლებლად გამოიყენებდა. და მაინც, WD-40 ზოგიერთ შემთხვევაში აშკარად საზიანოა.

1. საბურავების გაშავების მცდელობა

ზოგიერთი მძღოლი სერიოზულად თვლის, რომ WD-40–ის ნარევით საბურავების გაშავება შეიძლება. პირველად შეიძლება გაიფიქროთ, რომ ამ ამოცანისთვის შესაფერისია. სინამდვილეში WD-40 ნებისმიერ რეზინაზე ნეგატიურად მოქმედებს და თანდათან ანადგურებს. გარდა ამისა, სამუხრუჭე ხუნდებზე საპოხის მოხვედრა დამუხრუჭების პრობლემებს გამოიწვევს.

2. საღებავის, წებოს, ჭუჭყის მრეცხავი

პოპულარული სპრეის საღებავი ნამდვილად შეგიძლიათ საღებავის მოსაშორებლად გამოიყენოთ, მაგრამ ბევრს ავიწყდება, რომ ეს აგრესიული ზემოქმედების ხარჯზე ხდება. არსი იმაშია, რომ თუ WD-40 ავტომობილის ლაქსაღებავს მოხვდება, გაანადგურებს. სწორედ ამიტომ, საპოხის ნარჩენები ავტოშამპუნით სწრაფად უნდა მოაშოროთ. ასევე WD-40–ით ზედმეტი წებოს ან ჭუჭყის მოშორებისას ორი რამ უნდა გახსოვდეთ. პირველ რიგში, საპოხი ხანგრძლივი ზემოქმედებისას ნებისმიერ წებოს ასუსტებს. მეორეც, ზედაპირზე დარჩენილი საპოხი მტვრის შემგროვებელი თავად ხდება.

3. ჭრაჭუნის საწინააღმდეგო საშუალება

აეროზოლს ჭრაჭუნის წინააღმდეგ ხშირად იყენებენ. პრობლემა იმაშია, რომ თუ გამაღაზიანებელ ხმაურს WD-40–ით შეებრძოლებით, ჭრაჭუნის 1–2 კვირაში დაბრუნებისთვის უნდა მოემზადოთ. თუ ჭრაჭუნის ნამდვილად დამარცხება გსურთ, მკაცრად სოლიდოლი, ლიტოლი ან სილიკონის საპოხი გამოიყენეთ.

4. განმჟანგავი საშუალება

აეროზოლი ცნობილია როგორც განმჟანგავი საშუალება. მაგალითად, ბატარეის და ბევრი სხვა კონტაქტის ლითონის კლემის განმჟანგავი. ბევრს ავიწყდება, რომ WD-40 დენს ცუდად ატარებს, თან გაშრობის შემდეგ საპოხი დამახასიათებელ ნადებს ტოვებს, რომელიც ახალი მტვრის და ჭუჭყის დაგროვების ადგილი სწრაფად ხდება.

5. გასალღობი საშუალება

ბაზარზე საპოხის გამოჩენისთანავე მძღოლები მას გაყინული კარის საკეტების გასალღობად იყენებენ. ამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მომავალში შეიძლება სერიოზული პრობლემები და საკეტის ხელახლა შეზეთვის აუცილებლობა გამოიწვიოს. საქმე იმაშია, რომ აგრესიული WD-40 ამ საცხს შეხებისას პირდაპირ ჭამს.

6. ჟანგის გარდამქმნელი

ხშირად WD-40 ჟანგის გარდამქმნელად გამოიყენება, მათ შორის „დამჟავებული“ მეტალის ნაკეთობის მოსახსნელად. ძნელად მისადგომ ადგილებში მოხვედრის შესაძლებლობით, ასევე აგრესიული ნარევით აეროზოლური საპოხი კოროზიას ეფექტურად უმკლავდება. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ გაუცხიმოების გამო მეტალი მომავალში კოროზიის მიმართ უფრო დაუცველი ხდება. სწორედ ამიტომ, საპოხის გამოყენების შემდეგ მაშინვე ჟანგვის საწინააღმდეგო საშუალება წაუსვით.