ბოსტნის გამოკვება: როგორ გამოვიყენოთ ნაცარი, რომ მოსავლის გარეშე არ დავრჩეთ

ხის ნაცარი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული „ხალხური“ სასუქია კლუმბებისა და ბოსტნისთვის. ნაცარში ბევრი სასარგებლო ნივთიერება შედის: 75%–მდე კალციუმი, დაახლოებით 13% კალიუმი, დაახლოებით 7% ფოსფორი. უფრო მცირე რაოდენობით შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა გოგირდი, თუთია, მანგანუმი და სხვა. ნაცარი ყველა მცენარისთვის სასარგებლო არაა. ბევრი მებოსტნე ბოსტანში ნაცრის გამოყენებისას დამღუპველ შეცდომებს უშვებს. Novate  გიამბობთ, რომელ კულტურებს უხდება ან არ შეეფერება ნაცარი და როგორ გამოიყენოთ სწორად.

1. კულტურები, რომელთაც ნაცარი უხდება/არ უხდება

რომელ მცენარეებს უხარიათ ნაცარი: ნაცარი მოსწონს ბევრ ბოსტნეულს, რომელთაც უყვართ ნეიტრალური მიწა დაახლოებით pH 7 მჟავიანობით. ასეთი მცენარეებია ლობიო, კიტრი, გოგრა, კომბოსტო და ბევრი სხვა.

რომელი მცენარეებისთვისაა ნაცარი სასიკვდილო: ნაცარი კატეგორიულად აკრძალულია ისეთი მცენარეების გამოსაკვებად, რომელთაც მჟავე მიწა უყვართ. ტუტეს შემცველობის გამო ნაცარი მიწაში მოხვედრისას მასთან რეაქციაში შედის. ნაცარი არ გაუხარდებათ წიწვოვან მცენარეებს, ძახველს, ცხრატყავას, გვიმრას, კესანეს, აზალიას, მანანას, ჰორტენზიას, წითელ მოცვს, შტოშს და ა.შ.

რაც შეეხება კარტოფილს? ზოგადად, კარტოფილი ნაცრის წინააღმდეგი არაა, მაგრამ აღფრთოვანებული არ დარჩება, თუ პირდაპირ მოსავლის ქვეშ მიაწოდებთ. ნაცარი მიწას კარტოფილის დარგვამდე 1 წლით ადრე დაუმატეთ ან როგორც მინიმუმ შემოდგომაზე გადათოხვნამდე. კარტოფილის შემთხვევაში ნატურალური სასუქი ბოროტად არ გამოიყენოთ: 1 მ²–ზე მაქსიმუმ 100 გ სასუქი.

2. ნაცრის დამატებისას დაშვებული შეცდომები

1–ელი შეცდომა: ნაცარი ამონიუმის სასუქებთან ერთად. ასე მოქცევა კატეგორიულად აკრძალულია. იგივე ეფექტი ექნება, როგორც მჟავე მიწაში ნაცრის დამატებისას.

მე–2 შეცდომა: ნაცარი ფოსფორის ფქვილთან ან სუპერფოსფატთან ერთად. ასე არ გააკეთოთ, რადგან ორი სასუქის შერევით მცენარე რთული ფორმის ფოსფორს ვეღარ მიიღებს.

მე–3 შეცდომა: ნაცრის მიწოდება მიწის გაკირიანებისთანავე ან მაშინვე მის შემდეგ.

მე–4 შეცდომა: ნაცრის გამოყენება ტუტე მიწაზე. ტუტე რეაქცია მცენარის განვითარებას ანელებს, ბევრ სასარგებლო ნივთიერებას ართმევს.

3. როგორ გამოვკვებოთ მცენარე ნაცრით სწორად

ნაცარი მცენარის ქვეშ მშრალად შეგიძლიათ მოაყაროთ ან ხსნარი გააკეთოთ. 1 მ² ნაკვეთისთვის 100-200 გრამი ხმელი ნატურალური სასუქი გამოიყენეთ. ნაცრის ხსნარი კარგი ვარიანტია. ასე მზადდება: 1 ჭიქა ნაცარს 1 ჭიქა 9%–იანი სუფრის ძმარი და 10  წყალი დაუმატეთ. ამ შემთხვევაში ძმარი მცენარეს კალციუმის სწრაფად ათვისებაში ეხმარება. კალციუმი განსაკუთრებით აქტუალურია პომიდვრის გამოკვებისას, რომელსაც ეს ელემენტი ხშირად აკლია.