სასტუმრო–საშოშიე, სადაც შეგიძლიათ ბუნებაში კომფორტულად იცხოვროთ

ნორვეგიის ულამაზეს ბუნებაში გამოჩნდა უჩვეულო სახლი Birdbox, რომელიც ადამიანების დიდ საშოშიეს უფრო ჰგავს. ესაა ეკოსასტუმროს კეთილმოწყობილი ნომერი, რომელიც მაღალ ბორცვზე, ლეგენდარულ ბლეგჯას მთებს, თვალწარმტაც ფიორდეფიორდის, მთის ტბისა და რამდენიმე პოპულარულ ადგილს შორის განმარტოებულად მდებარეობს. ახალი ტურისტული საცხოვრებელი Birdbox პრაქტიკულად საშოშიეა 1–2 ადამიანისთვის. აქ შეგიძლიათ განმარტოვდეთ და საწოლიდან ადგომის გარეშე გაშლილი სილამაზით დატკბეთ.

კარგი ამბავია მათთვის, ვისაც ყოველთვის შურდა ფრინველების, რომელთაც შეუძლიათ იქ გაფრინდნენ, სადაც სურთ ვიზის, საკარანტინო შეზღუდვების, უსაფრთხოების შემოწმების ან ნახშიბადის გამოყოფის გარეშე. განსაკუთრებით მიმზიდველია, რომ ფრთოსანებისთვის ხელმისაწვდომია ფართო პეიზაჟები როგორც ფრენის, ასევე უბრალოდ ხეზე ჯდომისას. ფანტაზიები განსაკუთრებით მაცდური იყო პანდემიის დროს, როცა არა თუ ქვეყნიდან გასვლა, არამედ ზედმეტად ბინიდან გასვლა პრობლემური იყო. ასეთი შეზღუდვების შემდეგ სულ უფრო მეტ ადამიანს ბუნებაში დასვენება იზიდავს. ეკოსასტუმროები პოპულარობას იძენს, რადგან ხალხმრავალი მარშრუტებით მგზავრობა და დიდ კურორტებზე წასვლა, სადაც ბევრი ხალხი გროვდება, ჯერ კიდევ სახიფათოა.

ნოვერგიული დიზაინერული კომპანიის Livit გამოგონება ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში დაუვიწყარ დასვენებას გთავაზობთ, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. ახლა ტურისტებს, რომლებიც ნორვეგიაში დასასვენებლად მიდიან, უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, რომ ადამიანის ზომის საშოშიეში, რომლებიც ველურ ბუნებაში სხვადასხვა ადგილას დამონტაჟებულია, დაუვიწყარი დასვენება მოიწყონ.

დიზაინერული კომპანია Livit სასტუმროს კომპლექსებისა და ეკოკურორტებისთვის უჩვეულო მოდული–ნომრების პროექტებსა და მშენებლობაზე მუშაობს. მათ წარმოადგინეს უცნაური ვარიანტი, სადაც პატარა სივრცე მაქსიმალურად ოპტიმიზირებულია. დეველოპერებმა საკუთარი პრინციპების დაცვით მოიფიქრეს ნომერი–კაბინა Birdbox, რომელიც ნებისმიერ ქარხანაში შეგიძლიათ დაამზადოთ და რთულად მისადგომ ადგილებშიც მზა ან დაშლილი სახით წაიღოთ. პროექტი კარგია იმით, რომ მძიმე სამშენებლო აღჭურვილობა და ნომრის მოსაწყობად დიდი ფინანსური ხარჯები არ სჭირდება. ასე ნახშირბადის ნეიტრალურ კვალს ტოვებს და მონტაჟისას ეკოსისტემაში მასშტაბურ ჩარევას არ გულისხმობს.

„ჩვენ წარმოგიდგენთ პროდუქტს, რომელიც მოგზაურებს შესაძლებლობს მისცემს, რომ ველური ფიორდის, დასერილი სანაპირო ზოლების, მყინვარების, მთის ტბის და თვალწარმტაცი ტყების გარემოცვაში უნიკალური შთაბეჭდილებები მიიღონ. აგებულია კომპოზიტური მასალებისგან, რომ გარემოზე ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს. დამატებითი ტექნიკური მომსახურება არ სჭირდება. Birdbox საჭირო ადგილას ვერტმფრენით შეგიძლიათ წაიღოთ და ბოძებზე ან საყრდენებზე დაამონტაჟოთ, რომ გარემოზე მინიმალური გავლენა მოახდინოთ“ – საუბრობს Birdbox–ის პროექტზე აა ტორსტეინი, არქიტექტურული ბიუროს Livit ერთ–ერთი დამფუძნებელი.

არქიტექტურული მახასიათებლები: Birdbox ტყის ქოხის და სასტუმროს ნომრის ავტონომიური ჰიბრიდია, რომელიც 1–2 ადამიანზე გათვლილი. მასში თავისუფლება, სიმშვიდე და სიწყნარე სრულად შეგიძლიათ იგრძნოთ. ნომერი ექსტრემალური ამინდის პირობებში შეგიძლიათ გამოიყენოთ, ამიტომ ისეა აღჭურვილი, რომ დამსვენებელმა გარეთ ტემპერატურის მიუხედავად თავი კომფორტულად იგრძნოს. პროექტის ავტორები გვთავაზობენ ორი ზომის ვარიანტს: mini (7 მ² ფართობი) და medi (12,2 მ² ფართობი). მოდელის ზომის მიუხედავად თითოეულ „საშოშიეს“ აქვს: ჩაშენებული ორადგილიანი საწოლი, მინი მაგიდა და რამდენიმე ტაბურეტი/რბილი სავარძელი. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია ცალკე ბლოკი, სადაც კეთილმოწყობილი სააბაზანო ოთახია საშხაპით, ტუალეტით და ნიჟარით.

ციცქნა ზომების მიუხედავად შიდა სივრცე ვიწრო ყუთს არ ჰგავს. ამას მოდულის ბოლოში დიდი მრგვალი ფანჯარა ხელს უწყობს. აქედან მაქსიმალურად ეფექტური პანორამა იშლება. ზომის მიხედვით დამატებით 2 სხვადასხვა კონფიგურაციის და ზომის ფანჯარა აქვს. ასევე გათვალისწინებულია სველი წერტილის ბლოკის სრული შემინვა, მაგრამ ასეთი გახსნილობის გამო არ უნდა დაკომპლექსდეთ. ყველა ფანჯარა სარკისებური საფარით დაფარულია და სტუმრებს შეუძლია წყლის პროცედურის და ნომერში დასვენებისას სრულად ისიამოვნონ და შეუმჩნეველი დარჩნენ.

Novate–ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ნორვეგიის საოცარ ადგილებში რამდენიმე ნომერია დამონტაჟებული. ერთ–ერთი ნომერი Birdbox Tokke (Mini) სოფელ დალენთან, ტელემარკის რეგიონში მდებარეობს. აქ ტბის ნაპირთან ახლოს ნორვეგიული ველური ბუნებით შეგიძლიათ დატკბეთ, სადაც თბილ ამინდში კრისტალურად სუფთა წყალში ბანაობა და აღჭურვილ მისადგომზე მედიტაცია შეგიძლიათ.

ნომერი Birdbox Fauske „გადატვირთვას“ და ქსელიდან გათიშვით ენერგიის ავსებას გთავაზობთ. ამ ნომრის ფანჯრიდან შეგიძლიათ დაინახოთ ლეგენდარული ბლეგჯის მთები და ფიორდეფიორდი, ტყის სუფთა ჰაერი ისუნთქოთ, ჩიტების ჭიკჭიკით, მოჩქრიალე მდინარის ხმით და ფურცლების შრიალით დატკბეთ. დამსვენებელს შეუძლია მთის ფერდობზე გაისეირნოს ან საბანაოდ ფიორდზე დაეშვას.

ტყის ქოხი Birdbox Langeland  მდებარეობს მთის ფერდობზე, რომლის ძირში ლურჯი ტბაა Langelandsvatnet. აქ სტუმრები არა მხოლოდ ხელუხლებელ ბუნებაში დაძინებას, თვალწარმტაცი ხედებით ტკბობას შეძლებენ, არამედ დროს სასიამოვნოდ გაატარებენ. თუ დასვენებას ზამთარში გეგმავთ, პირდაპირ ნომრიდან შეგიძლიათ თხილამურებით ან ციგით ისრიალოთ და გაყინულ ტბასთან ჩახვიდეთ. ზაფხულში შეგიძლიათ გაისეირნოთ, ითევზაოთ და ტბაში ცურვით გამხნევდეთ.

ორადგილიანი ნომერი Birdbox Storehesten დიდებული სტოჰესტენის მთების ერთ–ერთ პლატოზე მდებარეობს. საწოლიდან შეგიძლიათ მიმდებარე ფიორდსა და ულამაზეს ლანდშაფტზე პანორამული ხედებით დატკბეთ. ასეთი ვარიანტი შესაფერისია მათთვის, ვინც მთელი დღე აუზთან შეზლონგზე წოლას მიჩვეული არაა. აქტიურ მოგზაურებს შეუძლიათ მთის მწვერვალზე ლაშქრობა მოაწყონ ან მის ფერდობზე ფეხით გაისეირნონ და ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროს სულისშემკვრელი სილამაზით დატკბენ.