მოაწყვეთ ბაღის ნაკვეთი განსხვავებულად. საინტერესო სააგარაკო ნივთები ალიექსპრესიდან

დღითიდღე უფრო თბება. დროა, სააგარაკო სახლი და ნაკვეთი მოაწესრიგოთ. ქალაქის მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთები, რომლებიც აგარაკს სიმყუდროვეს და კომფორტს შემატებს, მაგრამ Aliexpress–ის ვებგვერდზე ნივთების უფრო ფართო არჩევანია. საინტერესო ნივთების ძიებაში ძვირფასი დრო რომ არ დახარჯოთ, Novate–მ თქვენთვის პატარა ნაკრები გააკეთა. აქ, აუცილებლად იპოვით ნივთებს, რომლებიც თქვენს ყურადღებას მიიქცევენ.

1. მზის ბატარეაზე მომუშავე ლედ განათება

ბუს ფორმის ლედ განათება ნებისმიერ ნაკვეთზე საინტერესოდ გამოიყურება. მარტივად შეგიძლიათ დააყენოთ და სადენების გაჭიმვა არ სჭირდება. მთელი დღე მზის ბატარეებზე იმუხტება და საღამოს რბილ სინათლეს ასხივებს. სანათი იდეალურია ბაღში, გაზონსა და ვერანდაზე. ლაშქრობაშიც შეგიძლიათ წაიღოთ და კარავში ჩადოთ.

ფასი: 4,33$

2. დასაკიდი სავარძელი–საქანელა

სავარძელი–საქანელა როგორც სახლში, ასევე გარეთ შეგიძლიათ ჩამოკიდოთ. რბილი საზურგე და გამძლე ჯუთის თოკი აქვს, რომელიც 100 კგ–მდე დატვირთვას უძლებს. გადასაკრავის მასალაა შერეული ქსოვილი ნატურალური ბამბის დამატებით. სწორედ ამიტომ, ქეისი აუცილებლობის შემთხვევაში მარტივად ირეცხება. საქანელას მოსახსნელი ტექსტილის სახელურები აქვს.

ფასი: 51,12$

3. აჟურული რკინის ნათურა

ამ უჩვეულო სანათის წყალობით ბაღში ზღაპრულ ატმოსფეროს შექმნით. ღამით ავტომატურად ინთება ხოლო დასამუხტად დენი არ სჭირდება. ნათურის მონტაჟი მარტივია: თოკზე ან ნებისმიერ კაუჭზე ჩამოკიდეთ. ბაღის სანათი წყალგაუმტარია და მაღალ ენერგოეფექტურობას ფლობს.

ფასი: 17,20$

4. ტროტუარის ბილიკის ფორმები

გსურთ სახლიდან ბაღისკენ მიმავალ გზაზე ლამაზი ბილიკი გააკეთოთ? მაშინ ამ უჩვეულო პლასტმასის ფორმებს ყურადღება მიაქციეთ. მათი დახმარებით ბილიკის შექმნას შეძლებთ. ნაკრებში შედის ორი ფორმა 30х30 და დეტალური ინსტრუქცია. მათი დახმარებით სწორ და მოხრილ ბეტონის ბილიკს გააკეთებთ და ბაღს გააფორმებთ.

ფასი: 16,36$

5. მოქნილი ბაღის შლანგი

ბაღის შლანგი ნებისმიერ ნაკვეთს სჭირდება! ეს მოდელი Aliexpress–ზე გაყიდვების ჰიტია და 200-ზე მეტი დადებითი შეფასება აქვს. ჩვეულებრივ შლანგთან შედარებით წყალი წნევით ამოდის და ნაკადი უფრო ჩქარია. მარტივი შესანახია. აღსანიშნავია, რომ ნაკრებს მოყვება მრავალფუნქციური წყლის იარაღი, რომელიც ბაღის ტერიტორიის სწრაფად დალაგებაში დაგეხმარებათ.

ფასი: 19,16$

6. წყალგაუმტარი კედლის სანათი

ასეთი სანათი აგარაკზე დაამონტაჟეთ და საღამოს ტერასაზე სასიამოვნო დრო გაატარეთ. ალუმინის მსუბუქი შენადნობით და აკრილის ნარევით დამზადებული სანათი 6 ზომის და 3 ფერში გამოდის. წყალგაუმტარია, ამიტომ ნებისმიერ ნაკვეთზე შეუცვლელი ნივთია.

ფასი: 29$