9 ხრიკი პატარა აივნის გასაფორმებლად, ზაფხულის მყუდრო საღამოები აქ რომ გაატაროთ

თუ დღემდე აივანს კონსერვის ქილების და ველოსიპედის შესანახ ადგილად მიიჩნევთ, დროა დამოკიდებულება შეიცვალოთ. Novate გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომლებიც აივნის სწორად მოწყობასა და დასასვენებლად იდეალური ადგილის შექმნაში დაგეხმარებათ.

იდეა 1: შირმა

წარმოიდგინეთ: ღამე, ცაზე ვარსკვლავები ანათებს და თქვენ სანთლების შუქზე მეორე ნახევართან ერთად ვახშმობთ და ქალაქის ლამაზი ხედით ტკბებით. უცებ ქუჩიდან მეზობლების შეძახილი ატმოსფეროს ცვლის. მაშინვე გვსურს თავი მოვაჩვენოთ, რომ აქ ვართ, მაგრამ დასამალი არსადაა. პრობლემას შირმა მოაგვარებს. ის პრივატულ სივრცეს შექმნის. ყურადღება მიაქციეთ, რომ ღია აივანზე ნაჭრის მოდელი არ გამოგადგებათ. წვიმა და მზე მალე გაცვეთს. აი, წნული ან ხის შირმა დიდხანს გემსახურებათ.

იდეა 2: სარეკლამო ბანერით შემოფარგვლა

კიდევ ერთი ვარიანტი, როგორ მივაღწიოთ კონფიდენციალობას ღია აივანზე. აივანზე ბანერის ქსოვილი გაჭიმეთ, რომელსაც ჩვეულებრივ გარე რეკლამაზე იყენებენ. მას ბევრი უპირატესობა, რომელსაც გამოყენებისას დააფასებთ: ქსოვილი ქარს არ ატარებს, ადვილად ირეცხება, გამძლეა. მრავალფეროვანი პროდუქცია საშუალებას გაძლევთ ნახატი თავად შეარჩიოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ საცხოვრებელი სახლის ფასადის მთლიანობა უნდა შეინარჩუნოთ.

რაც შეეხება ბეჭდვის ხარისხს, დიდად მნიშვნელოვანი არაა. იაფი ვარიანტი შეგიძლიათ აირჩიოთ. მაგალითად, ლამინირებული ან ნახევრად ჩამოსხმული ქსოვილი. მთავარია, რომ აივანი ზედმეტი თვალისგან „შემოღობოთ“. ამას ყველაზე ბიუჯეტური მასალაც გაუმკლავდება. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბანერი სჯობს სარეკლამო სააგენტოში შეუკვეთოთ, რადგან მათ დამკვეთი მთელ რულონს ყიდის, თქვენ კი ამდენი არ გჭირდებათ.

ქსოვილი არა მხოლოდ ზემოთ, არამედ ქვემოთ რგოლისთვის გახვრიტეთ. ასე ბანერი კარგად დაფიქსირდება.

იდეა 3: ტერასის დაფა

ღია აივანს ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ მთავარი იატაკია. ყველაზე ჭუჭყიანი და სველი ადგილია. ერთადერთი მასალა, რომელსაც მფლობელები მოპირკეთებაში განიხილავენ, ფილაა. თუმცა ყველა აივანს არ შეეფერება. თუ იცით, რას ნიშნავს მკაცრი ზამთარი, კაფელი ცუდი იდეაა. ამ შემთხვევაში იატაკი ყინულით დაიფარება და ზამთარში აივნის გამოყენება, მაგალითად, თეთრეულის გასაფენად, გაგიჭირდებათ. გირჩევთ ტერასის დაფები დააგოთ. უფრო პრაქტიკულია. თუ აივანი მხოლოდ ზაფხულში გჭირდებათ, ფილების ვარიანტი განიხილეთ.

შენიშვნა: აივანზე უკვე არის ფილები, მაგრამ მისი გარეგნობა სასურველის სურვილს ტოვებს? ვჩქარობთ, გაგახაროთ: მასალის შეცვლა საჭირო არაა. რამდენიმე კვადრატი დეკინგი (აგარაკის პარკეტი) შეიძინეთ და ძველ ფილებზე ზემოდან დააგეთ.

იდეა 4: თაროები ან სტელაჟი

პატარა აივნის მთავარი მტერი დიდი კარადაა. ის არა მხოლოდ სასარგებლო ფართობს გართმევთ, არამედ არსებულ სივრცეს საწყობად აქცევს. გირჩევთ, ამ ავეჯზე უარი თქვათ და თითოეულ ოთახში საკუთარი სათავსო გონივრულად მოაწყოთ.

რაც შეეხება თავად აივნის სათავსოს, პატარა და კომპაქტური თაროები საუკეთესო ვარიანტია. მასზე ნივთებს მარტივად მოათავსებთ, დიდ ადგილს არ იკავებს და თავისუფალ კვადრატებს ტოვებს, რაც თქვენი იდეის გასახორციელებლად აუცილებელია. თაროებით ყველა ვერტიკალური ზედაპირი არ შეავსოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზუალურ ხმაურს ნამდვილად ვერ მოიშორებთ. ასევე მაღლა დაკიდეთ, რომ შემთხვევითი ტრავმა თავიდან აიცილოთ.

იდეა 5: დასაკეცი ავეჯი

შეეგუეთ, რომ პატარა ოთახში დიდი ავეჯის დადგმას ვერ შეძლებთ. ეს ნებისმიერ ოთახს, მათ შორის აივანს, ეხება. ნუ ეცდებით, რომ აივანი მასიური ხის სკამებით, დიდი კომპიუტერის მაგიდით ან დივნით გაავსოთ. ყურადღება დასაკეც მაგიდას მიაქციეთ. მათ აივანზე კომფორტულად მოათავსებთ და სამოძრაოდ ადგილიც დაგრჩებათ. როცა სივრცის გათავისუფლება გჭირდებათ, უბრალოდ დაკეცეთ და კაუჭზე ჩამოკიდეთ, ხოლო მაგიდა კედელს მიადეთ. ასე პატარა აივანზე არომატული ყავით და გემრიელი ვახშმით ისიამოვნებთ.

სხვათა შორის, დასაკეცი მაგიდის საინტერესო ალტერნატივა: მოდელი, რომელიც აივნის მოაჯირს უნდა ჩამოაცვათ. ასეთი რამ ინტერნეტში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ან ავეჯის მაღაზიებში მოძებნოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მაგიდა სჯობს შეავსოთ რაიმე საპირწონედ, მაგალითად, მოცულობითი ლარნაკით ან ყვავილების ქოთნით.

იდეა 6: ხელოვნური ბალახი

მხოლოდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აივნისთვის შექმნილია? რატომაც არა, იმის გათვალისწინებით, რომ იაფია და სასიამოვნო ხელშესახები. ასეთ ბალახზე გავლა სასიამოვნოა, წყალი არ აშინებს, მონტაჟს მაქსიმუმ 20 წუთი სჭირდება. თუ დაგების ყველა ეტაპს დაიცავთ, ზედაპირის გასწორება, გეოტექსტილის დაგება და ქვიშის მოყრა დაგჭირდებათ. სურვილის შემთხვევაში, ბოლო ორი ეტაპი შეგიძლიათ უგულებელყოთ (თუ, რა თქმა უნდა, შაბათობით აივანზე ფეხბურთის თამაშს არ აპირებთ). საკმარისია, ზედაპირი გაასწოროთ, აუცილებელი რაოდენობის ხელოვნური ბალახი დაჭრათ და იატაკზე დააგოთ.

იდეა 7: ჰამაკი

რას იტყვით აივანზე ლაუნჯის გაკეთებაზე? სრულფასოვანი დივანი, რომელზეც დაძინებას შეძლებთ, აქ ვერ დაეტევა, ამიტომ ჰამაკი დაკიდეთ. მოაჯირზე ან გისოსებზე ჩამოკიდეთ. ჰამაკი ძალიან მაღლა არ დაკიდოთ, უსაფრთხოება მთავარია, ამიტომ სხეული იატაკთან ახლოს უნდა იყოს. კარგია, თუ მოდელს კუთხეებში დასაჭიმი თოკები აქვს, რომლითაც ზომის კორექტირებას და ფიქსირებას შეძლებთ.

ჰამაკის უპირატესობები: მარტივი მონტაჟი და ფრენის შეგრძნება, რომელსაც გვჩუქნის. მიწიდან მოშორებას და თავის გადატვირთვას შეძლებთ. ბადე კუნთების მოდუნებაში დაგეხმარებათ, ხოლო ნაზი რხევები სასურველ სიმშვიდეს მოგიტანთ.

იდეა 8: კედლის პანელი

ალბათ, კედლის პანელი აივნის გასაფორმებლად ყველაზე პოპულარული ვარიანტია. იაფი, პრაქტიკულია და მარტივად მონტაჟდება. ხის ნატურალური ფერი ძალიან ლამაზია, მაგრამ ექსპერტები გირჩევენ, რომ მონტაჟის შემდეგ ღია ფერში გადაღებოთ. თეთრი საუკეთესოა, რადგან ბევრი შესაძლებლობა აქვს. ღია ნაცრისფერი, კრემისფერი, პასტელური შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჩრდილოეთ მხარეს აივანზე თბილი ფერები გამოიყენეთ, ხოლო სამხრეთით – ცივი.

თუ სხვა ვარიანტი გსურთ, ყურადღება მიაქციეთ დეკორატიულ ბათქაშს, პვს პანელს, საღებავს, აგურს. მთავარია, რომ მასალები ნეგატიური გარე ფაქტორების მიმართ მდგრადი იყოს. ასეთია ტენიანობა, კაშკაშა მზე, სიცივე დ ა.შ.

იდეა 9: ოთახის მცენარეები

გსურთ აივანი აყვავებულ ორანჟერეად გადააქციოთ? მაშინ კაუჭები დაგეხმარებათ. რაც შეიძლება მეტი ქოთანი და კაშპო საყვარელი ყვავილებით ჩამოკიდეთ. კიდევ ერთი ვარიანტი: ფანჯრის ქვედა კადონი გამოიყენეთ. ყვავილებისთვის ყუთები შეიძინეთ, აივნის კედელსა და ფანჯარას შორის კადონზე დაამაგრეთ. ბოლო ეტაპი: ყუთში ყვავილები ჩააწყვეთ და ცოცხალი მცენარეების სილამაზით დატკბით.