ექსტრემალური არქიტექტურის 7 ობიექტი, რომელშიც სიურრეალიზმი და ჰარმონია ერთმანეთში გადახლართულია

მწვავე შეგრძნებების მოყვარულები არა მხოლოდ სარისკო სპორტის და ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლები არიან. უცნაურია, მაგრამ არსებობს ცნება, როგორიცაა ექსტრემალური არქიტექტურა, რომლის ობიექტები პლანეტაზე ყველაზე შთამბეჭდავი და წარმოუდგენელი ნაგებობებია. Novate გიზიარებთ 7 საოცარ პროექტს, შოკისმომგვრელ უნიკალურ ობიექტებს, სადაც რთული სტრუქტურული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები გამორჩევის სურვილთან კავშირში არაა.

რა არის ექსტრემალური არქიტექტურა

არქიტექტურული ობიექტების მშენებლობა ბრტყელ რელიეფსა და ხელსაყრელ პირობებში მდებარე ქალაქებით და სოფლებით არ შემოიფარგლება. არსებობს ობიექტები, რომლებიც ააშენეს მკაცრ კლიმატურ პირობებში ან რთულ რელიეფზე, მთაზე, წყლის ზედაპირზე და ა.შ. ასეთი დასახლებული პუნქტის მაცხოვრებელი აუცილებლად ექსტრიმის მოყვარული არაა, ხშირად ამას ისტორიული გარემოება განაპირობებს. და მაინც, გვხვდება გამონაკლისი, როცა თავშესაქცევად ან მთამსვლელების სადგომად, სპორტული ბანაკისთვის, სამხედრო ან სამეცნიერო–კვლევითი ბაზისთვის, ეკო სასტუმროსა და სამთო კურორტისთვის უცნაური ობიექტები ჩნდება.

აღსანიშნავია: რთული რელიეფის მქონე ადგილებში, ხშირად მაღალ მთებში, ასევე მკაცრ კლიმატურ პირობებში არქიტექტურული ობიექტები მაცხოვრებლებს და გამვლელებს მაქსიმალურად იცავს. ასეთი სტრუქტურები, რა მიზნით არ უნდა აშენდეს, საცხოვრებლად ხელსაყრელ და უსაფრთხო პირობებს ქმნის, თან ბუნებრივი და ხელოვნური ტიპის ექსტრემალურ პირობებში ფსიქოლოგიურად კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს. ასეთი არქიტექტურული ნაგებობა რთულ ლანდშაფტს ჰარმონიულად უნდა მოერგოს, ბუნების ძალებთან დისონანსი და წინააღმდეგობა არ გამოიწვიოს.

ბევრი ფიქრობს, რომ ექსტრემალურად სახიფათო ზონებში ობიექტების შემქმნელები უგუნური და უშიშარი ხალხია, მაგრამ ასე არაა. კარდინალური განახლება და მხატვრული პრაქტიკის შეცვლა ყველამხრივ ცოდნას, საღად აზროვნებას და სწორ გათვლებს მოითხოვს. უდავოდ, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, არატრივიალურის ან საერთოდ სიურრეალისტური ნაგებობის შექმნა მისასალმებელია, მაგრამ ავანგარდიზმი და ინოვაცია შეფასებული და გამოცდილი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ მკაცრ და ექსტრემალურ პირობებში უსაფრთხო ობიექტების მშენებლობის პრობლემებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები მუშაობს. მეცნიერები არა მხოლოდ სამეცნიერო–მეთოდოლოგიურ საქმიანობას ეწევიან, არამედ სამეცნიერო კვლევებს ატარებენ. მათ შეუძლიათ მაღალ მთებში უნიკალური ობიექტი, ასევე არქტიკაში პოლარული სადგური ან მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენონ.

1. სამთო სასტუმრო The Monte Rosa გორნერის მყვინვარზე 2883 მ სიმაღლეზე (შვეიცარია)

სამთო თავშესაფარი, რომელიც სასტუმრო კომპლექსის The Monte Rosa SAC (შვეიცარიული აპლური კლუბი) ნაწილია, პირდაპირი გაგებით გორნერის მყინვარში იშლება. ალუმინის ფასადის წყალობით, რომელიც მზის სხივების თვალისმომჭრელ სინათლეს და დათოვლილ მწვერვალს ირეკლავს, უცხოპლანეტურ ობიექტს ჰგავს, რომელიც ასეთ მკაცრ ადგილას წარუმატებლად დაეშვა.

საინტერესო ფაქტი: სამთო სასტუმროს The Monte Rosa პროექტი, მშენებლობის მეთოდი და ყველა საინჟინრო–ტექნოლოგიური გათვლები, რომელიც ექსტრემალურ ზონაში არქიტექტურული ობიექტის მშენებლობას უკავშირდება, ETH Zurich–ის სტუდენტებმა დოქტორ მეინრად კ. ებერლეს ხელმძღვანელობით შეიმუშავეს. შენობა ენერგიის საკუთარ მოთხოვნილებებს უზრუნველყოფს, დანერგილია წყლის შეგროვების და გაწმენდის სისტემები, ასევე სპეციალური საკანალიზაციო სისტემა, რომელიც ჩამდინარე წყლის დამუშავების საშუალებას იძლევა. იმის მიუხედავად, რომ სასტუმრო მთამსვლელებს 2009 წლიდან იღებს, ენერგეტიკის და სამშენებლო ტექნოლოგიების სფეროში ETH Zurich–ის სამეცნიერო კვლევების ბაზად რჩება.

2. სამთო ქოხი Shelter 2,5 ათას მ სიმაღლეზე (მთა სკუტა, სლოვენია)

სლოვენიის ალპებში არის მწვერვალი, რომლისკენ ბევრი მთამსვლელი მიისწრაფვის. მთაზე ასვლისას ექსტრემალებს სჭირდებათ ღამის გასათევი, დასასვენებელი ადგილი, არახელსაყრელი ამინდისგან თავშესაფარი. მთა სკუტის მწვერვალზე, რომელიც მთამსვლელებს დიდი ხანია უყვართ, გასული საუკუნის შუა წლებში იყო მოკრძალებული ქოხი „ბივაკი“, მაგრამ ახლა ჩაანაცვლეს ექსტრემალური სახლით Mountain hut Shelter. მის პროექტზე ჰარვარდის დიზაინის სკოლის სტუდენტები კურსის „საცხოვრებელი ექსტრემალურ პირობებში“ ფარგლებში მუშაობდნენ.

რთული კლიმატური პირობების, მაღალი მთების და კლდოვანი ლანდშაფტის გათვალისწინებით, ინოვაციური მოდულური სტრუქტურა ქარხანაში დაამზადეს, შემდეგ შვეულმფრენით მთის მწვერვალზე მიიტანეს. მთის ქოხს აქვს თანამედროვე იერი, რომელიც ნატურალური ხისგან და მინისგან დამზადებულია, რომ გარემოს მაქსიმალურად შეესაბამებოდეს. ახლა მთამსვლელებს ელით არა მხოლოდ ესთეტიკური მიმზიდველობა, არამედ კომფორტული თავშესაფარი, რომელსაც აქვს სამზარეულო–სასადილო, საძინებელი და საკუჭნაო სპორტული ინვენტარის და აღჭურვილობის შესანახად.

3. სააგარაკო რეზიდენცია Fourmile Sky House 2 ათას მ სიმაღლეზე (კოლორადო, აშშ)

არიან სასოწარკვეთილი მფლობელები, რომლებიც სააგარაკო რეზიდენციას მთებში, ხალხისა და ცივილიზაციისგან შორს აშენებენ. ექსტრემალური არქიტექტურის ნათელი მაგალითია Fourmile Sky House – სააგარაკო სახლი, რომელიც ბოულდერთან ახლოს (შტატი კოლორადო) ნაკრძალში აშენდა. უჩვეულო ობიექტის პროექტი არქიტექტურული ბიუროს THA Architecture-ის სპეციალისტებს ეკუთვნით. მათ თვითკმარი ობიექტი შექმნეს. სამთო რეზიდენციას არა მხოლოდ ავტონომიურად არსებობა (გეოთერმული გათბობა/გაგრილება, მზის პანელები, წყლის შეგროვების, გაწმენდის და დამუშავების სისტემა) შეუძლია, ასევე ცეცხლში არ იწვის.

ფართო რეზიდენცია (600 მ² ფართობი) მაღალ ფოლადის ბოძებზე დგას, რომ ეკოსისტემაზე მინიმალური გავლენა მოახდინოს და სტაბილურობა შეინარჩუნოს. შორიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ შენობა კლდეზე „ფრინავს“. სახლის ფასადი თითქოს ხისაა, მაგრამ ცეცხლგამძლე გოფრირებული ლითონით მოპირკეთებულია, რომელიც სპილენძისფერი პატინით დაფარულია. მასშტაბური შემინვა, რომელიც თვალწარმატაცი პეიზაჟით უსასრულოდ ტკბობის საშუალებას იძლევა, უსაფრთხოებაზე გავლენას არ ახდენს, რადგან გამოყენებულია განსაკუთრებული მინა, რომელსაც ნებისმიერი ძალის ქარიშხლის გაძლება შეუძლია.

4. ლენტური სახლი Flexhouse ციურიხის ტბის სანაპიროზე (შვეიცარია)

საოცარი სახლი საინტერესო განლაგებით მარადიულ მყინვარზე ან მაღალ ბორცვზე არ მდებარეობს, მაგრამ ექსტრემალურ არქიტექტურას მიეკუთვნება. კომპანიის Evolution Design სპეციალისტებმა სცადეს, რომ ციურიხის ტბის ციცაბო ნაპირზე მდებარე სახლი წყალდიდობის ან ბორცვიდან წყლის ძლიერი დინების დროს თავისუფალ „ცურვაზე“ არ გადასულიყო. აღსანიშნავია, რომ ბეტონის ლენტების ორიგინალური გარეგნობა თეთრი გემის ფორმის ეფექტით შენობის კონსოლურ ნაწილს ფარავს და წყლის გვერდით ორგანულად გამოიყურება.

მშვენიერი ობიექტი ადგილობრივების და მთა პფანენსტიელისკენ მიმავალი ხალხის ყურადღებას ყოველთვის იზიდავს. სწორედ ამიტომ, გასაკვირია უხვი შემინვა, რომელიც მფლობელის სიმშვიდეს და კონფიდენციალურობას ნამდვილად არღვევს, რადგან სახლი ყველა მხრიდან ჩანს. ამ შემთხვევაში არსებობს ჟალუზები, რომლის დახმარებით გამჭვირვალე კედლები სრულად იფარება. სხვათა შორის, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით სახლი ნაწილობრივ ავტონომიურია (გეოთერმული ენერგია შენობის გასათბობად/გასაგრილებლად გამოიყენება).

5. თავშესაფარი LEAP მთამსვლელებისთვის მთა მონბლანის ფერდობზე

იტალიურმა კომპანიამ Living Ecological Alpine Pod ექსტრემალური არქიტექტურის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა. სპეციალისტების გუნდმა შეიმუშავა სამთო ქოხის უნიკალური მოდელი, რომელიც მაღალ მთაში და ექსტრემალურ ამინდის პირობებში შეიძლება დამონტაჟდეს. ორიგინალური მოდულური სახლი, რომელიც მთამსვლელების საყუდარად არის გათვლილი, სახელი იტალიელი ჰუსტო გერვასუტის საპატივცემულოდ უწოდეს, რომელმაც გრანდ–ჟორასის (ალპები) აუღებელი აღმოსავლეთ ფერდობი დაიპყრო.

ქოხს, რომელსაც ასევე უწოდებენ LEAP (არქიტექტურული კომპანიის სახელის აბრევიატურა), ბევრი უპირატესობა აქვს. სტრუქტურა მკაცრი კლიმატური პირობების და მექანიკური დაზიანებების მიმართ აბსოლუტურად მდგრადია, ასევე ასაწყობი მოდულური დიზაინი აქვს, რომელიც ისე შეგიძლიათ ააწყოთ, როგორც გსურთ. თითოეულ კუპეს საკუთარი საცხოვრებელი ზონა აქვს (საძინებელი, სამზარეულო–სასადილო, სველი წერტილი, შესასვლელი საყოფაცხოვრებო ტექნიკით) და დამკვეთს თანმიმდევრობის გადაწყვეტა თავად შეუძლია. კომპაქტურობის, პატარა წონის და მოკვერცხლილი ფორმის წყალობით კეთილმოწყობილი სახლი შვეულმფრენით ნებისმიერი წერტილში შეგიძლიათ მიიტანოთ.

6. პავილიონი Experience Pass Museum de Werner Tscholl ავსტრიისა და იტალიის დამაკავშირებელ უღელტეხილზე

მთის მწვერვალზე გაყინული არქიტექტურული ობიექტი, რომელიც არტკომპოზიციის ფიზიკის ყველა კანონის დამრღვევს უფრო ჰგავს, ავსტრიული არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიამ Werner Tscholl Architects შეიმუშავა. ობიექტს დინამიურობას მისი ერთი შეხედვით არასტაბილურობა ანიჭებს, ხოლო ბრუტალური ესთეტიკა საშუალებას იძლევა, რომ შენობა ავსტრიისა და იტალიის დამაკავშირებელი უღელტეხილის კლდოვან ლანდშაფტს ორგანულად მოერგოს. კლდეების და მათი მწვერვალების ფერის და დიზაინის გამოხმაურებით წლის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდსა და დღის მონაკვეთში Experience Pass Museum de Werner Tscholl ჰარმონიულად და შთამბეჭდავად გამოიყურება.

7. სამეცნიერო–კვლევითი სადგური Princess Elisabethდედოფალ მოდის მიწაზე (ანტარქტიდა)

ანტარქტიდული სადგური Princess Elisabeth, რომელსაც ბელგია მართავს, უტსტეინენის ქედის მწვერვალზე, სერ რონდანის მთის სიახლოვეს, დედოფალ მოდის მიწაზე (აღმოსავლეთ ანტარქტიდა) აშენდა. ფუტურისტული ობიექტი, რომელიც უფრო უცხოპლანეტელების გემს ჰგავს, ისტორიაში პირველი პოლარული კვლევითი სადგურია, რომელიც სპეციალურად განახლებად ენერგიაზე სამუშაოდ არის შექმნილი და აშენებული. სარეზერვო დიზელის გენერატორის მუშაობა ნულამდეა დაყვანილი და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში გამოიყენება.

ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების გარდა სადგური მოიცავს რამდენიმე სხვა ეკოლოგიურ ტექნოლოგიას, მათ შორისაა მზის თერმოკონვექტორი წყლის გასათბობად, პასიური მშენებლობის მეთოდები სადგურში კომფორტული ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ასევე ინტელექტუალური მიკროქსელი, რომელიც ყველა სისტემას აკონტროლებს, რესურსების დაზოგვის და მთავარი აღჭურვილობის შეუფერხებელ მუშაობაზე გადამისამართების საშუალებას იძლევა.

საერთაშორისო პოლარული ფონდის (IPF) დეველოპერების თქმით, პოლარული ობიექტის კოსმოსური გარეგნობა მათი მიზანი არ ყოფილა, უფრო მისი ფუნქციონალურობის პროდუქტი. პრიორიტეტი იყო აეროდინამიური კონსტრუქციის შექმნა, რომელიც ანტარქტიკული პლატოდან მოვარდნილ ძლიერ ქარს არ შეეწინააღმდეგებოდა, არამედ გვერდს აუვლიდა. მოკვერცხლილი ფორმები ობიექტზე თოვლს არ აჩერებს, რაც ანტარქტიდის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის მთავარი იდეა იმაშია, რომ შენობა გარემოსთან ადაპტირებული იყოს და ირაციონალური განლაგების და არაეფექტური დიზაინის გამო ბუნებას მუდმივად არ ებრძოლოს.