10 ქუჩის ხრიკი მთელი მსოფლიოდან, რომელიც გაოცებას და შეშურებას გაიძულებთ

ზოგჯერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრება საოცრად განსხვავებულია. ქუჩების მოწყობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა. Novate გთავაზობთ 10 ქუჩის მოწყობილობას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, რომელიც ადგილობრივებს არ აოცებთ, მაგრამ ჩვენ გვაკვირვებს და მსგავსის ქონის სურვილს გვიჩენს.

1. ველოსიპედის ამწე რელსი

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ქალაქებში ბევრი კიბე და მაქსიმალურად ბარიერული გარემოა. გვსურს დავიჯეროთ, რომ ერთხელ ჩვენთანაც ასეთი რელსები გამოჩნდება. მსგავსი მოწყობილობა მონრეალში, კანადაშია.

2. სასმელი შადრევანი ადამიანებისა და ცხოველებისთვის

ასეთი შადრევნები ამერიკულ პარკებშია. ძაღლების მფლობელთათვის თბილ სეზონზე ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური ნივთია. უსახლკარო ცხოველებიც შადრევნის გამოყენების წესს სწრაფად სწავლობენ.

3. ქვეითთა გადასავლელი სენსორული განათებით

ესპანეთში მოიფიქრეს ასეთი სიცოცხლის გადამრჩენილი ნივთი, რომ ღამით სასიკვდილო ავარიების შემთხვევები შემცირებულიყო. ქვეითთა გადასავლელი ნათდება, როცა მასზე გადიხართ. უყურადღებო მძღოლს მეტი შანსი აქვს, რომ დაგინახოთ და დაამუხრუჭოს.

4. ინკლუზიური მაგიდა ბუნებაში

ავსტრალიის პარკებში იპოვით მაგიდას გრძელსკამით საჭმელად, სამაგიდო თამაშებისა და დასასვენებლად, რომლის ერთი მხარე ისეა გაკეთებული, რომ ეტლში მჯდომმა თავი კომფორტულად და სხვებთან თანასწორად იგრძნოს.

5. ბავშვის კარი ჩვეულებრივი კარის შიგნით

ასეთი კარი ინგლისში ბავშვის საქონლის მაღაზიებშია. ბავშვი ასეთი კარის გავლისას არ იწყენს, თავს ლუის კეროლის ზღაპარში გრძნობს. გარდა ამისა, ნამდვილი პრივილეგიაა! ასეთი კარის მქონე მაღაზიებში გაყიდვები უფრო იზრდება, რადგან ბავშვებს დაბრუნება სურთ.

6. შუქნიშანი ცხენზე ან პონზე ამხედრებულთათვის

ლონდონში და ინგლისის სხვა ქალაქებში, სადაც მოთხოვნადია პროფესიები, რომლის ფარგლებშიც ცხენოსანი ხართ, სპეციალური გადასასვლელები არსებობს. მსხვილი ცხენებისა და პონებისთვის ნიშნები შეიძლება იცვლებოდეს კიდეც.

7. შუქნიშანი 70 სმ სიგანის ქუჩისთვის

პრაღაში არის ძალიან ვიწრო ქუჩა, რომლის სიგანე მხოლოდ 70 სმ–ია და მასზე ორი ადამიანის ერთდროულად გავლა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, შუქნიშანი დააყენეს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გამვლელების მოძრაობას არეგულირებს. ქუჩის ოფიციალური სახელია ვინარნა ჩერტოვკა, მოსახლეობა მთვრალ შესახვევს უწოდებს. ქუჩას საკუთარი შუქნიშნით, რომელიც უფრო სახლებს შორის შუალედს ჰგავს, ღვინის ქარხნის ვინარნა ჩერტოვკას სახელი დაარქვეს და ამ დაწესებულების ერთგვარი რეკლამა გახდა: ტურისტები რესტორნის ტერასაზე აყავს, რომელიც ჩიხში მდებარეობს. ასეთ ტურისტულ ადგილს გვერდს ვერ აუვლით! ალბათ, აქ ნასვამ მდგომარეობაში სიარულისთვის ჯარიმაც არ შეგაშინებთ. სხვათა შორის, კლაუსტროფობები მასში პრინციპულად არ შედიან.

8. მოხუცების და შშმპ–ის გადასასვლელები

სინგაპურში მოხუცებს და შშმ პირებს შეუძლიათ პირადობის მოწმობა ქვეითთა გადასასვლელზე აჩვენონ, რომ შუქნიშანი უფრო დიდი ხნით აინთოს და მეორე მხარეს გადასვლა მოახერხონ. ასე მთავრობა ხალხზე ზრუნავს.

9. მოწყობილობა ველოსიპედზე მწვანე შუქის კომფორტული მოლოდინისთვის

ეს ფოტო ესპანეთშია გადაღებული, მაგრამ ასეთი ლითონის საყრდენი ევროპის ბევრ ქვეყანაში გვხვდება. საქმე იმაშია, რომ ევროკავშირი მოქალაქეებს მტკიცედ მოუწოდებს, რომ მანქანის ნაცვლად ველოსიპედი გამოიყენონ. სწორედ ამიტომ, ველოსიპედისტებისთვის ყველანაირ პრივილეგიას ქმნიან. მაგალითად, ქუჩის გადაკვეთისას ველოსიპედიდან ჩამოსვლა არ დაგჭირდებათ.

10. ძეხვეულობა სპეცაპარატში

ყველაზე ტრივიალური რამ გერმანიის ქუჩებში. რას ყიდულობენ სპეცაპარატებში? ყავა, გაზიანი სასმელი, სათამაშო. რა არის აუცილებელი ნივთი გერმანიაში სეირნობისას? რა თქმა უნდა, ძეხვის ნაწარმი! აბა როგორ?