ზამშის ან ტყავის ფეხსაცმელს ნაკეცებს და ჩაჭყლეტილ ადგილებს ეფექტური მეთოდით ვაშორებ

ზამშის ან ტყავის ფეხსაცმელი ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება. მართალია, ეს დიდხანს არ გრძელდება. სინამდვილეში, ასეთი ფეხსაცმელი კარგად გამოიყურება მანამ, სანამ მაღაზიის თაროზე დევს. როგორც კი, ადამიანი ფეხსაცმლის ან ჩექმის ტარებას იწყებს, მასზე დროთა განმავლობაში ჩნდება სხვადასხვა დეფექტი: ნაკეცი, ჩაზნექილობა. დიდი პრობლემა არაა, მაგრამ გარეგნულ იერს აფუჭებს. სიტუაცია საკუთარი ძალებით შეგიძლიათ გამოასწოროთ. ზომები პრობლემის მასშტაბზეა დამოკიდებული.

1. როგორ მოვაშოროთ მცირე დეფექტები

თუ ზამშის ან ტყავის ფეხსაცმელზე ნაკეცები ახალია და პრობლემა უმნიშვნელო, ქაღალდი (გაზეთი) დაჭმუჭნეთ და ფეხსაცმელი გაავსეთ. ახლა საყვარელი ფეხსაცმელი შესაფერისი კრემით დაამუშავეთ. ქაღალდის შემავსებელი შეგიძლიათ მოაშოროთ, როგორც კი, ფეხსაცმელი გაშრება. მცირე ჩაზნექილ ადგილებს ფეხსაცმლის შესაფერისი ფერის საღებავით ან ცვილით ადვილად მოაშორებთ.

ჩაზნექილი ადგილების მოსაშორებლად, რომელიც ახლახანს გაჩნდა და მცირეა, ნებისმიერი დამარბილებელი კრემი გამოიყენეთ. 15 წუთით მოიცადეთ და დაჭმუჭნული გაზეთით გაავსეთ. ამის შემდეგ ფეხსაცმელი გვერდზე დადებული „დასასვენებლად“ გააგზავნეთ. რემონტს 2-3 დღე დასჭირდება. ფეხსაცმელს კრემი დღეში 2-ჯერ წაუსვით. როცა ჩაზნექილი ადგილები გასწორდება, ფეხსაცმელი შესაფერისი ცვილით დაამუშავეთ.

2. როგორ მოვაშოროთ დიდი დეფექტები

ასეთი პრობლემის გადასაჭრელად დაგჭირდებათ მიკროფიბრის ჩვრები, გაზეთი, საუთაო დაფა და უთო. ფეხსაცმელი, ბოტასი ან ჩექმა გაზეთებით გაავსეთ. მიკროფიბრის ჩვარი წყლით დაასველეთ და ფეხსაცმლის ცხვირს დაადეთ. რამდენიმე წუთით მოიცადეთ. ამ დროში უთო საშუალო ტემპერატურამდე გააცხელეთ. ცხელი უთოთი ნაკეცები დააუთოვეთ, უთო მკაცრად სველ მიკროფიბრს გადაატარეთ. ფეხსაცმლის გაშრობას დაელოდეთ. ქაღალდი ამოიღეთ. შედეგით დატკბით. დამცავი კრემი ან ცვილი შეგიძლიათ წაუსვათ, თუ სახლში გაქვთ.

3. როგორ მოვაშოროთ ნაკეცებით წარმოქმნილი ნაკაწრები

პრობლემის მოშორება რთულია. გამორიცხული არაა, რომ სასურველი შედეგი ვერ მიიღოთ. თუ მაინც ეცდებით, ფეხსაცმელი კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და ცხიმი მოაშორეთ. შემდეგ ნაკაწრები ფრჩხილის ლაქით, ტყავის წებოთი ან ცვილით შეღებეთ. თავისთავად, ყველა საშუალება გამჭვირვალე უნდა იყოს ან ფეხსაცმლის მსგავსი ფერი ჰქონდეს. თუ ნაკაწრები ცვილით დაიფარა, ფერის აღდგენას ფეხსაცმლის ფერადი კრემით ან ჩვეულებრივი ფლომასტერით შეძლებთ.