10 მოძველებული ნივთი ბინაში, რომელიც სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ

ზოგიერთი ადამიანი ინტერიერის სამყაროში მოდის სიახლეებს თვალყურს ადევნებს და თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად სახლის განახლებას ცდილობს. სხვები უფრო კონსერვანტიულები არიან. მათ ჩვეული ცხოვრების წესის შეცვლა არ სურთ. Novate გიამბობთ, რომელი ნივთები უნდა გადაყაროთ, რადგან დრო უკვე მოჭამეს.

1. აბაზანის რეზინის საცობი

ერთ დროს აბაზანის რეზინის საცობი ლითონის ჯაჭვზე, ალბათ, ყველა ბინაში იყო. მათი დრო გავიდა, რაც გვიხარია. მსგავსი საცობი უშნოდ და ძველმოდურად გამოიყურება, თან მილს მჭიდროდ არ ეკვრის, განსაკუთრებით „ასაკოვანი“. ჯაჭვი დროთა განმავლობაში იჟანგება და აბაზანის ზედაპირზე ლაქებს ტოვებს. ამ ლაქების მოშორება სპეციალური საყოფაცხოვრებო ქიმიის გარეშე გაგიჭირდებათ.

კარგია, რომ ალტერნატივა არსებობს. თანამედროვე აბაზანებს ჩაშენებული საცობი ახლავს, რომელიც წყალს ერთი დაჭერით ბლოკავს. ძალიან მოსახერხებელი, პრაქტიკული და ესთეტიურია. მსგავსი საცობი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეიძინოთ და დაამონტაჟოთ. უკიდურეს შემთხვევაში რეზინის საცობი ლითონით ჩაანაცვლეთ. ასეთი აბაზანას უფრო ამშვენებს.

2. ამომრთველი განათებით

ერთი მხრივ, საკმაოდ წარმატებული მოწყობილობაა. თუ ღამით ადგომა გიწევთ, ამომრთველს სიბნელეში ადვილად იპოვით. მეორე მხრივ, მისი განათება გამაღიზიანებელია და ზედმეტ ყურადღებას იქცევს. თუ ასეთი ამომრთველი საძინებელში გაქვთ, ძილს დაგირღვევთ.

თანამედროვე მოდელები უფრო ლამაზი და პრაქტიკულია. მოდური და ლაკონური სტილი აქვს, ზედმეტი დეტალები და დამატებითი ფუნქციები არ აქვს. ასეთი ამომრთველი ნებისმიერ გარემოს ერგება და სიკაშკაშით არ გვაღიზიანებს. გარდა ამისა, თითოეულ ინდიკატორზე იზოლენტის წვრილი ნაჭრების დამაგრება არ მოგიწევთ, რომ ცისფერი ან წითელი განათება არ ანათებდეს, მაშინაც კი, როცა სინათლე გამორთულია.

3. დომოფონი

ძალიან სასარგებლო რამეა, მაგრამ გარეგნობაზე მუშაობა ღირს. ძველი გაყვითლებული მილი ინტერიერს სილამაზეს და მყუდროებას ვერ შემატებს, ამიტომ თანამედროვე მოდელები შეათვალიერეთ. მიმზიდველი გარეგნობის გარდა მეტი ფუნქცია აქვს: ხმის კონტროლი, ვიდეოკავშირი და მელოდიის შეცვლა, თუ სტანდარტული მოგბეზრდათ. თანამედროვე დომოფონი რემონტის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალურია, როცა შემოსასვლელში თითოეულ წვრილმანს ახალ ინტერიერზე შთაბეჭდილების გაფუჭება შეუძლია.

4. ნიჟარა–თასი

გეთანხმებით, ასეთი ნიჟარა გარეგნულად საინტერესო და უჩვეულოა, მაგრამ პრაქტიკული არაა. დიზაინერებსაც მასთან მუშაობა არ სურთ, რადგან თვლიან, რომ ამ მოდელს ბევრი ნაკლოვანება აქვს. თასი შეიძლება გაიბზაროს და დაიმსხვრეს, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, პატარებს მისი გამოყენება უჭირთ. გარდა ამისა, არასტანდარტული ზომის გამო წყლის შხეფები ნიჟარის გარეთ იფანტება, რაც ტუმბოს მასალის გასივებას გამოიწვევს. ზოგიერთი ადამიანისთვის ნიჟარის ფორმა დიდ თასს ჰგავს, რომელიც სამუშაო ზედაპირზე დევს. დიდად ესთეტიურად არ გამოიყურება.

5. დეკორატიული ეკრანი ბატარეებისთვის

ადრე ყველა ბინაში საბჭოური თუჯის ბატარეები იყო დამონტაჟებული, ამიტომ ეკრანებით შენიღბვა აქტუალური იყო. ახლა მოდაში აღარაა. საკმაოდ დიდია, ბატარეებზე აქცენტს აკეთებს, არასწორი მონტაჟის შემთხვევაში ძვირფას სითბოს „ჭამს“. ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ხის ეკრანი სიცხისგან გახმეს.

ახლა გათბობის ბატარეების სხვადასხვა ვარიანტები იყიდება, ამიტომ აირჩიეთ მოდელი, რომელიც ინტერიერს იდეალურად ეთავსება და დამალვა არ სჭირდება. თუ ეკრანი გსურთ, ახალი ვარიანტები შეათვალიერეთ. მაგალითად, მინის ეკრანი ჰაიტექის ინტერიერში იდეალურია.

6. ერთნაირი ჩარჩოები

თუ ფოტოები ან პოსტერები გიყვართ და კედლის დეკორის საუკეთესო ვარიანტად მიიჩნევთ, დროა ჩარჩოებთან დამოკიდებულებას გადახედოთ. სტანდარტული, მოსაწყენი ჩარჩოები ინტერიერს ვერ გაალამაზებს, არამედ მკრთალს და ნაკლებად გამოხატულს გახდის. ფანტაზიის ჩართვის და ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ.

სხვადასხვა მასალის ჩარჩოები გამოიყენეთ, საინტერესო ტექსტურები ერთ კომპოზიციაში გააერთიანეთ. ზომებიც შეიძლება განსხვავდებოდეს. მთავარია, ერთი სტილი დაიცვათ, რომ ჰარმონია არ დაირღვეს. ასეთი მოდერნიზაციის შემდეგ გარემო ნათელი და უჩვეულო გახდება, ხოლო ფოტოს ან პოსტერის დათვალიერება – ბევრად საინტერესო.

7. ჟაღი–ობობა

ხალხის შეფასებით, ასეთი ჭაღი უგემოვნოდ და გამომწვევად გამოიყურება. გარდა ამისა, შუაღამით გაღვიძებისას შეიძლება შეგაშინოთ. ობობის მსგავსი სანათი საცხოვრებელს სილამაზეს და მყუდროებას ვერ შემატებს. დამატებით, ინტერიერს რთულად ერგება. სხვა სტილს ცუდად ეთავსება.

მარტივი ფორმების ლაკონურ მოდელებს ყურადღება მიაქციეთ. ასეთი გარემოს მომგებიანად შეავსებს. თუ გსურთ, რომ ჭაღი აქცენტი გახდეს, ორიგინალურ მასალასა და ფორმაზე აქცენტი გააკეთეთ. ხაზის ან რგოლის ფორმის ნაჭედ ნიმუშებს უპირატესობა მიანიჭეთ.

8. დიდი დივანი სამზარეულოში

პატარა ბინაში ყველგან დამატებითი საწოლის დადგმას ვცდილობთ, მათ შორის სამზარეულოში. ასეთი მცდელობა კარგს არაფერს მოგიტანთ. ძვირფას ფართობს უფრო გადატვირთავთ და ოთახში სამოძრაოდ ადგილს არ დატოვებთ. სამზარეულო საჭმლის მოსამზადებლად არის შექმნილი, ამიტომ ადგილი აუცილებელ ავეჯს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას დაუთმეთ. დარჩენილ ადგილას სასადილო ზონა გააკეთეთ, რომელიც მაგიდისა და სკამებისგან შედგება. არ დაგავიწყდეთ, რომ სამზარეულოში რბილი ავეჯი მუდმივად დაისვრება, ხოლო ქსოვილი სუნებს შეიწოვს.

დივნის ადგილი მისაღებ ოთახშია და არა სამზარეულოში. ამ ოთახში მაქსიმუმ სამზარეულოს კუთხე მყარი საზურგით და ეკოტყავის საჯდომით შეგიძლიათ დადგათ. ეკოტყავი უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ქსოვილი. და მაინც, სტანდარტული სკამები უმჯობესია.

9. გრიფელის დაფა ბავშვების ოთახში

ოდესღაც პოპულარული ხრიკი იყო. საბავშვო ოთახის გაფორმებისას კედლის ნაწილს ან მთელ ზედაპირს გრიფელის დაფით ფარავდნენ, რომ ბავშვებს ამ ადგილას და არა შპალერზე დაეხატათ. ბავშვების შემოქმედებითი უნარების წახალისება კარგია, მაგრამ ამ მიზნით გრიფელის დაფის გამოყენება კარგი გადაწყვეტილება არაა.

პირველ რიგში, ცარცისგან ბევრი მტვერი გროვდება, რომელიც თაროებსა და ავეჯზე ილექება. დამატებით, ტანსაცმელს სვრის, როცა ბავშვი კედელს ეხება. როცა ზედაპირის გაწმენდას ცდილობთ, მასზე უშნო ზოლები რჩება, რომლის მოშორება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთი კედლის მქონე ოთახზე კარგი შთაბეჭდილება არ გვრჩება. მით უფრო, ქაოსის და უწესრიგობის შეგრძნება იქმნება. ამავდროულად, ასაკი, როცა გრიფელის დაფა აქტუალურია, ძალიან სწრაფად გადის.

10. საძინებლის გარნიტურა

ადრე ერთ სტილში შესრულებული ავეჯის ნაკრები, რომელშიც შედიოდა საწოლი, კარადა, ტუმბოები, ზოგჯერ ტუალეტის მაგიდა, ელიტური ევრორემონტის ნიშანი იყო. ახლა, როცა მაღაზიებში სხვადასხვა ნივთის მრავალფეროვანი არჩევანია, გარნიტურამ აქტუალობა დაკარგა. ძველმოდურად, უგემოვნოდ და მოსაწყენად გამოიყურება, ავეჯის კატალოგის ნახატს ჰგავს. დიზაინერები გირჩევენ, ოთახები სხვადასხვა ფერის და ფორმის ავეჯით გააფორმოთ. მასალები შეიძლება განსხვავდებოდეს, მთავარია, რომ ნაყიდი ნივთები ერთმანეთს ჰარმონიულად ეთავსებოდეს.