6 რამ, რომელსაც უსარგებლოდ მიიჩნევდნენ, მაგრამ აგარაკს ისე ამშვენებს, როგორც დიზაინერული ნივთი

თქვენც მოგაქვთ ნივთები აგარაკზე და არ იცით, რა უყოთ? Novate გიზიარებთ რამდენიმე იდეას, როგორ გარდაქმნათ უსარგებლო ნივთები, რომ სახლის და ნაკვეთის ნამდვილ დეკორად გადააქციოთ. სპოილერი: ძველი აბაზანაც გამოგადგებათ.

1. აბაზანა

ბევრს სურს, აგარაკზე გუბურა ჰქონდეს, თუნდაც პატარა. ის ნაკვეთს სილამაზეს, მყუდროებას მატებს, ბუნებასთან გვაახლოებს. თუ სპეციალისტის დაქირავება და ძვირადღირებულ სამშენებლო მასალებზე თანხის დახარჯვა არ გსურთ, თავად გააკეთეთ. მაგალითად, ძველი აბაზანიდან.

დაგჭირდებათ შემდეგი ხელსაწყოები: აბაზანა, ჯაჭვის ბადე, ლამაზი კენჭები გასაფორმებლად, ცემენტის ხსნარი, მავთული და ღორღი. ნაკვეთზე შესაფერისი ადგილი მოძებნეთ, პატარა ორმო ამოთხარეთ. მისი სიღრმე აბაზანის კიდეებზე მეტი უნდა იყოს, დაახლოებით 40 სმ–ით. ახლა ორმოს კიდეები დაამუშავეთ და მასში აბაზანა ჩასვით, წინასწარ სანიაღვრე ნახვრეტი გაუკეთეთ. მთელ პერიმეტრზე ჯაჭვის ბადე დააგეთ, გასამაგრებლად გამოგადგებათ. ბადეს წინასწარ მომზადებული ქვიშა–ცემენტის ნარევი წაუსვით, ზემოდან დააწყვეთ სხვადასხვა დეკორატიული ელემენტი: კენჭები, ფილები, ხრეში. ბოლოს გუბურა წყლით გაავსეთ და შედეგით დატკბით.

2. დანა–ჩანგალი

ძველი დანიდან, ჩანგლიდან და სხვა აქსესუარიდან ბევრი სასარგებლო ნივთის გაკეთება შეიძლება. ასეთი ნივთები აგარაკის ინტერიერს დაამშვენებს და გარემოს განაახლებს. გთავაზობთ რამდენიმე იდეას:

  • ძველი კოვზები და ჩანგლები ორიგინალურ კავებად გამოიყენეთ. კავებზე შეგიძლიათ დაკიდოთ ტანსაცმელი, მსუბუქი ჩანთა, თავის აქსესუარი და დასაკიდი კაშპო, თუ ვერანდის დეკორზე ვსაუბრობთ. ასეთი კავების გაკეთება მარტივია. კოვზის სახელური გაღუნეთ და კედელზე ან ხის დაფაზე მიახრახნეთ.
  • თუ ვინტაჟური ელემენტები მოგწონთ და თვლით, რომ აგარაკი სიძველის სულით უნდა იყოს გაჟღენთილი, სამზარეულოს ავეჯი განაახლეთ. გარნიტურას სტანდარტული სახელურები მოხსენით და მათ ნაცვლად უსარგებლო კოვზები და ჩანგლები გამოიყენეთ. წინასწარ საჭირო ფორმა მიეცით.
  • ხის ძელიდან და მასზე დამაგრებული მოღუნული კოვზებით პატარა ჩაის სანთლებისთვის ლამაზი სასანთლე გამოვა.
  • უსარგებლო ჩანგლები და კოვზები სანათის საინტერესო დეკორად გამოგადგებათ. ჭერის ჭაღის ჩარჩო ან ტორშერის აბაჟური გააფორმეთ.
  • სუფრის აქსესუარებიდან ორიგინალური ქარის ვარდი შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ ტერასაზე ჩამოკიდებთ. გამოგადგებათ არა მხოლოდ ჩანგალი და დანა, ასევე ჩამჩა, სასოუსე, თასი და თეფში. მთავარია, ყველა ელემენტი კარკასზე საიმედოდ დაამაგროთ.

3. კარი

კიდევ ერთი უნივერსალური ნივთი, რომელიც ნებისმიერ რამედ შეგიძლიათ გადააკეთოთ. კარი მაგიდად ან სტელაჟად შეგიძლიათ გადააკეთოთ. უკანა კედლად გამოიყენეთ, რომელზეც თაროები იქნება მიმაგრებული. ახალი საგანი კედელზე დააფიქსირეთ. მაგალითად, ორ კაუჭზე დაკიდეთ, რომ არ ირყეოდეს. მოკლე, კარიდან კარგი კუთხის სტელაჟი გამოვა. შუაზე გახეხეთ და ცარიელ კუთხეში დადგით.

მინის კარიდან ოჯახური ფოტოების არქივი შეგიძლიათ გააკეთოთ. შესაფერისი ზომის ფოტოები შეარჩიეთ, მინას დააკარით, შემდეგ იმპროვიზებული გალერეა სადმე, მაგალითად, დერეფანში ჩამოკიდეთ.

4. ძველი ჭურჭელი

ტრადიციული ყვავილების ქოთნები არ მოგწონთ, მაგრამ ვერ მოიფიქრეთ კარგი ალტერნატივა? რას იტყვით, რომ კაშპოდ მოცულობითი ფინჯნები გამოიყენოთ? ლამაზი და ორიგინალურია, ქოთნის ყიდვა არ მოგიწევთ. მთავარია, რომ ძირში სადრენაჟე ხვრელი გაუკეთოთ და შესაფერისი სადგამი მოუძებნოთ, სადაც წყალი დაიღვრება. თუ წყვილი თეფში არ გაქვთ, ნებისმიერი ფერადი ანალოგით ჩაანაცვლეთ, მაგრამ ელემენტების ჰარმონიული კომბინაცია არ დაგავიწყდეთ. სამზარეულოს ჭურჭელი ლარნაკად იდეალურია. მაგალითად, მაღალი დოქი გრძელი ღეროს მქონე ყვავილისთვის გამოიყენეთ, ხოლო დაბალი სარძევე – მინდვრის ყვავილების თაიგულისთვის.

თუ ხელნაკეთი ნივთები მოგწონთ, სანათის დიზაინერად თავი გამოსცადეთ. დაგჭირდებათ ძველი კერამიკული ფინჯები თეფშებთან ერთად (ფაიფური არ გამოგადგებათ, ძალიან მყიფეა), საბურღი ალმასის ბურღით და „შიგთავსი“ ცოკოლის, მავთულის და ნათურის სახით. თვალების და ხელების დაცვა არ დაგავიწყდეთ. მავთულისთვის ნახვრეტი მაღალ სიმძლავრეზე უნდა გაბურღოთ.

ძველი ჭიქები და ბოკალები პირდაპირ ყვირის, რომ სასანთლედ შეგიძლიათ გადააკეთოთ. ნებისმიერი ჭურჭელი გამოგადგებათ. მინა, ფაიფური, კერამიკა – ყველაფერი გამოგადგებათ. მზა ნივთი ინტერიერს სიმყუდროვეს შემატებს, თუ რომანტიკულ ვახშამს გეგმავთ.

5. კომოდი

ძველი კომოდიდან ლამაზი ყვავილების კლუმბი გამოვა. მზად იყავით, რომ გარდაქმნაზე ბევრ დროს და ძალას დახარჯავთ. პირველ რიგში, ავეჯს ძველი საღებავი და ლაქი უნდა მოაშოროთ, შემდეგ წყალგამძლე საღებავით შეღებოთ, ბოლოს თქვენი გემოვნებით გააფორმოთ ან ერთ ფერში დატოვოთ. უჯრები გააღეთ და მათში ქოთნები მცენარეებით ჩააწყვეთ. კომოდი ტერასის ან პარმაღის ინტერიერს იდეალურად ეთავსება, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

თუ კომოდის მთავარ ფუნქციას გადააჭარბებთ, მოსახერხებელ და ტევად უჯრებად შეგიძლიათ გადააკეთოთ. მაგალითად, ბოსტნეულის შესანახად შესანიშნავი ადგილი გახდება. ასეთი კომოდი ხელსაწყოების და სხვა სასარგებლო ნივთების შესანახად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

6. მაცივარი

ყოველდღიურობაში გამოგადგებათ არა მხოლოდ ახალი მაცივარი, არამედ ძველიც, რომელიც გამოუსადეგარია. თუ მოწყობილობას დიდხანს მუშაობა ნაბრძანები აქვს, ხილისა და ბოსტნეულის შესანახად გამოიყენეთ. აქტუალური იდეაა აგარაკზე, სადაც სარდაფი ან ავტოფარეხი არაა. მაცივარს კომპრესორი მოხსენით, სავენტილაციოდ გახვრიტეთ და მილები ისე ჩასვით, რომ გარეთ გამოვიდეს. შემდეგ მიწაში დამარხეთ და წყალგამზლე მასალა დააფარეთ, რომ წვიმისგან არ დაზიანდეს.

თუ აგარაკზე წვეულებებს ხშირად აწყობთ, ღია ცისქვეშ ბარის იდეა მოგეწონებათ. იმის მიუხედავად, რომ დაზიანებული მაცივარი ვეღარ ყინავს, მასში მოთავსებული პროდუქტები საწყის ტემპერატურას ინარჩუნებენ. გამოდის, რომ საყინულეში შენახული ყინული ნელა გადნება. ასე ძველი მაცივარი საზაფხულო სამზარეულოს ბარად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

კამერის კუპეები დატეხილი ყინულით გაავსეთ და მათში წვენის, ალკოჰოლის და სხვა სასმელის ბოთლები ჩადეთ. მობილური ბარი რომ იყოს, ტექნიკას ბორბლები მიამაგრეთ. ლამაზი და მიმზიდველი გარეგნობისთვის გაღებეთ, დაფა შემოაკარით ან გრიფელის საღებავი წაუსვით. ბოლო ვარიანტი ყველაზე საინტერესოა, რადგან ბარზე ცარცით ნებისმიერი რამის დაწერას შეძლებთ. მაგალითად, დღის მენიუს.