5 ძირითადი პრინციპი, რომელიც ხარისხიანი და შესაფერისი ლინოლეუმის არჩევაში დაგეხმარებათ

ადრე ლინოლეულმს ირჩევდნენ როგორც იატაკის საფარის ბიუჯეტურ ვარიანტს. ის ხშირად კლინიკების და ხრუშჩოვის ბინების ნაკლებად მიმზიდველ იატაკთან ასოცირდებოდა, მაგრამ ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ტექნოლოგია შეიცვალა და დღეს ლინოლეუმი უსაფრთხო, უპრეტენზიო და იაფი მასალაა სხვადასხვა მახასიათებლებით. ისღა დაგრჩენიათ სამშენებლო ბაზარზე ამ მასალის მრავალფეროვნებაში გაერკვიოთ და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. Novate გასწავლით, როგორ შეარჩიოთ ხარისხიანი და შესაფერისი ლინოლეუმი.

1. ჰომოგენური და ჰეტეროგენული?

ჰომოგენური ლინოლეუმი ერთფენიანია. სისქე 1,5-3 მმ, ნახატი მთელ სისქეზე ისმება და შიგნითაც ისეთია, როგორც გარეთ. სწორედ ამიტომ, ცვეთა ნაკლებად ახასიათებს. მწარმოებლები გვპირდებიან, რომ ჰომოგენური ლინოლეუმი დაგების და გამოყენების წესების დაცვის შემთხვევაში 25 წელი ძლებს. ჰომოგენური ლინოლეუმი გამოიყენება შენობებში, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს, და იქ, სადაც იატაკზე ურიკა, ეტლი გადაადგილდება. მაგალითად, სუპერმარკეტში, აეროპორტში, კლინიკასა და დერეფანში. ასეთ ლინოლეუმს მარტივი ნახატები აქვს: ერთფერიანი ან მარტივი მოხატულობით. 2 მ სიგანის რულონებში იყიდება. ქვესაფენი არ აქვს და დაგებისას დამატებითი, მაღალპროფესიონალური დამუშავება სჭირდება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ლინოლეუმი სახლისთვის ნაკლებად გამოგადგებათ.

ჰეტეროგენული ლინოლეუმი მინაბოჭკოვანი მასალის ბაზაზე მზადდება და 2-6 ფენა აქვს. ლინოლეუმის სისქე – 6 მმ–მდე. წარმოების პროცესში პვს პასტით გაჟღენთილ გამაგრებულ ბოჭკოვან მინას პვს მასის ფენას, შემდეგ ნახატს და ბოლო ფენას (პოლიურეთანის ფირი ან პვს ფირი) უმატებენ. რაც უფრო მკვრივი და სქელია ფირი, მით უფრო დიდხანს არ გაცვდება ზედა ფენა და მით უფრო დიდხანს შეინარჩუნებს მიმზიდველობას. მონტაჟის შემდეგ დამატებითი დამუშავება არ სჭირდება. ჰეტეროგენულ ლინოლეუმს ჯუთის, ქსოვილის და ქაფიანი პვს–ის საფუძველი აქვს. საფუძველი იატაკის საფარის თბო და ხმის იზოლაციის თვისებებს აძლიერებს. მწარმოებლები სხვადასხვა დიზაინის და მოხატულობის საფარს აწარმოებენ. ქვესაფენს არ ხეხავს და სახლისთვის შესაფერისია.

2. საყოფაცხოვრებო, კომერციული თუ ნახევრად კომერციული?

საყოფაცხოვრებო ლინოლეუმი განკუთვნილია საცხოვრებელი შენობებისთვის დაბალი გამავლობით. ფერების და დიზაინის ფართო არჩევანი, მარტივი მონტაჟი და მოვლა, დემოკრატიული ფასი მისი უპირატესობებია. ხანმოკლე ვადა, მძიმე ნივთების მიერ დატოვებული კვალი ნაკლოვანებებია. ქვესაფენი მომსახურობის ვადას ზრდის. ნახევრად კომერციული ლინოლეუმი გამოგადგებათ საცხოვრებელი ოთახებისა და კომერციული შენობებისთვის, სადაც საშუალო გამავლობაა. საყოფაცხოვრებო ლინოლეუმთან შედარებით სქელია. მოქნილი და რბილია, მაგრამ ავეჯის კვალი თითქმის არ რჩება. კომერციული ლინოლეუმი მაღალი დატვირთვის მქონე შენობებში გამოიყენება. კომერციული ლინოლეუმი ჰომოგენური ან ჰეტეროგენული შეიძლება იყოს. ცვეთამედეგია. მწარმოებლები მის შემადგენლობას უმატებენ იზოლატორებს, ანტისტატიკურ ან სპეციალურ ნივთიერებებს, რომლებიც მოცურობას ამცირებენ. დასკვნა? სახლისთვის ნახევრად კომერციული ვარიანტი შესაფერისია. თუ ძალიან მძიმე ავეჯი გაქვთ და კლანჭებიანი კატები ცხოვრობენ, კომერციულისკენ გადაიხარეთ.

3. რა სისქეა საჭირო?

ლინოლეუმის მომსახურების ვადა პირდაპირ მის სისქეზეა დამოკიდებული. არა მხოლოდ დამცავი ფენის სისქეს, არამედ მთელი საფარის საერთო სისქეს ყურადღება მიაქციეთ. რაც უფრო თხელია ლინოლეუმი, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ იატაკის საფუძველი დაგებამდე გაასწოროთ. თუ თბილი იატაკის სისტემის მოწყობას აპირებთ, თხელი ლინოლეუმი აირჩიეთ. სქელი ფენა სითბოს ცუდად ატარებს. საყოფაცხოვრებო ლინოლეუმი ყველაზე თხელია. მისი სისქე 1,5-5 მმ. ნახევრად კომერციულ ლინოლეუმს 2-3 მმ აქვს. კომერციულს – 2-დან 3,5 მმ–მდე. რაც უფრო მაღალია ოთახის გამავლობა და მექანიკური დაზიანების შესაძლებლობა, მით უფრო სქელი უნდა იყოს ლინოლეუმი. დერეფანში, ბავშვების ოთახში ან სამზარეულოში მინიმუმ 3 მმ სისქის ლინოლეუმი გამოიყენეთ. მისაღებ ოთახში ან საძინებელში 1,5 მმ სისქის ლინოლეუმი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

4. რომელია საუკეთესო ფერი?

თანამედროვე ლინოლეუმი ყველაზე თამამ დიზაინერულ ჩანაფიქრებს აკმაყოფილებს. თანამედროვე ლინოლეუმის ფერი წლების შემდეგაც კაშკაშაა და არ უფერულდება. ლინოლეუმი ბუნებრივ მასალებს (მუხა, ფიჭვი, ალუბალი, ბროწეული, მარმარილო) კარგად ბაძავს. ერთი შეხედვით, ხარისხიან ლინოლეუმს პარკეტისგან, კერამიკული ფილებისგან, პარკეტის ფიცრებისგან ან მასიური ხის ფიცრებისგან ვერ გაარჩევთ. ქვის ან ხის მოხატულობის მქონე ლინოლეუმი შეგიძლიათ შეარჩიოთ. თუ ლოფტის ან მოდერნის სტილი მოგწონთ, ლინოლეუმი აბსტრაქციული გეომეტრიული მოხაზულობით გამოგადგებათ.

5. რომელი ლინოლეუმი გამოგადგებათ სხვადასხვა საცხოვრებელი ოთახისთვის?

3 მმ სისქის წყალმედეგი ლინოლეუმი გამოგადგებათ ბავშვების ოთახში, სამზარეულოში, შემოსასვლელში, სააბაზანოში. ზოგიერთ ლინოლეუმს მოცურების საწინააღმდეგო საფარი აქვს. ყველა ამ ოთახს სითხესთან კონტაქტი აქვს, ხოლო შემოსასვლელი და სამზარეულო სისუფთავის დასაცავად შვაბრით ხშირად იწმინდება. მოცურების საწინააღმდეგო საფარი შესაძლო დაზიანებას თავიდან აგაცილებთ. ამ შემთხვევაში კომერციული ლინოლეუმი საუკეთესო არჩევანია. დეკორატიული ლინოლეუმი ხმის და თბის იზოლაციის თვისებებით გამოიყენეთ მისაღებ ოთახში, კაბინეტსა და საძინებელში. ასეთ ოთახებში დაბალი გამავლობაა, ამიტომ ნახევრად კომერციული ლინოლეუმი, რომელსაც 1,5-2 მმ სისქე აქვს, გამოგადგებათ.

ბავშვების ოთახისა და იმ ოთახებისთვის, სადაც კატები ბასრი ბრჭყალებით ხმაურობენ, ზედა დამცავი ფენის მქონე ნახევრად კომერციული ან კომერციული ლინოლეუმი გამოიყენეთ (რულონს ექნება სპეციალური ნიშანი, რომელზეც ალმასი ან კატის თათია გამოსახული). ასეთი შენობებისთვის პოპულარულია მარმოლეუმი – ლინოლეუმის სახეობა, რომელიც მთლიანად ნატურალური მასალისგან დამზადებულია.