მობილური აგარაკის ან სასტუმროს ნომრის საუკეთესო ვარიანტები, რომლებიც ყოველთვის შეგიძლიათ თან წაიღოთ

სახლი ბორბლებზე, რომელიც ამერიკის კონტინენტიდან მთელ მსოფლიოში გადაჰქონდათ, თავისი მობილურობით, ფუნქციურობით და ოჯახის ბიუჯეტის რაციონალურად გამოყენების მხრივ პლანეტის უფრო და უფრო მეტი მაცხოვრებლის ყურადღებას იზიდავს. რაც არ უნდა თქვათ, თუ ავტოსახლი გაქვთ, ოჯახთან ერთად მოგზაურობისას, შაბათ–კვირას ან დღესასწაულზე ბუნებაში დასვენებისას ღამისგასათევ ადგილზე ფიქრი არ მოგიწევთ და ძველ, კეთილ კარავში არაკომფორტულად ცხოვრებასაც დაივიწყებთ. ეს პატარა მობილური სახლის ყველა უპირატესობა არაა, რომელიც ტრადიციული საცხოვრებლის შესანიშნავი ალტერნატივა შეიძლება გახდეს.

1. რა არის ციცქნა სახლი ბორბლებზე

ვის არ სმენია ავტოსახლზე, სახლზე ბორბლებზე, კემპერზე, კარავანზე – ეს ყველაფერი მისაბმელის ან სატრანსპორტო საშუალების სახელია, რომელიც სამოგზაურო საცხოვრებლად ადაპტირებულია. თითოეული აღნიშნავს მხოლოდ ერთს: აქედან ნებისმიერი ობიექტი გზაზე შეგიძლიათ წაიღოთ და შედარებით კომფორტულად იცხოვროთ, არ იფიქროთ, სად გაათევთ ღამეს ან ისაუზმებთ/ივახშმებთ. თუმცა ზოგიერთ დაწესებულებაში მეზობლების გაცნობა მაინც ღირს.

კემპერვანი (ინგ. Campervan) – სამგზავრო ფურგონი. ასეთი ავტოფურგონი მინივენის ბაზაზე იქმნება (ყველაზე პოპულარული მოდელები და ბრენდები: Volkswagen T6, Mercedes Viano, Hyundai Starex) და იტევს ორ საძილე ადგილს, მინი სამზარეულოს და რამდენიმე სათავსოს. შესაძლოა ამწე სახურავით იყოს აღჭურვილი.

კასტენვაგენი (გერ. Kastenwagen) – დახურული პანელის ფურგონი. ლითონის ფურგონზე/მიკრო ავტობუსზე დაფუძნებულია (ყველაზე პოპულარული მოდელები და ბრენდები: Mercedes Sprinter, Gazelle Next, Fiat Ducato, Renault Master). კასტენვაგენს ავტოსახლს უწოდებენ, რადგან მასში გამართულად შეგიძლიათ გაიაროთ და საცხოვრებელი ზონები თქვენი სურვილით მოაწყოთ. სტანდარტულად აქვს ორი საძილე ადგილი, სამზარეულო–სასადილო და ბიოტუალეტი. ნახევრად ინტეგრირებულია, ინტეგრირებული ან ცალკე ნიშნით, რაც მის დიზაინს და სხვადასხვა საცხოვრებელი დანამატების დაკავებას განსაზღვრავს.

კარავანი, იგივე ტრაილერი, კემპერი ან ავტოაგარაკი – თითოეული სახელი აღნიშნავს მისაბმელს საცხოვრებელი შენობით, რომელსაც ავტოსატრანსპორტო საშუალება ატარებს. ის შეიძლება იყოს აწყობილი ქარხანაში ან პატარა კომპანიაში, რომელიც მობილური მიკრო საცხოვრებლის აწყობასა და აღჭურვაზეა სპეციალიზირებული. ასეთი ავტოსახლის მთავარი პირობაა საწევარის არსებობა, რომელიც ტრანსფორმირებული მისაბმელის წონას უნდა აღემატებოდეს და სამოძრაოდ საკმარისი სიმძლავრე ჰქონდეს. კემპერი, ავტოაგარაკი და კარავანი შეიძლება სხვადასხვა ზომის, წონის და კომფორტის დონის იყოს. პროპორციების ყველა ეს კომპონენტი ფასზე აისახება.

2. მობილური სახლის უპირატესობები

ნებისმიერი ტიპის მობილური სახლის შეძენა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ თუ აქტიურ ავტოტურს გეგმავთ ან სტაციონარული აგარაკის აშენებას განიხილავთ, მაშინ კარავანი ან კემპერი მიმზიდველი ვარიანტია. ასეთ ალტერნატიულ საცხოვრებელს აქვს რიგი უპირატესობები:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სასტუმროებისგან სრული დამოუკიდებლობა. თქვენი კარავნით შეგიძლიათ მოგზაურობა ისე დაგეგმოთ, რომ ბილეთებსა და სასტუმროში ადგილზე არ ინერვიულოთ.

  • მარშრუტის არჩევის თავისუფლება. სარეკლამო ბროშურები ამა თუ იმ სასტუმროს რეალურ პირობებს ყოველთვის არ ასახავს. ასევე შეიძლება კლიმატი ან ამინდი ოჯახის რომელიმე წევრისთვის შესაფერისი არ იყოს, რაც ადგილის შეცვლას და ჯავშანზე თანხის დაკარგვას გამოიწვევს. დატვირთული სეზონის პირობებში ადგილის შეცვლა რთულია, მაგრამ ავტოსახლის ქონის შემთხვევაში პრობლემას სწრაფად მოაგვარებთ.

  • საცხოვრებელსა და კვებაზე დიდი დანაზოგი. კარავანის, კემპერვენის ან კასტენვაგენის უპირატესობების ჩამოთვლისას სასტუმროსა და კაფეებზე საოჯახო ბიუჯეტის დაზოგვა მნიშვნელოვანი არგუმენტია. მოგზაურები ერთ ადგილზე, დასვენების გარკვეულ დღეებზე მიჯაჭვულნი არ არიან, თან საცხოვრებლის შეცვლასა და კვებაზე ფიქრიც არ უწევთ. კემპერსა და ავტოსახლში ხშირად არის მინი სამზარეულო აუცილებელი მოწყობილობებით და ავეჯით, სადაც კერძებს მარტივად მოამზადებთ. ასევე საძილე ადგილებიც არის.

  • თანამედროვე მობილური სახლები კომფორტთან ერთად (ბევრ მოდელს აქვს საძილე და დასასვენებელი ზონა, მოწყობილი სამზარეულო, სასადილო და ტუალეტი საშხაპით) კარგ ტექნიკურ მახასიათებლებს, გამავლობას და ავტონომიურობას ფლობს. ასე ტურისტული მარშრუტები შეგიძლიათ გააფართოვოთ და მოგზაურობისას დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოთ. დამატებით, სხვა თავგადასავლების მაძიებლებისა და ცივილიზაციისგან მოშორებით დაისვენებთ, რაც თანამედროვე რეალობაში უდავო უპირატესობაა.

  • აგარაკის მფლობელისთვის მობილური სახლი ნამდვილი ხსნაა. თუ ოჯახი პატარაა და სამსართულიან აგარაკის ფლობაზე პრეტენზია არ გაქვთ, მაშინ ავტოსახლი გახდება ადგილი, სადაც ღამის გათევას შეძლებთ, ბუნებაში დაისვენებთ (ზოგი მცენარეების მოვლითაც სიამოვნებას იღებს), თავისუფალ დროს ნაკვეთის მოწყობას დაუთმობთ. ასე წლები ქვის შენობის აგება არ მოგიწევთ. ასევე შემოდგომა–ზამთრის პერიოდში, როცა აგარაკზე დაუპატიჟებელი სტუმრების შესვლის ალბათობა დიდია, ფანჯრების გაძლიერებასა და კარების გამაგრებაზე არ იფიქრებთ.

3. უარყოფით მხარეებს გვერდს ვერ აუვლით

ნებისმიერი დატვირთვის მქონე თანამედროვე მობილურ სახლებზე მეოცნეების მთავარი დაბრკოლება მისი ღირებულებაა. კარგად აღჭურვილი RW მისაბმელის, კემპერვენის ან კასტენვაგენის ფასი პატარა სახლს მიწის ნაკვეთით უდრის. ამასთან გახსოვდეთ, რომ დამატებითი ტექნიკური მომსახურება სჭირდება და შორეულ მოგზაურობაზე ბევრ საწვავს ხარჯავს. ეს გარემოება აჩერებს მათ, ვისაც ზედმეტი თანხა არ აქვს და წინ ოჯახთან ერთად სამშობლოში ან სხვა სახელმწიფოში მრავალკვირიანი მოგზაურობა არ ელის.

გაითვალისწინეთ, რომ მოძრაობის სიჩქარე და მანევრირება საგრძნობლად მცირდება. ამას რიგი უპირატესობები აქვს, რადგან მოგზაურობისას ბევრი საინტერესო რამ შეგიძლიათ ნახოთ.

სამწუხაროდ, ღამის გასათევად ყველგან ვერ გაჩერდებით, თუნდაც კემპერი ავტონომიური არსებობისთვის სრულად აღჭურვილი იყოს. ასევე ზოგიერთ ქალაქში ვერ შეხვალთ, განსაკუთრებით ცენტრალურ ნაწილში ან მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში, რაც არა მხოლოდ მოგზაურობას, არამედ ავტოაგარაკის შენახვას ართულებს. ამ ზომის სპეციალური ავტოფარეხი ყველას არ აქვს.

ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ავტოსახლები ჩვეულებრივი ამბავია, მათ სადგომად სპეციალური ადგილებია გამოყოფილი, სადაც დაცვის ქვეშ და სხვა ენთუზიასტების გარემოცვაში ღამის გათევას შეძლებთ. სპეციალურ ადგილებში შეგიძლიათ კომუნიკაციებს დაუკავშირდეთ, წყლის მარაგი შეავსოთ, ბიოტუალეტი გაწმინდოთ. ჩვენთან ასეთი მომსახურება მიუწვდომელია, რის გამოც ღამის გასათევი ადგილის პოვნა რთულია.