სასაცილო ინტერიერის 50 ნიშანი, რომელიც ბინის დიზაინს აუფასურებს

ბევრ ადამიანს სურს, რომ მისი ბინის ინტერიერი აღფრთოვანების ღირსი და დროის გასატარებლად სასიამოვნო იყოს. კარგია, როცა ბინაში მეგობრების, ნათესავების და ნაცნობების დაპატიჟება „არ გრცხვენიათ“.

თუ ბინის ინტერიერი, როგორც თქვენი სახლის „სახე“ მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციეთ 50 პუნქტს, რომელიც ინტერიერს აუფასურებს. თქვენი თვალი შეიძლება უკვე მიეჩვია, ხოლო სტუმარი ინტერიერს ახალი იერით ხედავს.

რა აუფასურებს ბინის ინტერიერს აშკარად და აფუჭებს პირველ შთაბეჭდილებას?

1. მასიური მრავალდონიანი ფარდა, ლამბრეკენი, რომელიც ფანჯარას კვეთს, წარმოუდგენელი მცენარეული ორნამენტები დიდი ყვავილებით, მსხვილი ზოლებით, ჭრელი ნიმუშებით, როცა ეს უადგილოა, ინტერიერს ამარტივებს და აუფასურებს.

2. პოდიუმი ბინაში, რომელსაც ყველა ეჯახება. მშენებლობის დროს სიმაღლის არასწორად გამოთვლის გამო შეიძლება ტრავმა მიიღოთ. ასეთი რამ არა მხოლოდ შეუსაბამო, არამედ საშიშია.

3. ერთი ნაკრების დივნების ჯგუფი (მაგალითად, დივანი და 2 სავარძელი) ერთნაირი გადასაკრავით მოდიდან გამოვიდა და მოსაწყენია. თანამედროვე ბინის ინტერიერს აფუჭებს.

4. უცნაური ყვავილოვანი აქცენტები. მაგალითად, ყვავილების ქოთნები, ლარნაკები, ნახატები კედლებზე და ა.შ. სისულელეა, თუ სწორ ადგილას არ დევს.

5. ჭაღი, რომელიც, მაგალითად, მაგიდის ცენტრში უნდა იყოს, მაგრამ 20 სმ–ით გვერდზე გადასულია. ასევე ნებისმიერი სხვა მცდარი გამოთვლა ზომაში ინტერიერს აბსურდულს და შეუსაბამოს ხდის.

6. ძალიან პატარა და მარტო ჩამოკიდული ნახატი გრძელი, დიდი დივნის ზემოთ პროპორციებს არღვევს და ინტერიერს აუფასურებს.

7. აქცენტური კედელი, რომელიც გაუგებარია რას გამოყოფს. ეს მოუფიქრებელ დიზაინში ხშირად გვხვდება და კომპოზიციას არღვევს.

8. თანამედროვე ინტერიერში კარი რთული ლირსით და მოხატულობით ოთახის კომპოზიციის მთლიანობას არღვევს, აუფასურებს და მყუდროებას ართმევს.

9. უადგილო, რთული ჭერი გაუმართლებელი დიზაინის ფორმით ხშირად შეუსაბამო და უაზროა.

10. პრიალა გასაჭიმი ჭერი, რომელიც არც ერთ ოთახს არ შეესაბამება, ოთახს ამარტივებს და აუფასურებს.

11. ლითონის ან პლასტმასის ზღრუბლი ორი სხვადასხვა ტიპის იატაკის საფარზე, რომელიც წარმოუდგენლად ფართოა და სტილის უქონლობის შეგრძნებას ტოვებს.

12. პოლიურეთანის ან ქაფპლასტის კარნიზი დროთა განმავლობაში წარმოქმნილი ყვითელი ნაკერებით კლასიკურ ინტერიერს ძლიერ აფუჭებს და სულელური მიბაძვის იერს ქმნის.

13. პლასტმასის პლინტუსი უხეში არასწორი პირაპირებით და მობრუნებებით იაფფასიანად გამოიყურება.

14. ფანჯრის ფერდობები პლასტმასის კუთხეებით ბათქაშის  წარუმატებელი, იაფფასიანი ალტერნატივაა.

15. ჩაშენებული კარადის იატაკის „რელსები“, რომლებიც მტვრით და ჭუჭყით იფარება, დროთა განმავლობაში უწესრიგოდ გამოიყურება. ჩაშენებული ავეჯისთვის ჭერის სამაგრები უფრო ესთეტიკური გადაწყვეტილებაა.

16. ყველა ფერის და ჩრდილის არასწორი კომბინაცია ინტერიერზე შთაბეჭდილებას ახდენს. კარგად მოფიქრებულ ინტერიერში ფერი მთავარ როლს ასრულებს. ფერებით მთავარი, აქცენტური და ფონის როლები ნაწილდება. ასე ინტერიერი ლოგიკური და მყუდრო გამოდის.

17. პარკეტის დიაგონალურად, გემბანურად წყობა ისეთივე სასაცილოა, როგორც მოდულური არტპაკეტი თანამედროვე ინტერიერში, რომელიც მინიმალიზმისკენ მიისწრაფვის.

18. სამზარეულოს წინსაფარზე დიდი და ფერადი ხილისა და ბოსტნეულის, ცხოველების და ქალაქების და ა.შ. პრინტი უადგილოა. ასე საერთო კომპოზიციის დანახვას ვერ შეძლებთ და სამზარეულო იაფფასიანად გამოიყურება.

19. ერთ ოთახში ყველა სტილის უაზრო  კომბინაცია, როცა ეკლექტიკაზე (2–3 სტილის შერევა) საუბარი აღარაა. ასეთი ოთახი უცნაური ადგილი ხდება.

20. სუვენირებით, ყვავილების ქოთნებით, პლასტმასის იაფი ყვავილების თაიგულებით და სხვა აქსესუარებით გადატვირთული ინტერიერი – გამოცდილი დიზაინერის ყველა მცდელობას ანულებს.

21. გათბობის ბატარეების დასაფარი მოჩუქურთმებული ეკრანები ფანტასტიკურად უცნაური ორნამენტებით, რომელიც არც ერთ ოთახს არ უხდება, ინტერიერს აშკარად აუფასურებს.

22. ჭერზე ქაფპლასტის კესონი ორნამენტებით ან მის გარეშე, რომელსაც სტილთან საერთო არაფერი აქვს, მფლობელის სტილის და გემოს უქონლობას ააშკარავებს.

23. ლარტყიანი ჭერი მისაღებია მხოლოდ ტექნიკურ ან დამხმარე ოთახებში, ხოლო სველ წერტილში რუდიმენტია, რომელიც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მოძველდა.

24. ოთახისთვის შეუფერებელი ზომის ავეჯი. მაგალითად, დიდი კუთხური საწოლი პატარა საძინებელში ან პატარა ერთადგილიანი დივანი დიდ მისაღებ ოთახში უცნაურად გამოიყურება. პროპორციების დარღვევა დიზაინერული ჩანაფიქრის არ ქონას ააშკარავებს და ინტერიერს ამარტივებს.

25. ბევრი გაუგებარი ფორმა: წრე ტალღებით ჭერზე და ექვსკუთხა ჟურნალის მაგიდა, მართკუთხა და კვადრატული ნახატი კედელზე და ა.შ. ერთმანეთს არ შეესაბამება და უცნაურად გამოიყურება.

26. ოთახის იატაკის უადგილო და გაუმართლებელი ზონირება უცნაური „ნატეხით“ – ოთახის სივრცის კომპოზიციის უხეში დარღვევა. თანამედროვე ინტერიერი სიმარტივისა და მინიმალიზმისკენ მიიწევს. პატარა ოთახი უცნაურ ზონებად არ დაყოთ. ასეთი ინტერიერი სასაცილოდ და იაფად აღიქმება.

27. ინტერიერის ნივთებზე არასწორი აქცენტი, როცა აშკარად არასწორი ობიექტია გამოკვეთილი, ოთახს ამარტივებს და გაუაზრებელ დიზაინს აააშკარავებს. მაგალითად, რა საჭიროა ფერით ნახატის გამოკვეთა საწოლის მოპირდაპირე მხარეს, თუ საწოლის ზემოთ არის ნახატი, რომელიც კედლის ფერს ერწყმის?

28. პატარა დაბალჭერიან ბინაში კლასიკის დანერგვა ძლიერი, ფართო ნაძერწი დეკორით უაზრო და გაუმართლებელია.

29. მაგნიტები მაცივარზე, განსაკუთრებით, კლასიკურ ინტერიერში, ხელოვნური და უცხოა. თუ მაგნიტები მოგწონთ, პატარა ჩარჩოში ჩასმული მაგნიტის დაფა შეიძინეთ. ასე სუვენირების კოლექცია გახდება, რომელიც აქცენტს არა მაცივარზე, არამედ, მაგალითად, მაგიდის ზემოთ აკეთებს.

30. დეკორის და აქსესუარების უქონლობა ისე უცნაურად გამოიყურება, როგორც მათი სიმრავლე. ბევრი „ჰაერი“ დიზაინს ამარტივებს.

31. აბსოლუტურად ნეიტრალური ფერის საცხოვრებელი ოთახები, სადაც ყველაფერი ნაცრისფერ–თეთრშია, ყოველგვარი აქცენტის გარეშე, ცარიელი ჩანს. მას ინდივიდუალობა აკლია. ასეთი ინტერიერი საცხოვრებელ ოთახებს არ შეეფერება, მყუდრო არაა.

32. სუსტი განათება სანათების არასწორი გათვლით არა მხოლოდ ვიზუალურ აღქმას აფუჭებს, არამედ მოუხერხებელია.

33. ერთგვარი „ზამთრის ბაღი“ კედელზე უცნაური ყალბი ბეტონის ქვის ფასადით, შეუფერებელი სტილის და ფერის ქოთნებით, უადგილო ორნამენტებით და მცენარეების ლარნაკებით იაფფასიანად და უაზროდ გამოიყურება. ზამთრის ბაღი კარგი გადაწყვეტილებაა, თუ ინტერიერის საერთო სტილს შეესაბამება.

34. ორადგილიანი საწოლის ჭრელი გადასაფარებელი „ყვავილებით“ მოუფიქრებელ ინტერიერში ხშირად გვხვდება. როგორც წესი, არაფერს უხდება და სპონტანურად შეძენილია, ფერის და სტილის შერჩევის გარეშე. ასეთი გადაწყვეტილება საძინებელი ოთახის ინტერიერს აუფასურებს.

35. ხალიჩის ორნამენტები, რომელიც სტილს არ შეეფერება, ყველაზე კარგად მოფიქრებულ ინტერიერსაც სულელურად აქცევს. იაფფასიანია.

36. არასწორად განთავსებული როზეტები და ჩამრთველები ან მაგალითად, საძინებლის ცენტრში გადატანილი – ზუსტი განლაგების უქონლობას და სპონტანურობას ააშკარავებს. ასეთი რამ ოთახის დიზაინს ხიბლს ნამდვილად არ მატებს.

37. კლასიკური მხატვრული მოდულური პარკეტის ორნამენტები თანამედროვე ინტერიერის მინიმალიზმთან სრულიად შეუთავსებელია. გამოგადგებათ მხოლოდ კლასიკურ ინტერიერში ნაძერწი დეკორაციით.

38. მიტოვებული და მოუვლელი  ყვავილები, აკვარიუმი, გალიები ცხოველებით ბინის ინტერიერს საცხოვრებლად და სტუმრების მისაღებად მყუდროს ვერ გახდის. საერთო უწესრიგებას ვერც ერთი დიზაინი გადაარჩენს. ეს ყოველთვის უშნოა.

39. შეუსაბამო თემატიკის კალენდარი, რომელიც შუა კედელზე, უადგილოდ ჩამოკიდებულია, ისევე სასაცილოა, როგორც მაგნიტები მაცივარზე. თუ კალენდარი გჭირდებათ ოთახში, რომელიც კაბინეტი (აქ ინტერიერის ლოგიკური ელემენტია) არაა, შეიძინეთ კალენდარი არტ–ობიექტი და არა იაფი, ბეჭდური ვარიანტი „კიმონოში ჩაცმული გოგოთი“.

40. ბრის არასწორი (სიმაღლით, ცენტრით და ა.შ.) განლაგება კედელზე, დივნიდან, საწოლიდან ან სავარძლიდან „გადაწეული“ დიზაინის აშკარა შეცდომაა და ოთახის ინტერიერს აუფასურებს.

41. მიმოყრილი დამაგრძელებლები გადახლართული ელექტროსადენებით, როგორც მოუფიქრებელი როზეტები, ინტერიერს ჰარმონიას ართმევს და მკაფიო გეგმის უქონლობას ააშკარავებს.

42. უნიტაზი ნიჟარის გარეშე გასულის საუკუნის არაჰიგიენური და არასწორი გადაწყვეტილებაა.

43. განზრახ გაკეთებული ნიშა გაკრული შპალერით უფრო უაზროა, ვიდრე ჰარმონიული, და „რთული“ დიზაინის ოთახს აუფასურებს.

44. ზედმეტი ან უადგილო განლაგება, მაგალითად, დივნიდან გვერდზე გადაწეული წერტილოვანი განათება ინტერიერს ხიბლს ვერ შემატებს.

45. სარკესა და კარადის ფასადზე გრავიურები და ქვიშის ნახატები შეუსაბამოა და „იაფი“ ინტერიერის იერს ქმნის.

46. პლასტმასის ეკრანი აბაზანასა და საშხაპე კაბინაში მოძველებული გამოსავალია. ეს ძალიან იაფად გამოიყურება.

47. იატაკზე დადებული უნიტაზი ავზით და ხილული მილებით მოძველებული გამოსავალია, რომელიც სააბაზანო ოთახის ინტერიერს აუფასურებს. უნიტაზი კედელში ჩაშენებული ავზით უფრო ჰიგიენური და მოსახერხებელია.

48. სამზარეულოში ჩაშენებულ ტექნიკას უპირატესობა მიანიჭეთ, რომ სამუშაო ზედაპირი გაათავისუფლოთ და ტექნიკის ქვეშ სამუშაო ზედაპირი არ გაწმინდოთ. ცალკე მდგომი მაცივარი, თუ განსაკუთრებული დიზაინერული ჩანაფიქრი არ გაქვთ, სამზარეულოს იერს აუფასურებს.

49. ბარის დახლი ჯოხით ჭიქებისთვის მოძველებული და იაფფასიანი გამოსავალია. თუ ბარის დახლის ზემოთ ჭიქების განთავსება გსურთ, მენსოლა შეიძინეთ, რომელიც ჭერზე მაგრდება.

50. ბავშვების ოთახში ფერადი შპალერი მულტფილმის გმირების დიდი პრინტებით და ა.შ. უადგილოა. ეს არა მხოლოდ იაფფასიანია, არამედ ოთახის პატარა მფლობელის ფსიქიკას აზიანებს.