შანხაიში ტბის შუაგულში დინამიური ფორმის სასტუმრო კომპლექსი გაიხსნა

კომპანიამ Marriott International 50-ე საიუბილეო სასტუმრო კომპლექსი შანხაის ზღვისპირა მხარეში საზეიმოდ გახსნა. ახალი მაღალი კლასის სასტუმრო ხანგჭოუს ყურის სანაპიროზე მდებარეობს, მაგრამ მთლიანად ხელოვნურ ტბაზეა. გიგანტური კომპლექსის ორგანული ფორმა, რომელიც გადახლართულ ლენტებს ჰგავს, კორპუსის სარკიანი ფასადები, ლუქსის ნომრები, საკონფერენციო დარბაზები და სპა ცენტრი – ეს ყველაფერი მიმზიდველი ადგილი გახდება მათთვის, ვინც ხმაურიანი მეგაპოლისის მიტოვების გარეშე ბუნებაში კომფორტულად დასვენებაზე ოცნებობს.

ამერიკულმა მრავალეროვნულმა კომპანიამ Marriott International, რომელიც სასტუმროების ბიზნესით დაკავებულია, ახლახანს შანხაიში მდებარე გიგანტური სასტუმრო კომპლექსის საიუბილეო გახსნა აღნიშნა. 50-ე მასშტაბურმა ობიექტმა (სულ 8 ათასზე მეტია, მათ შორის საცხოვრებელი რეზიდენციები, რომლებიც ქირავდება) გამოცდილ მოგზაურებზეც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსი JW Marriott Hotel Shanghai, რომელიც ფენქსიანის ზღვისპირა ქალაქში, ხანგჭოუს ყურის სანაპიროზე მდებარეობს, უდიდესმა დიზაინ–არქიტექტურულმა კომპანიამ Gensler შეიმუშავა. ეს კომპანია თავისი უჩვეულო პროექტებით და მდიდრული ინტერიერებით ცნობილია. ამჯერად სასტუმრო კომპლექსი გამოირჩევა ეფექტური ფორმებით და ხელოვნური ტბის ზემოთ „ლივლივით“. ხელოვნური ტბა გიგანტური ტურისტული ობიექტისთვის შეიქმნა. ასეთ უჩვეულო გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა – მსოფლიოს უდიდეს მეგაპოლისში მშვიდი კუთხის შექმნა, სადაც ყველა მსურველს შეუძლია ცხოვრების ჩქარ ტემპს თავი დააღწიოს და მშვიდ ბუნებაში კომფორტულად დაისვენოს.

არქიტექტურული მახასიათებლები: მასშტაბური კომპლექსის მოკვერცხილი ორგანული ფორმა წააგავს ლენტების გადახლართვას (ვიღაცისთვის გველების გადახლართვას). შენობის გლუვი გამრუდება შლის ტბისა და წყლის ხედებს, რაც სასტუმრო კომპლექსის ნებისმიერ ზონაში/ნომერში სიმშვიდის განცდას აძლიერებს. ორგანული ფორმებისა და სარკიანი ფასადების წყალობით საკმაოდ დიდი არქიტექტურული ანსამბლი ჰარმონიულად ერწყმის წყლის გარემოს, რაც დამსვენებლებს ბუნებაში ყოფნის მთელი სილამაზის შეგრძნების საშუალებას აძლევს. ამას საერთო ზონების, ნომრების შესაბამისი ინტერიერი, ასევე შიდა ეზოების, ტერასების და ღია ბაღების მოწყობა ხელს უწყობს.

თუ სამშენებლო ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, JW Marriott Hotel Shanghai შეიქმნა გიგანტურ ბეტონის პლატფორმაზე, რომელიც წყალში ღრმად ჩასულ საიმედო საყრდენებზე დამაგრებულია. აქედან მოდის შთაბეჭდილება, რომ დინამიური ფორმის კუნძული არქიტექტურული ანსამბლით, რომელიც მის ფორმებს იმეორებს, ტბაზე „ლივლივებს“. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი აპარტამენტები და პანორამული ვესტიბიული ლაუნჯ ზონით განლაგებულია მეორე და ზედა დონეზე, რომ თითოეული ზონიდან მიმდებარე პეიზაჟზე მაქსიმალურად ფართო პანორამა გაიშალოს. პირველ სართულზე რამდენიმე სხვადასხვა ტევადობის საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების ოთახი, სასადილო, რესტორანი, სავარჯიშო დარბაზი და პანორამული აუზი მდებარეობს.

კუნძულზე საავტომობილო გზა მხოლოდ ჩრდილოეთის მხრიდან გადის და მოძრაობა მაქსიმალურად შეზღუდულია, რომ სტუმრებს ძრავის ხმაურით დასვენებაში ხელი არ შეეშალოთ. ფეხით მოსიარულეებისთვის ობიექტის სამხრეთ მხარეს გამწვანებული საცალფეხო ზონაა გათვალისწინებული. ეს ზონა წყალთან ახლოს მდებარეობს. მასზე მოხვედრა ნომრიდან, ასევე ქალაქის მხრიდან შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში მოქალაქეებს დიდი მანძილის გადალახვა მოუწევთ.

JW Marriott Hotel Shanghai-ის სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია არა მხოლოდ სასეირნო ადგილები. მათ შეუძლიათ მთელ ტერიტორიაზე მიმოფანტულ შიდა ეზოებში, ეგზოტიკურ ბაღში დაისვენონ, საოცარ ლობ–ლაუნჯში მოდუნდნენ და სხვებს ეკონტაქტონ ან მასშტაბური ქანდაკების „ტაიძის თევზი“ შემქმნელის ფილოსოფიის გამოცნობა სცადოს. ეს ქანდაკება შემოსასვლელ ჯგუფში შადრევანთან მდებარე მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

ბინების შეერთების ადგილი საინტერესოდ გადაწყდა. როგორც წესი, ნომერში რომ მოხვდეთ ვიწრო დერეფანი უნდა გაიაროთ, რომლის ორივე მხარეს კარები მდებარეობს. ამ კომპლექსში ვიწრო დერეფანი არ დაგხვდებათ, რადგან ღია ტერასებით და შიდა ეზოებით ჩაანაცვლეს. სტუმრებს დამატებითი შესაძლებლობა აქვთ, რომ სურნელოვან მცენარეებს შორის სუფთა ჰაერზე გაისეირნონ. შიდა სივრცის ასეთი განლაგება ბუნებრივი განათების მოწყობის საშუალებას იძლევა, რაც დენის რესურსებს, ანუ სასტუმროს მფლობელის ფინანსებს დიდად ზოგავს.

რაც შეეხება ეკონომიას, მასშტაბური შემინვა დაბალემისიური პანელებით შენობას ბუნებრივ განათებით უზრუნველყოფს. ამავდროულად, სპეციალური ნარევით მინის დაფარვა შენობის სითბოს/სიგრილის მაქსიმალურად ეფექტურად შენარჩუნებას ხელს უწყობს. უხვი სიმწვანე მზის სინათლეს ფანტავს, ჰაერს ჟანგბადით და სასიცოცხლო ტენიანობით ამდიდრებს, მთელ ტერიტორიაზე ხელსაყრელი მიკროკლიმატის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

კომპანია Gensler სასტუმროს კომპლექსის დაგეგმვას, ზონების განაწილებას და გაფორმებას პასუხისმგებლობით მიუდგა. შთამბეჭდავი ლობ–ლაუნჯის გარდა სასტუმროს ტერიტორიაზე რამდენიმე დასასვენებელი ზონაა როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე სტუმრებისთვის, 3 F&B რესტორანი, მათ შორის რესტორანი JW Kitchen და რესტორანი Yan Xua, რომელსაც 15 დახვეწილი სასადილო დარბაზი აქვს და განკუთვნილია არა მხოლოდ დამსვენებლებისთვის, რადგან კომპლექსი იღებს სტუმრებსაც, რომლებიც საკონფერენციო დარბაზებს და დარბაზებს დიდი წვეულებებისთვის ქირაობენ. ვიზიტორებისთვის 24 საათი ღიაა საფირმო რესტორანი Shanghai Crab & Co, რომლის დარბაზში შეგიძლიათ ისიამოვნოთ დახვეწილი სამზარეულოთი და გარემოთი, რადგან აქ დიდი აკვარიუმები ღრმა ზღვის ბინადრებით (ძირითადად, კიბოსნაირები) დაგხვდებათ.

თუ სრულად გადატვირთვას დააპირებთ, JW სპა ცენტრს შეგიძლიათ ეწვიოთ, რომელშიც სიწყნარე და სიმშვიდე სუფევს, რომელსაც ყურადღებიანი პერსონალი ოსტატურად ინარჩუნებს. მის გვერდით არის 24 საათიანი სავარჯიშო ცენტრი და პეიზაჟური აუზი გათბობით, რომელიც სტუმრის ნებისმიერ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, რომელთაც აქტიური დასვენება და მხიარული დროის გატარება უყვართ.

სასტუმროს 265 ლუქსის ნომერი აქვს, რომლებიც გთავაზობთ მდიდრულ გაფორმებას, კლასის შესაფერის სრულ სერვისს, სიწყნარეს, სიმშვიდეს და საოცარ ხედებს. მთელი ეს სილამაზე საკმაოდ მისაღებ ფასად არის ხელმისაწვდომი (როგორც ამ კლასის სასტუმრო). ორადგილიანი ნომერი 1 დღე 210-280 დოლარი დაგიჯდებათ, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ხედს (ბაღზე, ტბაზე) ანიჭებთ უპირატესობას. თუ გსურთ, რომ ლობ–ლაუნჯზე წვდომა გქონდეთ 2–ჯერ მეტის გადახდა მოგიწევთ.