7 ტრენდი დიზაინში, რომელიც მოსაწყენ ინტერიერს განაახლებს

ინტერიერის ზოგიერთი ტექნიკა მოდიდან არასდროს გადადის. ასეთია ბუნებრივი მასალები, ნეიტრალური ფერების გამა, მარტივი და ლაკონური ფორმები. დიზაინერები ყოველწლიურად გვთავაზობენ ახალ ტრენდებს, რომლებიც ბინის სივრცეს უფრო თანამედროვეს და განახლებულს ხდიან.

1. მიკროცემენტი

ეს მასალა ბაზარზე დიდი ხანია არის, მაგრამ ახლა პოპულარული და მოთხოვნადი გახდა. დიზაინერები საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ინტერიერების გაფორმებაში მის გამოყენებას რამდენიმე მიზეზის გამო გვირჩევენ. მიკროცემენტი გამძლე, დარტყმის, ცვეთის, ნაკაწრების, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების და სხვა ნეგატიური ფაქტორების მიმართ მედეგია. მასალა ნებისმიერ ზედაპირს შეგიძლიათ წაუსვათ. ეს შეიძლება იყოს კაფელი, ბეტონი, მარმარილო, ცემენტი და ა.შ. ამასთან ნაკერები და პირაპირი არ ექნება. მიკროცემენტს ჰერმეტული, მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი აქვს. საფარის სისქე 2-3 მმ. ზედაპირზე სოკო და ბაქტერიები არ ჩნდება, ამიტომ მასალა სააბაზანო ოთახის კედლების, იატაკის და ჭერის მოსაპირკეთებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ფერების და ტექსტურების ფართო ასორტიმენტის წყალობით ინტერიერის იდეალურ ვარიანტს მარტივად შეარჩევთ.

2. ვინტაჟი

ვინტაჟი კვლავ მოდაშია. როგორც წესი, მასში მე-19-20 საუკუნეში დამზადებული ნივთები იგულისხმება, ფართო გაგებით – ყველაფერი რეტრო, ვიწრო გაგებით – საკულტო, დიზაინერული. თუ ადრე დიზაინერები მთელ ინტერიერს ამ სტილში აფორმებდნენ, ახლა წერტილოვანი აქცენტებით შეზღუდვას გვირჩევენ.

პირველ რიგში, განსაზღვრეთ, რომელი ვინტალური ნივთი გახდება მთავარი. თუ მისაღებ ოთახზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს სავარძელი, სერვანტი ან კომოდი. რბილი ავეჯი ღია გადასაკრავით საერთო ფონიდან მარტივად შეგიძლიათ გამოყოთ. ამავდროულად, აუცილებელი არაა, რომ იმ ეპოქის სტილი დაიცვათ, როცა საგანი შექმნეს. ტექსტურების სწორი კომბინაცია გამოიყენეთ. მაგალითად, 1960-იანი წლების დახვეწილი, მკაცრი ხაზები თანამედროვე გეომეტრიას დაუკავშირეთ.

საძინებელში აქცენტის როლს ასრულებს საწოლი, თუ მსხვილ საგნებზე ვსაუბრობთ, ან საწოლის ტუმბო, თუ პატარა ავეჯის გამოყოფა გსურთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ იდენტური ვინტაჟური ტუმბოების მოძებნა აუცილებელი არაა. სხვადასხვა მწარმოებლის, მაგრამ ერთი სტილის ტუმბოები შეგიძლიათ გამოიყენოთ. სამზარეულოს ინტერიერის ცენტრია მაგიდა. თუ ოთახის ფართობი საშუალებას გაძლევთ, ხისგან დამზადებულ მასიურ მოდელს უპირატესობა მიანიჭეთ. სკამებს მისი მხარდაჭერა შეუძლიათ. საინტერესო გადაწყვეტილება: სხვადასხვა მოდელის ერთ სასადილო ჯგუფში გაერთიანება. სტილი ან ფერი შეიძლება დამაკავშირებული ფაქტორი იყოს.

3. ბევრი სინათლე

სინათლის სწორად დაგეგმვა რამდენიმე პრობლემის მოგვარების საშუალებას გაძლევთ. ის სივრცეს ვიზუალურად ზრდის, ოთახს მაქსიმალურად ფუნქციურს ხდის და ჰარმონიულ სურათს ქმნის. თანამედროვე სინათლის კონცეფცია ეფუძნება სამ პრინციპს: საერთო, სამუშაო და დეკორატიული განათება. თუ დისტანციურად მუშაობთ და ბინაში მინი კაბინეტი მოაწყვეთ, სამუშაო მაგიდისკენ მიმართული განათება აუცილებლად გჭირდებათ. სურვილის შემთხვევაში, ფონურ განათებასთან შეგიძლიათ გააერთიანოთ. სხვადასხვა სინათლის წყარო სივრცეს ზონებად ყოფს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ოჯახის წევრები ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა საქმეს ასრულებენ და სამუშაოდ ან დასასვენებლად ხარისხიანი განათება სჭირდებათ.

ყურადღება მიაქციეთ: ოთახს სინათლე არა მხოლოდ ნათურით, ტორშერით, ბრით ან ჭაღით შეგიძლიათ შემატოთ. სარკე, ღია ავეჯი და მოპირკეთებ, მდიდრული კონტრასტები – ამ და სხვა ხრიკებს დიზაინერები ხშირად იყენებენ, რომ ოთახი უფრო ფართო, მოცულობითი და ჰაეროვანი გამოჩნდეს.

4. აქცენტური სარკე

ბევრი ადამიანი სარკეს მხოლოდ ფუნქციურ ობიექტად აღიქვამს, რომელიც ანარეკლს აჩვენებს და სივრცეს ვიზუალურად აფართოებს. სარკე მოდური დეკორატიული ელემენტია, რომელიც ინტერიერის ნამდვილი აქცენტი შეიძლება გახდეს. თუ უჩვეულო ფორმის სარკეს გამოიყენებთ ან ბუნებრივი მასალის (ხე, ლითონი) ჩარჩოში ჩასვამთ, ოთახის გარკვეულ ნაწილზე აქცენტის გაკეთებას ან ოთახის ზონებად დაყოფას შეძლებთ. სტაბილიზირებული ხავსისგან დამზადებული ჩარჩო ორიგინალურად გამოიყურება და ყურადღებას იპყრობს.

5. მსხვილი პრინტები

პატარა, ძლივს შესამჩნევი მოხატულობა მსხვილი ფორმატის პრინტებმა ჩაანაცვლეს. დიზაინერები თანამედროვე ინტერიერის მოსაწყობად მსგავსი ნახატების მქონე არა მხოლოდ შპალერს და ავეჯს, არამედ ფილებსაც იყენებენ. მასშტაბური პრინტები სამზარეულოს ინტერიერში უჩვეულო წინსაფრის სახით, ასევე სააბაზანო ოთახის გაფორმებაში საინტერესოდ გამოიყურება. სველ წერტილში უჩვეულო ფილა საშხაპე ზონის ან ნიჟარის უკან კედლის გამოსაყოფად გამოგადგებათ. ოთახში რამდენიმე ფუნქციური ზონის გამოსაყოფად შესანიშნავი ვარიანტია.

არ გამოგრჩეთ მდიდრული შპალერი დიდი ფორმატის დეკორით. სანამ ბინის გასაფორმებლად გამოიყენებთ, ორ დეტალს ყურადღება მიაქციეთ. პირველ რიგში, მხოლოდ დიდ ფართობზე გამოიყურება კარგად. მეორეც, ასეთი პრინტიანი შპალერი მხოლოდ ერთ აქცენტურ კედელზე გააკარით. მთელ ბინაში მსხვილი ნახატები ძალიან ჭრელ და გადატვირთულ სურათს ქმნის.

6. მწვანე და ბადრიჯნისფერი

ინტერიერში მწვანე ფერი მეფობს, მაგრამ არა ღია, არამედ ნახევარტონები ნაცრისფრით. დახვეწილი და მოხდენილი ელფერი ადამიანის სამყაროსთან ჰარმონიის სიმბოლოა. ძლივს შესამჩნევი გადასვლა ბინას უფრო ღრმას და კაშკაშას ხდის. თუ ოთახში ცოცხალი მცენარეებიც არის, ეფექტი ძლიერდება. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი ფერის გამა დიდხანს ტრენდული დარჩება. ფავორიტია ზეთისხილისფერი, სალბის და ტერაკოტის ფერები. სითამამესა და უნივერსალურობას შორის ბალანსია მშვიდი მწვანე, რომელსაც ეწოდება current mood. თუ ფერების ექსპერიმენტისთვის ჯერ მზად არ ხართ, თქვენთვის იდეალურია.

მეორე პოპულარული ფერია ბადრიჯნისფერი ან როგორც დიზაინერები უწოდებენ aubergine. მშვიდი და წყნარი მწვანისგან განსხვავებით გვაფხიზლებს და გარე სივრცესთან დამოკიდებულების გადახედვას გვაიძულებს. მგრძნობიარე ბადრიჯნისფერი ფონი არაა, არამედ კაშკაშა აქცენტი, რომლის გარშემო ინტერიერის კომპოზიცია იქმნება, მათ შორის ნეიტრალური ავეჯი და ტექსტილი. Aubergine–ის იდეალური კომპანიონია მიწისფერი ჩრდილები. ასე სიკაშკაშის გრადუსს შეამცირებთ, რომ გარემო უგემური არ გამოჩნდეს.

7. ტოტები და გამხმარი ყვავილები

სახლში ცოცხალი ყვავილების ქონა ყველას არ შეუძლია: ძვირია, მოვლას მოითხოვს და გამძლეობით არ გამოირჩევა. იმედი არ გქონდეთ, რომ შეძენილი ვარდი ან შროშანი დიდხანს გაგახარებთ. საბედნიეროდ, სხვა ვარიანტიც არსებობს, რომელიც ტრენდულია და ყოველდღე ბუნების სილამაზით ტკბობის საშუალებას იძლევა. ჩვენ გამხმარი ყვავილების კომპოზიციაზე ვსაუბრობთ. ლავანდა, მარცვლეული, ბამბა – ეს ყველაფერი მოდაშია, ამიტომ აირჩიეთ ის, რომელიც თქვენ გულთან ახლოსაა. ინტერიერი საინტერესო და დასამახსოვრებელი რომ გახადოთ, იშვიათი მცენარე იყიდეთ და გაახმეთ. ის მთავარი აქცენტი გახდება.