კერძო სახლის სართულშორისი გადახურვის არჩევა

თუ საკუთარი სახლის გადახურვის არჩევისას საკითხში დამოუკიდებლად გარკვევას არ ეცდებით და მხოლოდ მშენებლების და დამპროექტებლების რჩევებსა და რეკომენდაციებს დაეყრდნობით, მაღალია რისკი, რომ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი ვერ შეარჩიოთ, არამედ ის, რომელიც მშენებლებისთვის მოსახერხებელი და მომგებიანია. Novate ამ საკითხის ძირითად არსს მაქსიმალურად მოკლედ და გასაგებად აგიხსნით. ბუნებრივია, სახლის კონსტრუქტორი საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ ხშირად სახლს სამშენებლო კომპანია აშენებს და არჩევანი მშენებლების პრეფერენციებით ნაკარნახევია.

მოდით, გადახურვაზე ვისაუბროთ. რა არის ეს? აი, მარტივი განმარტება: გადახურვა – ჰორიზონტალური კონსტრუქცია, რომელიც სახლს დონეებად ყოფს. გადახურვა შეიძლება იყოს სართულშორისი, სხვენის, ცოკოლის – იმის მიხედვით, თუ რომელი დონის გადახურვა ხდება.

გადახურვა იყოფა კოჭებად და ფილებად. კოჭები, თავის მხრივ, ძელების მასალების და კონსტრუქციის მიხედვით ქვეტიპებად იყოფა: ხის, ლითონის და რკინაბეტონის. ფილების (ძირითადად, რკინაბეტონზეა დაფუძნებული) შეიძლება იყოს მონოლითური, ასაწყობი და ასაწყობ–მონოლითური.

პოპულარული ვარიანტების დადებითი და უარყოფითი მხარეები განვიხილოთ.

ხის ძელებით გადახურვა – შედარებით იაფი ვარიანტი, თითქმის ერთადერთი გამოსავალი ხის და კარკასული სახლისთვის. ქვის სახლისთვის როგორც კოჭური, ასევე ფილებით გადახურვა შეგიძლიათ გამოიყენოთ, ამიტომ არჩევანი მათ შორის გააკეთეთ.

ხის გადახურვის მთავარი მინუსი – დაბალი სიმტკიცე და ხმის იზოლაცია, რაც ხმის იზოლაციის უქონლობის შემთხვევაში სიარულისას იატაკის და ჭერის ვიბრაციაში ვლინდება. ამ პრობლემების მოგვარება კონსტრუქციის ღირებულებას გაზრდის. ხის და კარკასულ სახლებში ამის გაკეთებას აზრი აქვს (თუ ბიუჯეტი საშუალებას გაძლევთ), ხოლო ქვის სახლში ხის გადახურვაზე მთლიანი ხარჯი და მისი ნაკლოვანებების კომპენსაცია შეიძლება ისეთი აღმოჩნდეს, რომ ძვირიანი გადახურვა, რკინაბეტონი, უფრო იაფი აღმოჩნდეს, თან უკეთესი სამომხმარებლო თვისებები ექნება.

მთავარი მეთოდები ხის გადახურვის სიმტკიცის გასაზრდელად – ძელების გადაკვეთის გაზრდა, მათ შორის მანძილის შემცირება, სხვადასხვა ბალასტური შევსების გამოყენება და მოჭიმვის მოწყობა. ხმის იზოლაციის გასაზრდელად საფარის შიგნით ხმის საიზოლაციო მასალები გამოიყენება, ასევე სპეციალური მასალები ხის კონსტრუქციების გასამიჯნად. ეფექტური გადაწყვეტილება: ძელების მეორე რიგის გამოყენება, მაგრამ ნაკლები გადაკვეთით, და მათზე ჭერის დამაგრება. ამ შემთხვევაში იატაკი ერთ ძელზე დევს, ხოლო ჭერი მეორეზე მაგრდება, ასე ხმაური და ვიბრაცია პირდაპირ არ გადაეცემა, რაც მასთან ბრძოლაზე დადებით გავლენას ახდენს. გასაგებია, რომ ასეთი გადაწყვეტილება დამატებით ხარჯებს იწვევს.

ფილებით გადახურვა საცხოვრებლად მეტ კომფორტს გვანიჭებს. საუკეთესო ვარიანტია მონოლითური: როგორც ექსპლუატაციის თვისებებით, ასევე იმით, რომ ნებისმიერი არქიტექტურული გადაწყვეტილების გამოყენების საშუალებას იძლევა. ასეთი გადახურვა უფრო ძვირია, ვიდრე სხვა ტიპის (ასაწყობი) ფილებით გადახურვა.

ასაწყობი გადახურვა ქარხნული წარმოების PK და PB კლასის ღრუ ბირთვიანი ფილებით იწყობა. მას უფრო ნაკლები წონა და ღირებულება აქვს, ვიდრე მონოლითურს, მაგრამ ნაკლები საექსპლუატაციო თვისებები. კიდევ ერთი მინუსია ფიქსირებული ზომა, რაც პროექტირებისას გარკვეულ შეზღუდვებს იწვევს.

გადახურვის შემდეგი ტიპი – ასაწყობ–მონოლითური. კოჭური კონსტრუქციებით აწყობია, რომელზეც იგება შემავსებელი, როგორც წესი, მსუბუქი ბეტონი, ზემოდან რკინაბეტონის ფილა ისხმება, რომელიც გადახურვას ერთ მთლიანს ხდის. ასეთი გადახურვა ძალიან გავრცელებული და მოდური გადაწყვეტილებაა. ასეთ გადახურვას მონოლითურთან შედარებით დიდი უპირატესობა არ აქვს, თან უფრო ძვირია. შედეგად, ასეთი გადახურვის არჩევა როგორც შემდგომი ექსპლუატაციის, ასევე სამშენებლო ეკონომიკის გათვალისწინებით რთული დასასაბუთებელია.

ასაწყობ–მონოლითური გადახურვის გამყიდველების მთავარი კოზირი ბეტონის მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირებაა. სინამდვილეში, ქარხნული ბეტონის ფასი არც ისეთი მაღალია, განსაკუთრებით იმ დეტალების ღირებულებასთან შედარებით, რომლებიც ასაწყობ–მონოლითურ გადახურვას ქმნიან. ამავდროულად, ბეტონის ჩასხმისას ბეტონსატუმბის გამოყენება მოგიწევთ, რომელშიც მოცულობის მიუხედავად ერთნაირად უნდა გადაიხადოთ: ერთჯერადი ჩასხმისას როგორც 5, ასევე 25 მ³–ზე.

აი, რეკონსტრუქციის შემთხვევაში ასაწყობ–მონოლითურ ტექნოლოგიას კონკურენტი არ ჰყავს. აქ, მისი მცირერიცხოვანი უპირატესობები ვლინდება: ესაა კონსტრუქციის შემცირებული წონა, ჩასხმული ბეტონის რაოდენობის შემცირება და შეზღუდულ სივრცეში ასაწყობი სტრუქტურის შექმნის შესაძლებლობა.

შევაჯამოთ. თუ გადახურვის ტიპის არჩევა გიწევთ, ყველა ვარიანტი განიხილეთ და ღირებულების და თვისებების განსხვავებები შეადარეთ. გაითვალისწინეთ, რომ გამოთვლების შედეგები შეიძლება აშკარა არ იყოს და უფრო ხარისხიანი გადახურვა გამოყენებისას შეიძლება უფრო იაფი აღმოჩნდეს.