
მილების ბლოკირება ყოველთვის დიდი უსიამოვნებაა. წყალი გუბდება, ნიჟარის გამოყენება შეუძლებელია, დამატებით უსიამოვნო სუნი ამოდის. ბლოკირების საწინააღმდეგო გელები და საწმენდი საშუალებები ძვირი ღირს, ამიტომ ხშირად ვერ გამოიყენებთ. სანტექნიკოსის გამოძახება მით უფრო არ გვინდა. Novate გთავაზობთ მარტივ და იაფ მეთოდს მილების საწმენდად.
რა დაგჭირდებათ
მილებში ბლოკირების მოსაშორებლად დაგჭირდებათ:
- 6 ს/კ (70-80 გ) კალცინირებული სოდა
- 2 ს/კ (50 გ) სუფრის მარილი
- 0,5 ლ 9%–იანი სუფრის ძმარი
- 1,5-2 ლ მდუღარე წყალი (დაახლოებით მთელი ჩაიდანი)
ჩვეულებრივი საკვები სოდაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ მას უფრო ნელი რეაქცია აქვს. კალცინირებულ სოდას ძლიერი ტუტე რეაქცია აქვს.
როგორ გამოვიყენოთ ხალხური საშუალება სწორად
სოდა და მარილი ერთგვაროვანი ფხვნილის მიღებამდე აურიეთ. ლითონის კოვზით მილში ჩაყარეთ. თუ მილი წყლისგან სველია და ფხვნილი იკვრება, ხის ჯოხით შეგიძლიათ მილში მოხვედრაში დაეხმაროთ. მთელი მასა მილში ჩაყარეთ.
ნელ–ნელა ძმარი ჩაასხით. მაშინვე ძმარსა და ფხვნილს შორის რეაქცია დაიწყება. რეაქციის დასრულებას დაელოდეთ, ძმარი ისევ დაუმატეთ. რაც უფრო ნელა გააკეთებთ, მით უფრო ეფექტურ შედეგს მიიღებთ.
მილში მძაფრი რეაქციის ხმას მაშინაც გაიგონებთ, როცა ძმარი ზემოდან გაქრება. ამას გარეგნულადაც შეამჩნევთ. შიშინა საშუალება მილს დაგუბებული წყლისგან სწრაფად გაათავისუფლებს. მილს სახურავი ან საცობი დააფარეთ. ღრუბელი, ძველი ჩვარიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
5-10 წუთით მოიცადეთ და მოუსმინეთ, მილში შიშინი გრძელდება თუ არა. თუ ბლოკირება სერიოზულია, საშუალება ნახევარი საათით მაინც გააჩერეთ. პრინციპში, მცირე ბლოკირების შემთხვევაშიც საზიანო არაა.
საცობი მოხსენით და ცხელი წყალი ჩაასხით. ზუსტად 1,5-2 ლ ცხელი წყალი დაგჭირდებათ. პრობლემა მოგვარებულია.
ბლოკირების პროფილაქტიკა
მსგავსი სიტუაცია რომ არ განმეორდეს, კვირაში ერთხელ ძალიან ცხელი წყალი ჩართეთ და მილში 5-10 წუთით გაუჩერებლივ ჩაუშვით. ჩაიდანში გაცხელებული ცხელი წყალიც გამოგადგებათ.
მეთოდი კარგია იმით, რომ მილი არა მხოლოდ ბლოკირებისგან გაიწმინდება, არამედ ზედმეტი ჟანგიც მოშორდება. ეს ხალხური საშუალება აუცილებლად გამოიყენეთ და დაივიწყებთ, რა საჭიროა ძვირიანი მილის საწმენდი საშუალების ყიდვა.