სახურავის ნივნივის სისტემა. რა უნდა იცოდეთ, რომ სახლის კედლები არ გაიბზაროს

წელს ვგეგმავ ძველი სახლის სახურავის შეცვლას, რომელმაც თოვლის დატვირთვას ვერ გაუძლო და დაზიანდა. ძველი იყო, თითქმის ასი წლის და იმით გაკეთებული, რაც ჰქონდათ! მსურს ახალი სახურავი თავად დავაყენო, არადა სახურავის გაკეთება სერიოზული საქმეა, ამიტომ ჯერ ეს საკითხი შევისწავლე. თქვენთვისაც საინტერესო იქნება, თუ სახლს აშენებთ ან გეგმავთ. Novate დაბალსართულიანი სახლის ნივნივის სისტემაზე გიამბობთ.

ნივნივის სისტემა შეიძლება იყოს:

  • განმბჯენი
  • უგანმბჯენო

მოკლედ რომ ვთქვათ, განმბჯენ სახურავს კედლებზე დატვირთვა გადააქვს არა მხოლოდ ვერტიკალურად ქვემოთ, არამედ გვერდებზეც, ხოლო უგანმბჯენო – მხოლოდ ვერტიკალურად ქვემოთ აწვება.

სწორედ ამიტომ, განმბჯენი ნივნივის სისტემისთვის კედლების ზედა რიგს არმირებული სარტყელი უნდა ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში კედლებმა დატვირთვას შეიძლება ვერ გაუძლოს და გაიბზაროს.

ამას მარტივად გეუბნებით. სინამდვილეში, ნივნივი არა კედლებს, არამედ მაუერლატს აწვება. ამით არსი არ იცვლება. მაუერლატი 150×150 მმ ზომის ძელია, რომელიც კედლის თავზე მთელ პერიმეტრზე დევს, ხოლო მასზე ნივნივები დამაგრებულია.

ორივე ნივნივის სისტემას დამაგრების და დეტალების შეერთების საკუთარი სქემა აქვს, რისი ცოდნაც სახურავის აშენებისას ძალიან მნიშვნელოვანია.

აღმოჩნდა, რომ ბევრმა მშენებელთა გუნდმა ამის შესახებ არ იცის და მომავალი მფლობელების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. თუ განმბჯენ ნივნივის სისტემას კედლებზე არმირებული სარტყლის გარეშე დააყენებთ, სახლი გაიბზარება, ხოლო თუ უგანმბჯენო სისტემას დიდი ფართობის სახლზე ან ქარის დიდი დატვირთვის მქონე სახლზე გამოიყენებთ, სახურავი დაზიანდება.

განმბჯენი სისტემა უფრო საიმედოდ ითვლება და 150 მ²–ზე მეტი ფართობის სახურავისთვის კეთდება. ამასთან უფრო ძვირია.

პირადად, პატარა ხის სახლი მაქვს, რომლის სახურავის საერთო ფართობი 100 მ²–ზე ნაკლებია, ამიტომ უგანმბჯენო ნივნივის სისტემაზე შევჩერდები.

როგორ დავამაგროთ მაუერლატი აგურის კედელზე არმირებული სარტყლის გარეშე

გახსოვდეთ, რომ არმირებული სარტყლის გარეშე მაუერლატის აგურის კედელზე დამაგრება შესაძლებელია მხოლოდ ორი პირობით:

  1. მაუერლატზე განმბჯენი დატვირთვა არ მოდის.
  2. სახურავი არაუმეტეს 150 მ² ფართობისაა.

თუ ეს ორი პირობა დაიცავით, მაუერლატის კედელზე დამაგრება შეგიძლიათ დაიწყოთ. ამ შემთხვევაში აგურის კედელი განვიხილოთ.

დამაგრების ბევრი მეთოდი არსებობს: კავებით, ანკერებით, დაგრეხილი მავთულებით და ა.შ. დღეს უფრო საიმედო და პოპულარულ მეთოდზე გიამბობთ.

  1. აგურის ზომის ხის ნამზადები (საცობები) გააკეთეთ, ბიტუმით ან სხვა საიმედო ანტისეპტიკით გაჟღინთეთ.
  2. ეს საცობები კედლების შიდა მხარეს ერთმანეთისგან 50-70 სმ დაშორებით ჩასვით.
  3. კედელსა და მაუერლატს შორის ჰიდროსაიზოლაციო მასალა დააგეთ.
  4. მაუერლატი კედელში მის შიდა მხარესთან ახლოს დაამაგრეთ.
  5. ლითონის კავებით მაუერლატი კედელზე დაამაგრეთ. კავების ერთი ბოლო საცობში გაატარეთ, მეორე მაუერლატში.

როგორ გავზარდოთ მაუერლატი სწორად

როგორც წესი, ძელის მაქსიმალური სიგრძე 6 მ. თუ კედელი 6 მ–ზე გრძელია, მაშინ მაუერლატი უნდა გაგრძელდეს და ერთი ძელის მეორეზე უბრალოდ დადება საკმარისი არაა. ისინი უნდა დააკავშიროთ და ეს სწორად უნდა გააკეთოთ.

მაუერლატი გაზარდეთ ირიბი ჭრის მეთოდით. ამასთან კიდის სიღრმე და მათ შორის მანძილი გამოითვლება ფორმულებით. გაჩვენებთ 150х150 მმ ძელის მაგალითზე.

კიდის ზომა = 0,15 * ძელის სიმაღლე. ამ მაგალითში კიდის სიმაღლე = 0,15 * 150 მმ = 23 მმ

ერთი კიდიდან მეორემდე მანძილიც ფორმულით გამოითვლება. 2 * ძელის სიმაღლე = 2 * 150 მმ = 300 მმ.

ზომების აღების შემდეგ ყველაფერი ზედმეტი მოაშორეთ. მეორე ძელზე ოპერაცია გაიმეორეთ, მხოლოდ სიმეტრიულად. ახლა ორი ძელი 5 ლურსმნის ან ერთი 16 მმ დიამეტრის სარჭით ან ორი 12 მმ დიამეტრის სარჭით დააკავშირეთ.

მაუერლატის დაყენების შემდეგ ნივნივებზე გადადით. აქ, მნიშვნელოვანი მომენტები დგება.

მეთოდი №1 ნივნივების დამაგრება ქედზე ლითონის ფირფიტების გამოყენებით

ეს მეთოდი როგორც განმბჯენი, ასევე უგანმბჯენო ნივნივის სისტემისთვის გამოგადგებათ.

კვანძი ასე კეთდება :

  1. ნივნივები ერთმანეთს პირდაპირ უერთდება.
  2. ორი დაკბილული ფირფიტით, თითო თითოეულ მხარეს, ნივნივები ლურსმნებით შეაერთეთ.

მეთოდი №2 ნივნივების დაკავშირება ქედში ხის საფენით და ლურსმნებით

ეს კვანძიც უნივერსალურია და ორივე ტიპის სახურავს ერგება.

კვანძი ასე კეთდება:

  1. ნივნივები ზემოთ პირდაპირ უერთდება, ისე როგორც №1 მეთოდის შემთხვევაში.
  2. ხის საფენები წინასწარ მოამზადეთ, თითო თითოეულ მხარეს.
  3. ყველაფერი ლურსმნებით დააკავშირეთ.

მეთოდი №3 ნივნივების დამაგრება ქედზე სარჭით

ეს კვანძიც ორივე ტიპის სახურავზე გამოგადგებათ.

კვანძი ასე კეთდება:

  1. ნივნივები ჭრილის გამოყენებით ზეწარში მონტაჟდება.
  2. ერთმანეთს ედება.
  3. სარჭით მაგრდება.

მეთოდი №4 ნივნივების დამაგრება ჭრილით და ლურსმნებით

მეთოდი წინას მთლიანად იმეორებს. განსხვავება იმაშია, რომ სარჭების ნაცვლად ლურსმენი გამოიყენება.

კვანძი ასე კეთდება:

  1. ნივნივები ჭრილის გამოყენებით ზეწარში მაგრდება.
  2. ერთმანეთზე ედება.
  3. ლურსმნებით მაგრდება.

მეთოდი №5 ნივნივების დამაგრება ხისტი ჩამაგრებით

ეს კვანძი ყველაზე საიმედოა, მაგრამ ყველაზე ხარჯიანი. ყველა ტიპის სახურავზე გამოგადგებათ.

კვანძი ასე კეთდება:

  1. ნივნივები ერთმანეთს პირდაპირ დაუკავშირეთ. ქედის ზემოთ ორივე მხარეს ხის შუასადები ლურსმნებით დაამაგრეთ.
  2. ქვემოთ კიდევ ერთი ხის შუასადები ორივე მხარეს დაუმატეთ. ლურსმნებით დაამაგრეთ.

შეერთების კიდევ ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ დღეს ყველაზე პოპულარული და საიმედო ვარიანტები განვიხილეთ. შეგახსენებთ, რომ ახლა უგანმბჯენო ნივნივის სისტემაზე ვსაუბრობთ. ყველა ეს ნივნივების კვანძები გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ ნივნივებს მაუერლატთან სწორად დაამაგრებთ.

როგორ შევაერთოთ ნივნივები მაუერლატს სწორად უგანმბჯენო სისტემაში

შეგახსენებთ, რომ კვანძები, რომელთაც ახლა განვიხილავთ, სახურავიდან დატვირთვას კედლებზე ვერტიკალურად ქვემოთ ანაწილებს.

მეთოდი №1 ნივნივების საყრდენი მაუერლატზე ჭრილის და კუთხოვანის გამოყენებით უგანმბჯენო სახურავისთვის

ეს კვანძი ასე კეთდება:

  1. ნივნივებზე მაუერლატზე დასაყრდნობად ჭრილებს ვაკეთებთ.
  2. ნივნივები ძელზე შვერილით დაამაგრეთ.
  3. სამაგრი ფირფიტებით ან კუთხოვანით ნივნივი და მაუერლატი დააკავშირეთ.

მეთოდი №2 ნივნივების საყრდენი კუთხოვანით

კვანძი ასე კეთდება:

  1. ნივნივები მაუერლატზე შვერილის გარეშე კედლის მიღმა დაამაგრეთ, წინასწარ ქვემოდან კუთხე მოაჭერით.
  2. სპეციალური ფირფიტებით ან კუთხოვანით დაამაგრეთ.

მეთოდი №3 ნივნივების მაუერლატზე დამაგრება ლურსმნების გამოყენებით

  1. ნივნივები ისე მოამზადეთ, როგორც წინა მეთოდში.
  2. ნივნივები მაუერლატზე კედლის მიღმა შვერილის გარეშე დაამაგრეთ.
  3. სამი ლურსმნით დაამაგრეთ.

მეთოდი №4 მაუერლატზე დამაგრება კავების გამოყენებით

ყველაფერი ზუსტად იგივეა, როგორც წინა ორ მეთოდში. ამ შემთხვევაში ნივნივი მაუერლატზე რკინის სამშენებლო კავით მაგრდება.

ყველა ეს კვანძი ქედსა და მაუერლატზე შეგიძლიათ კომბინირებულად გამოიყენოთ. რაც მთავარია, მაუერლატზე მიმაგრების წერტილები განმბჯენ სახურავზე არ უნდა გამოიყენოთ.ზუსტად ასეთი:

ამაზე უკვე სხვა სტატიაში გიამბობთ.