რჩევა, რა გააკეთოთ, თუ ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის ასაფხრეწი შესაკრავი წებოვანი აღარაა

ასაფხრეწი შესაკრავი, როგორც ელვის ერთ–ერთი სახეობა, როგორც ტანსაცმელზე, ასევე ფეხსაცმელზე ფართოდ გამოიყენება. როგორც ყველაფერი ჩვენს მოკვდავ სამყაროში, ეს შესაკრავიც თავის პირდაპირ დანიშნულებას დროთა განმავლობაში ვეღარ უმკლავდება. Novate გასწავლით, როგორ გამოასწოროთ სიტუაცია საკუთარი ძალებით.

რატომ ვეღარ ასრულებს ასაფხრეწი შესაკრავი თავის საქმეს? საქმე იმაშია, რომ ელვის რეგულარული გამოყენება (ამას ვერსად გაექცევით) შემაერთებელი ელემენტების „გაწევას“ იწვევს. ხშირად „წებოვნების“ პრობლემა მასში სხვადასხვა ნაგვის დაგროვებას უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს მტვერი, თმა, ბეწვი, ბუმბული, ძაფი და მსგავსი. იმის მიუხედავად, რა გახდა შესაკრავის გაუმართაობის მიზეზი, ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილებაა, ნივთი მკერავთან ან ფეხსაცმლის შემკეთებელთან წაიღოთ, რომ ახალი ასაფხრეწი შესაკრავი დააკრათ.

თუ ეს ვარიანტი მიუწვდომელი ან მიუღებელია, მაშინ პრობლემის მოგვარება დამოუკიდებლად სცადეთ. ოღონდ დროებით, თუ მკერავის უნარები და შესაბამისი ხელსაწყოები არ გაქვთ, რომ ძველი შესაკრავი ახლით ჩაანაცვლოთ. თუ მსგავს პროფესიონალურ „ნიჭს“ არ ფლობთ, ასანთით ან სანთებელით შეიარაღდით. ასევე პინცეტი და ბამბის ჩხირები დაგჭირდებათ.

რთული არაფერია. პირველ რიგში, ასაფხრეწ შესაკრავს პინცეტით და ბამბის ჩხირებით ყველაფერი ზედმეტი მოაშორეთ. წებოვანი შესაკრავიდან ნაგვის მოშორება საინტერესო და ჩქარი არაა, მაგრამ ამის გაკეთება მოგიწევთ. თუ ამის შემდეგ შესაკრავი მუშაობს, ცხელი ასანთი ან სანთებელა აიღეთ და წებოვან ნაწილზე ძველი კავები ფრთხილად მოწვით. თუ ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი იწვის, წყლით დაუყონებლივ ჩააქრეთ. ამ მარტივი მეთოდით შესაკრავის სისტემას კიდევ რამდენიმე ათეული გამოყენებისთვის გააცოცხლებთ. მთავარი მინუსი ისაა, რომ მის მეთოდის გამოყენებას მხოლოდ ერთჯერ შეძლებთ.