ბაღის ბილიკები არა მხოლოდ ბეტონისგან შეიძლება გაკეთდეს. 3 უფრო გამძლე, იაფი და ლამაზი მეთოდი

Novate ბაღის ბილიკების დასაგებად ბეტონზე უფრო გამძლე, იაფ და ლამაზ მეთოდებს გთავაზობთ. ამ მეთოდების უპირატესობაა ის, რომ დიდ ფინანსურ ხარჯებს არ მოითხოვს.

„ამის შესახებ ნაცნობისგან გავიგე. ახლახანს სააგარაკო სახლის და ნაკვეთის გლობალური კეთილმოწყობა დაიწყეს. რიგი ბაღის ბილიკზეც მიდგა. ვფიქრობ, ბეტონის შემონაკირწყლის შესახებ ბევრმა იცის. ასე ხშირად იქცევიან, როცა ეზოში საპარკინგო ადგილის ან ბაღში ბილიკის გაკეთება სურთ. აი, ჩემმა ნაცნობებმა ეს ვარიანტი ორი მიზეზით უარყვეს. ეს მიზეზებია:

  1. დრო. ამ ტექნოლოგიით ბაღის ბილიკის დაგებას დიდი დრო სჭირდება. მათ საქმე ისედაც ბევრი აქვთ.
  2. ხანმოკლე. ბეტონი სწრაფად დაშლას იწყებს. გამოდის, რემონტზე დროის და ფულის დახარჯვა ისევ მოგიწევთ.

ვინაიდან ბეტონის ჩასხმის ვარიანტი უარყვეს, ალტერნატიული მეთოდების ძიება დაიწყეს. ასე რამდენიმე მეთოდი იპოვეს“.

1–ელი მეთოდი

მთავარი უპირატესობაა გამძლეობა. ამ ტექნოლოგიით შექმნილი ბილიკები რამდენიმე ათეული წელი ყოველგვარი რემონტის გარეშე ძლებს.

სამუშაოდ დაგჭირდებათ ფილები, ღორღი, გეოტექსტილი.

პირველ რიგში, თხრილი ამოთხარეთ. სიგანე მომავალი ბილიკის მიხედვით განსაზღვრეთ. სიღრმე ბარის პირამდე. თხრილის ძირში გეოტექსტილი დააგეთ. ზემოდან ღორღი მოაყარეთ. როგორც ვარიანტი, ღორღის და ქვიშის ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ ფენის სიმაღლე 10-15 სმ უნდა იყოს. ჩატუმბეთ და პროცესი ჩვეულებრივი ფილების დაგებით დაასრულეთ.

მე–2 მეთოდი

ბევრ რამეში წინა მეთოდის მსგავსია. ფილების ნაცვლად ბუნებრივ ქვას ვიყენებთ. უფრო დეკორატიულ ვარიანტს ჰგავს, მაგრამ ფილებს სიძლიერით არ ჩამოუვარდება.

მე–3 მეთოდი

აქ ბილიკის „კომპონენტებია“ გეოტექსტილი, ღორღი და ბრტყელი ქვა. გამოირჩევა იმით, რომ ქვა ღორღის ფენაზე არ იდება, არამედ მასში უნდა იტკეპნება. ამ შემთხვევაში მიწის და ღორღის შერევა არ უნდა დაუშვათ. სწორედ ამიტომ, შიფერის ან პლასტმასის გვერდები დაგჭირდებათ.

მნიშვნელოვანი მომენტი ყველა ზემოაღწერილი მეთოდისთვის: ბილიკის გამძლეობა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, ღორღი მიწაში ძლიერ იტკეპნება თუ არა. ამისთვის გეოტექსტილი გამოიყენება.

ყველა მეთოდი კარგია იმით, რომ დიდ დროს არ მოითხოვს. ბეტონთან ეს შეუძლებელია. ხელსაწყოებიც მარტივი სჭირდება. მაგალითად, ნიჩაბი თხრილის ამოსათხრელად.

ბილიკის დასაგებად ფილების ან ქვის გამოყენება აუცილებელი არაა. სხვადასხვა მასალა, მაგალითად, პლასტმასი ან ხე, შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ნებისმიერი მოცემული მეთოდი უფრო იაფია და ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე ბეტონის ჩასხმა. თუ დღემდე ბაღის ბილიკის მოწყობას ვერ წყვეტდით, იცოდეთ, რომ რამდენიმე კარგი ალტერნატიული მეთოდი არსებობს.